♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკაი,
და ამას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენდავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავიაყველაფერი
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ სულ თავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
„თეთრი ღამეები „ერქვა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის:-არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან,მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი,თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მი კი - უფსკრულში მივექანები.

შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ პატარავ,ერთმანეთს ვავსებთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრები... სიტყვები... რითმები...
გრძნობა გამიძარცვეს!
იქნები... ვიქნები... ვიქნებით...
შხამი ძალით მასვეს!
დამსვეს!...
დამსაჯეს...
აზრი წამართვეს...
გამყვეს...
ნაწილი გარეთ ვარ,
სხვა ნაწილს ვუცდი...
ცდა ცდად დარჩება...
არ გადარჩება
არც ერთი მწიკვი ჩემი სიმწვანის...!
უკვე ამერია... თეთრი მისტერია,
თუმც არაფერია
ან ყველაფერია.
ფერები... ხელები... ცრემლები...
უკვე დამღალეს!
მიხდები... გიხდები... მიხვდები...
ალბათ ამ ღამეს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს გაზაფხულიც ახალი ძალით
მაკრთობს ვით ხეზე ნიავი ფოთლებს,
მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ
არ ვდარდობ,თუნდაც ხვალევე მოვკვდე!
მიწას ედება მიწას ნაავდრალს,
ჩემი გრძნობების მცხუნვარე ალი...
მომაშთობს ალბათ ტრფობის სიცხოვლე,
წამიღებს ალბათ ყვავილთა ჯარი...
მიყვარხარ! გესმის?! გესმის, მიყვარხარ!
მადლობა უფალს, რომ ეს ინება!
დღეს ჩემი გზები რომში კი არა,
სულ ყველა შენსკენ მოედინება!..
ჩემი ლექსების ხარ ადრესატი,
რადგანაც ამ გულს ასე სწადია,
და მე არ მჯერა,რომ ქვეყანაზე,
ვინმეს უყვარხარ უფრო ძალიან!


......................................................


მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისე გავიღვიძებ, თვალსაც არ გავახელ,
ისე ავტირდები, ცრემლსაც არ დავაფრქვევ,
ისე ვიტყვი რამეს, ბაგეს არ გავაღებ,
ისე დავწერ რამეს, კალამს არ გავანძრევ.
ისე ავცეკვდები, სხეულს არ შევარხევ,
ისე ვიგრძნობ რამეს, გულსაც არას ვატკენ,
ისე ავმღერდები უხმო გალობისას,
ისე დავიღვრები უფრთო ოცნებისას,
ისე ვიცოცხლე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება.
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება.
არც საიდემლოა, არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,
ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება.
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის უდაროდ.
არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს,
მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია.
ჩემი სიყვარული არავის არ უნდა
რადგან ის შენი სიყვარულია.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრომ და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვაკოცე მთას პირდაპირ ცაში
ვაკოცე წვიმას პირდაპირ ცისარტყელაში
ვაკოცე ცეცხლს პირდაპირ ფერფლში
ვაკოცე ზღვას პირდაპირ ნიჟარაში
ტყეს ვაკოცე პირდაპირ ფოთლებში
ვაკოცე ღამეს პირდაპირ ვარსკვლავში
დილას ვაკოცე მისივე ნისლში
ვაკოცე შუადღეს მისივე ჩრდილში
ვაკოცე დროს პირდაპირ წამში
წარსულს ვაკოცე მოგონებებში
ვაკოცე მომავალს წინათგრძნობაში
ვაკოცე აწმყოს პირდაპირ აქ
ვაკოცე სიკვდილს შიგ სიცოცხლეში
სიცოცხლეს ვაკოცე შიგ სიყვარულში
სიყვარულს ვაკოცე შიგ შუაგულში
უსასრულობას პირდაპირ უკვდავებაში
ხუთივე გრძნობას ვაკოცე
ვაკოცე მუსიკას პირდაპირ ბგერაში
სასწაულს შიგ საიდუმლოში
გაკოცე შენც პირდაპირ ჩემში
და პოეზიას, მდუმარებაში სიტყვით
ვაკოცე და სიჩუმეთი. სულით ვაკოცე.

კოცნა ზღაპარს მოასწავებს,
მოცდა მიწევს შენი კოცნის,
ორ ცად მოწყდა მთა ვარსკვლავებს
შემოქმედი, გენიოსი,

სამყაროს ქმნის, შენც მოხვედი
შენ მფარველობ გზებს და ბინებს,
სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ხვედრით,
კოცნაც როცა დაგიპირე

მთის ნისლივით გაგეღიმა,
მთის სურნელიც მინდორშია
და ვიგრძენი სიზმარს მიღმა
შენც, რომ ჩემთვის გიკოცნია.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩამერაზა სამოთხეში შესასვლელი კარები,
ვეღარც ჯიქურ შევაბიჯებ, ვეღარც შევიპარები,
რა ეშმაკად შემომიჩნდნენ ქალაქელი ქალები!
ფუი, ეშმაკს! გავიძახი, მაგრამ განა ქრებიან,
გამომწვევად მიღიმიან, აქეთ მემუქრებიან,
მინდა სადმე დავიმალო, ვერ მომიხერხებია,
ყოველ ფეხის გადადგმაზე თვალში მეჩხირებიან,
მათი კაბის ფარჩაა თუ ფარშევანგის ფრთებია,
მათი კაბის შრიალია, თუ სამოთხის ხმებია,
მათი თმების სურნელია სურდოდ რომ ჩამხვევია,
მათი თვალის გიშერია სანთლად რომ დამნთებია,
აქეთ-იქით, აცა-ბაცა დამირბიან თვალები,
ეს რაჭირად გადამექცნენ ქალაქელი ქალები,
ყველას როგორ მოვეფერო, ამდენი დრო სად არის,
ათასობით რომ შეყრილან ათინათის სადარი,
ანდა რომელს ვაწყენინო, სამართალი სად არის?
ეს ქვეყანა, ასე ცუდად აწყობილი რად არის?
ავდგები და სულაც სადმე სხვაგან დავიმალები,
ვერც იოლად მომაგნებენ და ვერც დიდი წვალებით,
სულაც მშრალზე დარჩებიან ქალაქელი ქალები!


..............................................................



როცა მოვკვდები და მას გაიგებ,
გთხოვ სინანული არ ჩამატანო
როცა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს,
ჩუმი ნიავი,შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...



მე ის მზე მიყვარს,შენს თვალებს რო ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს,შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში,სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი,გაჟღერება ტრფობის სიმღერის... ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1429 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 80 81 82 83 84 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-15, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025