♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ფანჯარა გამოვაღე,მზე უკვე ჩადიოდა,
ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა,
ვინ იცის იქნება ბოლო დღე გამდებოდა
და ჩემი ცხოვრება უკვე თავდებოდა.

მაგრამ რატომღაც ეს არ მადარდებდა
ერთ რამეს ვფიქრობდი ერთი რამ მაშინებდა
რომ ჩემზე მეტად არავინ გაფასებდა
და შენ ვერ გაიგე,აი ეს მადარდებდა.

ისე მოვკვდებოდი,ვერავინ გაიგებდა
რომ შენზე ფიქრი იმ ქვეყნად გამყვებოდა
ო ღმერთო ჩემო რა იქნებოდა
ისე მოგეკალი არავინ მყვარებოდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ მაშინებ!
დაშორებით ნუ მაშინებ!
ნუ მაშინებ,იმიტომ,რომ
ეს ჩემთვის უკვე სულერთია....
ჩემთვის მთავარი მე უკვე განვიცადე,
სიყვარული უკვე ვიპოვე,
უკვე ვნახე,
ვნახე გაოგნება,
ვნახე,მონატრება,
ვნახე ტირილი,
ვნახე ლექსები ჩემზე და შენზე ნაწერი,
ჩვენი ნაწერი,
ვნახე გაოცება,
ვნახე ამბორი,
ვნახე დაშორება,
ვნახე ყველაფერი,რაც
კი სიყვარულს ეხება.....
ახლა აღარაფერი მაქვს დასაკარგი,
უკვე ბევრი დამრჩა მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელ;ი......
და,,,,,
თუ ვერ მოვიპოვებ და შევინარჩუნებ,
არა უშავს!!!
მე ეს უკვე ვნახე,მე ეს უკვე განვიცადე,
და დიდი მადლობა ამისთვის.....
თუ შენ ეს აღარ გინდა
შენი ნება და შენი ცხოვრებაა,
მე მართლა მიხარია,გიცნობ და
მიცნობ,
მიყვარხარ და
გიყვარვარ...
და ეს მშვენიერია!!!!
ოღონდ,თუ გსურს დამშორდე,
არასდროს თქვა,რომ ეს იყო მშვენიერი,რომ
ეს იყო კარგი,
რომ კარგი იყო ჩემტან ყოფნა,
თუ ეს ასე მიგაჩნია,
დარჩი ჩემთან.......
მაგრამ...
შენ გინდა დამშორდე....კარგად!!
იყავი ისეთი ლამაზი,როგორც ახლა ხარ......
და თუ მოგეცა ბედნიერების შანსი,
ნუ იტყვი უარს!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ ვინა სთქვა,ვინ მოიგონა,
რომელს გაუწყრა ღმერთი?
სიყვარულიდან სიძულვილამდე
ნაბიჯიაო ერთი..
ერთი კი არა,ასი ათასი,
მთელი სიცოცხლე ალბათ,
თუ მართლა გიყვარს,რომ მოინდომო,
მაინც ვერ გალევ ამ გზას.
მონატრებიდან მოგონებამდე,
სიყვარულიდან სიძულვილამდე,
გწამდეს,ვერასდროს მიხვალ!

.........................................................


მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფრით დაღლილს ,სანატრელად სიკვდილი დამრჩა
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება
რადგან არარამ შეიფარა ძვირფასი ფარჩა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს...


................................................................................................



რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.
გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარხარ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო საღამო დუმილით სავსე
უთვალავ გულთან დანაფიცარი,
ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე
ბრძენი რუსთველი და ოპიზარი.
თავს იწამლავდა ტაბიძის მერი
და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს,
მე მაწამებდა ხატება შენი,
მე დავეძებდი საყვარელ თვალებს.
ქალაქის ბაღში არ იყო ქარი,
ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ.
მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი
და ვუღიმოდი შენმაგვარ ლანდებს.
გეძებდი დიდხანს.ამ მტანჯველ ლოდინს
ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს.
გეძებდი დიდხანს.რატომ არ მოდი,
იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო!
ახლა წვიმაა.. მე ნამთვრალევი
ველი ჯადოქარს და საოცრებას.
მაინც არ მტოვებს შენი თვალები ,
შენი სათუთი გულის ოცნება.
ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის
ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს
და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს,
გავგიჟდებოდი ასე მგონია!
იმ წყნარ საღამოს გეძებდი,კარგო,
ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს
საით წახვედი...სად დაიკარგე...
ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება,
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა"

დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.

ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო,
ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო.
ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა,
ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.

გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა,
სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა.
დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა
თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და რ გადიოდა..."




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ გაწვიმდა,
ისევ აჩურჩულდნენ ტირიფის ტოტები,
მე უშენობით თვალები ხომ დამინამია,
ალბად გამიგებ...
და მე უკვე სხვისთვის ვცოცხლდები,
ნუ გამამტყუნებ
თავად ხვდები ყველაფერი შენი ბრალია.

თუ მოგენატრო,ისე როგორც ჯერ არასოდეს მოგნატრებივარ,
ლამაზ სიზმრებში იქნებ შენთან ერთხელ მაინც კიდევ მოვიდე,
თუ მოგელანდო,ჩათვალე რომ დაგსიზმრებია,
და ის ბავშვობაც,მხოლოდ ლანდად გაიყოლა აპრილობის თვემ.

ნუ დაღონდები
მოვა დრო და ვიცი მაინც დაგავიწყდები
შენი ცრემლებიც გაზაფხულის წვიმასავით გადაივლიან,
და თუ ნაღვლიან აპრილის ღამეს დაგესიზმრები,
მაშინ მიხვდები,რომ უჩემოდ არსებობა არ შეგძლებია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავეკცევი მარტოობას ვეღარც სიზმრებში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი,აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი,აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც,ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია,
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა,მარტოობა ვყოფილვარ თვითონ


..............................................................................................



ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ის ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1200 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველად
ჩატეხე ჩვენი საერთო ხიდი,
მაგრამ ყველაფერს შენი ტანჯვით
და შენი ცრემლით გამოვისყიდი.
ცდებოდი,როცა მოღალატედ და
ცხოვრების ამრევ არსევად მთვლიდი,
მაგრამ ყველაფერს შუაღამისას
იდუმალ ლოცვით გამოისყიდი.
სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობად ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა
მე გავეხვევი მოგონების წარსულ ბურანში,
და ვიგრძნობ გვერდით სიჭაბუკემ რომ ჩამიარა,
უხმოდ.უთქმელად ჩემთვის ჩუმად ავქვითინდები,
გულს ძველებურად კვლავ დასერავს დარდი და სევდა,
მაშინ შენ ვიცი სხვა შვილების იქნებიმამა,
მე კი არასდროს არ ვიქნები შვილების დედა,
იქნებ უცნობმა ჩემზე გკითხოს ეგ ვინ არისო,
შენ კი გულგრილად უპასუხებ - ეგ შინაბერა.
მაგრამ იმ უცნობს გევედრები ისიც უთხარი ,
შენზე ფიქრებმა,შენზე დარდმა რომ დამაბერა.
გაივლის დრო და, შენც დაგათოვს ვაჟკაცურ მხრებზე,
და დანანებით რამდენჯერმე მეც მომიგონებ,
მაგრამ გაზაფხულს,იმ მზიან დღეებს ვერ დაიბრუნებ!!!!

............................................................................................


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 78 79 80 81 82 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-15, 8:10 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025