მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ყველა წავიდეს,მხოლოდ შენ დარჩი,
დარჩი,როგორც სიზმრად რჩებიან,
და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა,
სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია...
ყველა წავიდეს,შენ შეიცადე,
მასწავლე,როგორ გავხდე მზეწვია,
მიამბე,როგორ აწამეს ქარი
ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია...
ყველა წავიდეს,გაუღე კარი,
დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს,
და ანაცვალე შენი სიდინჯე
ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს...
წავიდეს ყველა,მე შენ მჭირდები,
მე აუხსნელი ვნებით ფეთიანს,
იმას,რომელმაც ილოცა შენთვის,
ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია.
ყველა წავიდეს,მხოლოდ შენ დარჩი,
მზე რომ მზე არის,მზეც ზედმეტია,
და მზეც წავიდეს,შენ დარჩი მხოლოდ,
ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ,თმები მაქვს ფარჩის,
წავიდეს ყველა,მხოლოდ შენ დარჩი...
|
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
|
მეგობარია შენი რჩეული,ვინც რჩევას გაძლევს და თან ენდობი მესაიდუმლე შენი გულისა,გაგიკვლევს ბილიკს ჩიხს თუ ეწვევი მიჩვევას იწვევს ეს ყოველივე,მის გვერძე როცა ხშირად ერთობი აღარ გსურს ნახო მასთან სულ უცხო,რადგან შენ გინდა მისი სურნელი
და დარწმუნდები შენ უკვე გიყვარს,ის მეგობარი ვისაც ენდობი თავიდან ვინმე მერე ნაცნობი,მეგობრობა და ბოლოს ქალღმერთი ხვდები უმისოდ ვეღარ ხალისობ,ფიქრებში დილას სულ მასთან ხვდები ნაზი სიტყვები მას გინდა უთხრა,მაგრამ ვერ ბედავ თან სულ იბნევი
მეგობარი და მესაიდუმლე,უეცრად ხდება გულის მპყრობელი ვერაფერს შეცვლი შენშია იგი,მისი სიტყვებით მას უმონდები შენ თუ ვერ ხვდები სიყვარულის აზრს,ან მე რასაც გწერ იმას ვერ ხვდები? ამ ლექსის მერე გულის ფეთქვის ხმას,თუ მოუსმინე პასუხს ის გეტყვის
პასუხს რომელსაც შენ გულით იგრძნობ,დაიმახსოვრებ მუდამ ყოველთვის ეს სიტყვა გულის ნათქვამი შენთვის წამი იქნება მარადისობის . . . .
|
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა, რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენ მკლავებზე იწვა. მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება, ნუ გაშინებს ჩემი სევდიანი სახე, უხმო ატირება. მითხარი, რომ ბაღში აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს, გიძნელდება თქმა და ვიცი მაინც მალე მიმატოვებ. მითხარი და წადი დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი. სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი, მხოლოდ სულში ჩამიჭკნება აკაციის თეთრი შადრევნები, შენზე ოცნებას და შენით გატაცებას აღარ დავჯერდები, წავალ ჩემთვის მარტო და დამრჩება სულში უსაშველო დარდი, როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი..
|
ჩემი ცხოვრება სავსეა შენით, შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით,ტუჩებით, ალერსით,მზერით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით,მკლავებით,თვალებით,ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჭორით,ოცნებით,იჭვნეულ სენით, ტყუილით,მართლით,ბოროტი ენით, ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით, მთელი სიცოცხლე სავსეა შენით, ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ, ასე მგონია ვსულდგმულო შენით..
|
ომს ვიგებ!
ნადავლში არ მინდა მე წილი,
შენი მეფერება ხელი დახვეწილი,
გზა გუშინ იშვა და დღეს სუნთქვას ამთავრებს,
ეს შენი მზერაა ,მე რომ მითვალთვალებს.
ცის მგონი არ მესმის,მას ალბად მზე უგებს,
შენი სვლის მანერაც გრძნობას ამზეურებს,
აქ იშვა ბოლო და აქ კვდება საწყისი,
მე შენი ოთახის ვარ დიასახლისი!
წახვალ და კვლავ მოსვლის მიზეზებს დატოვებ,
შენს გულში ყოველთვის მე ვიქალბატონებ,
ფანჯრებში ღამეა,თუ დილის ექვსია?
და ნუ დაიბენი,უბრალოდ ლექსია..
|
კალამს ავიღებ და მონატრებას ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ მე უკვდავებას შენში ვეძებდი და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.
|
სიზმრად მოგეპარე პატარავ, არ შემიშინდე. გარეთ სუსხი იყო შევშინდი , არგამიცივდე. იცი, როგორ მინდა შენს დუმილში წყნარად ვიარო სიზმარშიც კი პაემანზე გამოგიარო.
ალბათ ზეცაში დაფრინავ ახლა და როგორც არწივი ისე ნავარდობ, დაბლა მობუზულ ჩიტუნას ხედაავ? მოფრინდი ჩემს გულს მსხვერპლად გთავაზობ.
ან შეიზლება კლდის პირას იდგე და ცისარტყელას ფერებს უთვლიდე, ანდაც სადღაც ანგელოზებში იმათ სამყაროს ელფერს უქმნიდე.
მე მინდა უთხრა თუნდაც მსოფლიოს ლამაზს, რომ ლამაზისგან აარჩევთ. ჩემი პატარა ერთხელ, რომ ნახოთ მისმერე ვერვის ვერად შეამჩნევთ..
თენდება პატარავ მე ახალ წავალ, თორემ უკვე ზედმეტიც მეთქმის განა იმიტომ რომ არგეკუთვნის, შენი ანგელი საყვედურს მეტყვის.
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
|
ჩემი სიყვარული ამაყია_
იგი მოწყალებას არ გთხოვს
შენი მოგონება ჰყოფნის,
შენი თვალის სხივი ათბობს.
ჩემი სიყვარული ამაყია!
_მას ვერ დააჩოქებს დარდი,
ქვეყნად არაფერი გააჩნია...
ქვეყნად ფეხშიშველა დადის.
ჩემი სიყვარული ამაყია!_
იგი მართალია ცამდის,
ქარმა გამოსტაცა,დაუფერფლა
შენი ნაჩუქარი ვარდი.
ჩემი სიყვარული ამაყია!_
თავს არ მოგაბეზრებს გწამდეს!
ბევრი უხეშობა გაპატიე,
კიდევ გპატიობ რამდენს!
ამ ჩემს სიყვარულზე გადაიარა
დაცინვამ წუთისოფლის,
მაინც ჩემი გრძნობა ამაყია!_
მარტო მოლოდინი მყოფნის!
|
« 1 2 ... 84 85 86 87 88 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|