♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.


მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.


მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 993 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი, გიყვარვარ ძლიერ,
და ეს არ მყოფნის, კარგო,
მინდა მხედავდე სიზმრეთს,
ჩემზე ფიქრობდე მარტო.

ვიცი, გახსოვარ მუდამ
და მინდა უფრო მეტი,
მე მაღმერთებდე მინდა,
გჯეროდეს მხოლოდ ჩემი.

ვიცი, ჩემი ხარ, კარგო,
მაგრამ ეს როდი კმარა?
მხოლოდ სიყვარულს არ გთხოვ,
მეტის ღირსი ვარ ალბათ.

მინდა მნატრობდე მარად,
უჩემოდ ვეღარ ძლებდე,
ამ ყველაფერს გთხოვ, რადგან
დღეს მე უშენოდ ვერ ვძლებ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1484 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თოვს ხვავრიელად და უსაშველოდ
და სდუმს თბილისის ცივი კრატერი
და ჩემს ხსოვნაში
და ჩემს გარშემო...
ბრუნავს ფიფქების კორიანტელი.
თოვს... და ასეა ალბათ საჭირო
და მეც იმიტომ ასე დავთვერი,
რომ ამ ფიფქებში გამოვარჩიო
ის - ერთადერთი ჩემი ფანტელი.

შენ რომ მარგუნე, მსგავსი ქვეყანა
არ ღირსებია არავის დღემდე.
შენი მადლია, ის რაც ეხლა ვარ,
რაც დამერქმევა სიკვდილის შემდეგ.

მე არ დავეძებ: სად ხარ, ვისი ხარ,
სადაურია შენი მშვენება?
თოვლის ფიფქივით ნეკზე მიზიხარ
და რომ გამიქრე, რა მეშველება..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა გახსენებს, ყველა გაქებს და ყველა გეტრფის...
მათი ხარ - ყველას ასე სჯერა თუ ეჩვენება?..
მე კი მგონია, შენ არსებობ მარტოდენ ჩემთვის
და მხოლოდ მე ერთს, მე მეკუთვნის შენი მშვენება!
შენი რისხვა და შემართება და ქედმაღლობა,
შენი სიმშვიდე - ხან მეტყველი, და ხან მდუმარი,
შენი მოქცევა - სანატრელი, როგორც თანხმობა,
და უკუქცევა - სავალალო, როგორც უარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა ნაკადი მდინარეს ერთვის
და ოკეანეს ყველა მდინარე,
და აღძრავს ქარი ზეცაში,ერთი
მეორის ღელვას ნისლში მძინარეს.
ქვეყნად არავინ დარჩება კენტად,
აერთებს საგნებს კანონი ღვთისა,
რატომ არ უნდა კვლავ უფრო მეტად
გავერთიანდეთ ჩვენც მსგავსად სხვისა?

შეხედე, მთები ჰკოცნიან ზეცას
და ზღვა ზავირთებით ეკვრის ნაპირებს,
თუ ივიწყებენ ყვავილნი დებსა,
მათ მიტევებას არვინ აპირებს.
სხივების ხვევნით მზე მიწავს მოსავს,
მთვარე ზღვას ჰკოცნის ღამის ოცნებით,
მაგრამ რას ვაქნევ მე იმათ კოცნას,
თუ კი არც შენგან დავიკოცნები?




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
როდის ამავსე ასე პირთამდე,
როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს!
დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი,
ცხოვრობდი ჩემში, მოსული სითბოდ...
შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს,
ღიმილითა და ალალადმითმობ...
და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო,
მე შენთვის ვინ ვარ, რა მომაქვს შენთვის?
დაეპატრონა გული შენს გრძნობას,
გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!!
იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად,
იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე...
გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან,
მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!!
სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა,
გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები,
ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს,
რომ მოვალ შენთან, ჩაგეხუტები!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს,
ანდა ავსებულს, ტკბილად დამახრჩობს!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1175 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი ქალაქი,ჩვენი ქუჩა,ჩვენი საკანი,
”დაკიტხვა შეპტან” სადაც ჩაშვებას,შვება ეწოდა...
ძველი კურსია ოძდაატი ოქრო და ლივრი,
ჯერ ტყვიებია,ჯერ ქვებია,სულ შარებია!

რადგან დაგვსაჯეს სამუდამო ტავისუპლებიტ,
უადვოკატოდ,უცერბეროდ,უსერაპიმოდ.
რადგან სულ ყველა ერტმანეტიტ დავიტხუპნებიტ,
უკვე დავიწყე, უკვე აქ ვარ,უკვე ვნადირობ...

ჩვენზე წამები,მტავარ როლებს იტამაშებენ,
და ხმერტმა უწყის სად დაგვიდებენ,ცოდვა ბრალის,
მომტენტავ ჩეპირს...
გადამარჩევენ,მე მარჩევენ,იმ დანარჩენებს...



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სად არ გძინებია სიყვარულო,

რა არ გდებია სასთუმლად,

რამდენი ვინმე აცდუნე და

რამდენმა თვითონ გაცდუნა..

ვის არ უძებნია ზეწარზედ,

თვალი დაკარგული ბეჭდის,

ვის არ გასჩენია შენს გამო,

განუკურნებელი ეჭვი..

რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში,

რამდენჯერ მოგხვედრია სილა,

დაღლილ-დაქანცული უზომოდ,

სად არ მივარდნილხარ ძილად...

ზოგჯერ მოუხეშავს, ზოგჯერ მორცხვს,

ხელში ყვავილებიც გჭერია,

ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და

უმშვენიერესი ფერიაც!

მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,

ჯარისკაციცა და სარდალიც,

ისე მტყუანი ხარ, ისე მატყუარა

და.. ისე უცნაურად მართალი...

დღეს რომ პეპელა ხარ მოფარფატე,

ხვალ მახრჩობელა ხარ უკვდავი,

თუმცა მოკვდავი ხარ, სუსტი, დაუცველი,

მაინც შენვე ხარ უკვდავი!

მე რომ შორს მგონიხარ უცებ აქ გაჩნდები,

მე რომ აქ მგონიხარ, იქა ხარ...

მძულხარ სიყვარულო! მძულხარ სიყვარულო!

მძულხარ სიყვარულო და მაინც მიყვარხარ!!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენს თვალებზე შემიძლია ლექსების წერა,

ფიქრით და წერით გადავიღალო გული და ხელი,

მე შენს თვალებზე შემიძლია შევთხზა სიმღერა,

მაგრამ არასდროს აღარ გითხრა მიყვარხარ მეთქი!

მე შემიძლია შენს ხატებას კერპი ავუგო!

და შემიძლია ავაშენო შენთვის ტაძარი,

მაგრამ ხმამაღლა შენს სახებას არ ვცე თაყვანი!

მე შემიძლია შენს თვალებსაც დავცინო ჩუმად,

და შემიძლია მაგ სილამაზეს სულაც ვქირდავდე,

და მე ხმაურით წაგიკითხო ლექსი და ხოტბა,

მაგრამ ძალიან ფაქიზად და ჩუმად მიყვარდე!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 86 87 88 89 90 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-16, 7:41 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025