♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

თეთრი გედი გუსაკლავად მღეროდა,
თითქოს შველას ვიღაცისგან ელოდა,
მის გასაჭირს მხოლოდ მთვარე ხვდებოდა,
იცოდა,რომ გედი მხოლოდ ერთხელ
ისიც სიკვდილის წინ მღეროდა.

გედმა როცა დაასრულა სიმღერა,
განწირული ფრთებს რომ ვეღარ იქნევდა,
დაბლა დაბლა ეშვებოდა უძლური,
სული მისი მაღლა მაღლა მიჰქროდა.

მთვარე მაშინ მიიმალა ღრუბლებში,
ირგვლივ უცბად მწუხრმა დაისადგურა,
თეთრ ფიფქების ნაკადულმა ითოვა,
მამა მთვარემ გედი ასე იგლოვა.

არემარეს თეთრი შუბა ჩაეცვა,
თოვლს კი თეთრი გედი გულში ჩაეკრა,
მხოლოდ მთვარე იყო მოწმე ამ ამბის
ცრემლებს თვალზე ჩუმად უხმოდ იწმენდდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,

გულის კარებთან დაუკვნესია,

დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,

ხშირად რომ გნახო უარესია,

გაბრაზებულა ჯიუტი გული,

სულში ტკივილი ჩაუთესია,

ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით

უცებ მომკალი უკეთესია,

ისე საშინლად მომენატრე რომ

ფიქრები მტრედად შემომესია,

უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,

და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,

არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,

აღიარება ჩემი წესია,

როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,

არ ვარსებობდე უკეთესია. .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,

არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,

არც სხვისი სიყვარული მომიპარავს

ჩემიც არასოდეს დამითმია,

ისე მომეპარა გრძნობა გულში

ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,

გული ისე ძლიერ ამიძგერდა,

რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..

შენმა ლამაზმა გამოხედვამ

გულში ნაკვალევი დამამჩნია,

ჩემი ცხოვრების თანამგზავრად

გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,

შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვი - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

არ მითხოვია - დამიბრუნდი... და ამას არ გთხოვ...
რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა.
ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი...
და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს, ვერასდროს, ვერა!..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,

მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...

შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.

მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,

შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...

თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,

მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..

როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,

ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.

სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზაფხულში მიყვარს, მე ზღვაში ჩასვლა
ხოლო ზამთარში , ქალებში წასვლა
შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა
და მეძავებთან ლექსების ხარჯვა.

მე მივდიოდი, ქუჩაში მარტო
როცა მეძავემ ჩაიცვა პალტო.
უცებ დაქუხა მოვიდა წვიმა
მეძავეს დაეწყო ტუჩების ყინვა.

მასთან მივედი მოვხვიე ხელი,
ხალხმა მიყურა დამარქვა ბრძენი
და ამ სევდიან ამბვის შემდეგ
მიყვარს ქალები უზომოდ დღემდე..








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის.
ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს....
დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის:
რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ ვთმობ....

სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ დგანან.
ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ....
სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა.
საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.

არ მინდა, არ მსურს, არ ვიცხოვრებ არავის მსგავსად.
არც მეგობრობას შევთავაზებ შტერსა და რეგვენს,
ერთ ტყუილ სიტყვას არსად ვიტყვი, არაფრის ფასად....
ჩათვალოს ყველამ, რომ ბედისგან \\\"საჩუქრად\\\" ვერგე.

დღეს ჩემი ჩრდილი შენგან მარცხნივ აღარ ეცემა.
მარტო დავდივარ....ან სრულიად უაზროდ ვდგავარ!
ვინც არას ითხოვს, არაფერი არ მიეცემა
და ეს სამყარო უმისოდაც იოლას გავა.

მე გთხოვ,შენ კიდევ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს დასთმობ,
გაგიღიმებ და.... თან უამრავ პირობას დავდებ.
მერე მე ვიტყვი: აცივდა და თვალებში მათოვს....
და უპირობოდ, პირობების დავარღვევ ვადებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 81 82 83 84 85 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-15, 10:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025