♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ ცეცხლს დამინთებ , დაველოდებით
ჩანაკვეცხლებას ხმელი შეშების...
სიმინდს შემიწვავ, შემეშინდება
წითელ მარცვლებზე ხელის შეხების...
გაგეღიმება, ეს მერამდენედ
ჩემში პატარა ბავშვთან შეხვედრა...
შენი ხელიდან მაჭმევ სიმინდს და
ამიტომ შენი სუნი ექნება...
მერე ჩვენ ალბათ შუაღამემდე
ეგებ დილამდეც დავითვლით ნათქვამს...
და ყველაფერი ირგვლივ, იმ ღამეს
შენთან ალერსის ნებასაც დამრთავს...
მკითხავ ათასგვარ ჭკვიანურ კითხვას
და სულელური პასუხით დაგღლი...
შეგიშინდები შეშის ტკაცუნზე
ან სადმე თუკი იყმუვლებს ძაღლი.
წამოდგები და მკლავს გაიყოლებ
მიწას მიაყრი ცეცხლსა და ნახშირს...
და ამისრულებ ერთადერთ სურვილს
სულ ორ სიტყვაში - "წავიდეთ სახლში”

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1016 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა,როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან...
მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ
ძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს
კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო
მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და
შენს წილ ღამეს.
გული მერე სიყვარულმა
გამიგიჟოს
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ
დამიფიცო
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1312 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა შენ ბროლის ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დადიოდი,
როცა ციდან წვიმის ნაცვლად უნუგეშობა ცრიდა...
როცა სამყარო საოცრად უკედლო იყო და
არ არსებობდა ჩემი მხრიდან ახალი მიგნება
როცა ეგომ სული გამიყინა და ვერ-ლიბრებზე გადავედი
როცა არავის სიყვარული მწამდა
შენ ბროლის ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დადიოდი
წვიმის შემდეგ ზეცა უნუგესობას ცრიდა
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლექსად დამეღვენთა ყველა მოგონება,
სადღაც სიშორეთში მოჩანს სილუეტი,
ვცდილობ მასთან მისვლას,
ვცდილობ რამე ვუთხრა,
მაგრამ ის შორს არის
მას ხმა აღარ ესმის.

გრძნობებს ფერი ადევს ცის და ლილიების,
ლექსს მე ვეღარ ვუწერ უკვე გაგრძელებას,
ყველა ნაწერი და ყველა მოგონება ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა
რადგანაც ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში
მე შენ მიყვარხარ - და ატირდა ქვაბულში ბავშვი
და გაიზარდა დავაჟკაცდა დროსთან იომა
და ამ კაცისგან წარმოიშვა კაცობრიობა
აშენდა რომი ბაბილონი დიდი ელადა
მე შენ მიყვარხარ - ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა
მე შენ მიყვარხარ - კაპულეტის მთვარეულ ბაღში
შკეერთდა ორი უცოდველი ბავშვი ამბორი
მე შენ მიყვარხარ - შენი ალით უნდა ვიდაგო
სიყვარულს, ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1376 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი...ორი...სამი...
შუაღამეა ბურუსით მთვრალი,
მთვარემ დაიქუხა, დაიდგა სკამი
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
შუაღამისას შემკრთალი ლანდი,
შენი სიცოცხლის ლხენა და დარდი
ცრემლმორეული ისწორებს მანდილს
და შენ კი გძინავს...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1474 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *
ისევ წვიმს, ისევ თოვს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…

მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას,
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გახსოვს ჩემ სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…

ისევ წვიმს, ისევ თოვს
ისევ წლები მიაქვს დროს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…

მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…

მე სულს მოგცემ, ამ სიმღერით…
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…

* * *
შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდად…
დავინა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1407 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

სჯობს ღარიბობა შემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშით ვიყო გართული.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 83 84 85 86 87 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-16, 1:35 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025