♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

გიანდერძებ ამ ვარსკვლავებს
დაუნდობელ ამ საწუთროს
დაგიტოვებ ამ ჩემს მკლავებს
რომ ხანდახან ჩაგეხუტოს.
დაგიტოვებ ლამაზ ჩიტებს
ლექსის დამწერს მოგცემ პეროს,
გინადერძებ ამ ჩემს თითებს
რომ ხანდახან მოგეფეროს.
დაგიტოვენ მთვარეს ცაში
თუ მოუვლი იმას ნეტავ,
გიანდერძებ თუ არ წაშლი
და ხანდახან შნც შეხედავ.
დაგიტოვებ ლამაზ ქუჩებს,
ყველა ყვავილს ვარდს და მიმოზს
გიანდერძებ ამ ჩემს ტუჩებს
რომ ხანდახან გაგიღიმოს.
იმას ვინც მე შემიყვარებს
დავუტოვებ მთას და ფერდობს
გიანდერძებ ამ ჩემს თვალებს
რომ ხანდახან შემოგხედოს.
დაგიტოვებ გრძნობას ულევს
და ლექსებით სავსე თაროს
გიანდერძებ ამ ჩემს გულებს
რომ ხანდახან შეგიყვაროს
დაგიტოვებ ამ ჩემს სახელს
დაგიტოვებ, ოღონდ მენდე
გიანდერძებ ამ ჩემს სახეს,
რომ ხანდახან გაგახსენდე.
ვგრძნობ სიკვდილი უკვე მოდის
შევაგროვებ შნთვის ვარდებს
დაგიტოვებ ამ სულს ცოდვილს.
რომ ხანდახან შენც გიყვარდე .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეძებე იდეალი,მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი
იპოვე სიყვარული ,მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თOრემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჩვიანი,ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ ,გიჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ჩემს თამბაქოს,დხეს გაცილებიტ ბევრი
ფერფლი დავაყრევინე,
ვიზრუნე სხვებზე,ვიფიქრე ჩემზე,ჩემი ცხოვრების
ხვალინდელ დხეზე.
მე ისევ მინდა ვაბოლო ფიქრებს და ვესაუბრო,
უსულო ნივთებს.

ჩნდება იმედი რომ ეს ცხოვრება,წამიტ მაინც მორთავს,
ყოფას ჩვენსას ჭარბ-ფეროვნებიტ,
ჩვენც მას შევხ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;
მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ათასი მტერი რომ მყავდეს ქვეყნად
და ასაკლებად მომიხტეს კარად,
სანამ შენ ერთი მყავხარ მოყვარე,
არ ვშიშობ, რადგან შენ ხარ და კმარა!
ეს მე შენია, რომ მაქვს იმედი,
ჩემს გვერდით მდგარი მეგულვი ფარად,
თორემ უშენოდ მე როგორ გავძლებ, –
სიკვდილის შიში მზაფრავს და მზარავს!
თუ სუნთქვა შენი არ მოაქვს ნიავს, ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1252 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან,
წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,
ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...
დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან,
როგორც გაფანტული, ქარში, ხის ფოთლები
და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,
ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში.

აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,
მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,
თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,
ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.
. . . ქარში ირევიან მოგონებები და
შენზე სურვილებიც ისევ ულევია,
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ბოლო დროს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის..
დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს..
წვებიან დღეები, მოდიხარ ჩემთან და,
მწყემსივით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და,
თუ ლექსებ აცრილი საღამოც დაეშვა,
კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია, ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ,
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის..
მიყვარხარ - ეს ისე,
მიკვდება გული და, კანაფის საშინელ სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი, ძალიან ცუდი და თუ მთვრალი -
ყველაზე მაგარი წყვილი ვართ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბინდისფერ ხილბანდით აგიხვევ თვალებს და

მიგიყვან ღამესთან...

ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი

ჰო... თუკი დამაცდი,

სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა

და ღამე გატკინა...

მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი

და გადაგერევი...

დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე

მიყვარხარ დამენდე...

მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით

გიცდი და დაგიცდი,

თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...

სულ შენ და სულ შენთან...

დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და

სათქმელი გამება,

ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მეგონა ჩემზე ფიქრობდი,მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა ჩემთვის სუნთქავდი,მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა ჩვენი გულები,თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა,იფრენდა.
მეგონა შენ მე გიყვარდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემომაგლიჯე დამწვარ ტანზე ეს სველი კაბა,
ღილ-ბორკილები გადაკრიფე მწიფე მკერდიდან,
ხორცის სიმთვრალეს დაუამე დახეთქილ ბაგით,
მიშველე რამე, შიშველ წელზე მზე მომეკიდა.
მიასკდი სუნთქვას რეტიანი სურვილით სავსე,
ოღონდ კი გრძნობებს აეკიდოს ალმური შენი,
ო, გევედრები დამიამე ტკივილი სულის,
ჩემს სნებოვნებას მხოლოდ შენი ალერსი შეცვლის,
და თუ ინანო თავგანწირვა ამ სიგიჟისთვის,
დაჭერი ყველა ვენისფერი ხაზის დინება,
ო, მაპატიე, სიველურე ასე ძვირფასო,
რადგან ვერ შევძელ კვლავ მოთმენა და გარინდება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 85 86 87 88 89 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-16, 3:49 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025