♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

უაზრობაა-მთელი ცხოვრება, ძიება რაღაც წმინდა გრძნობების
უაზრობაა-ოცნება მაშინ,როცა სიცოცხლეს ემშვიდობები!
უაზრობაა-გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები
უაზრობაა-გიყვარდეს იგი ვისაც არასდროს შეუყვარდები!

უაზრობაა-შინ დაბრუნება ან მონატრება ცარიელ სახლის!
უაზრობაა-სიცოცხლე მაშინ როცა ხვდები რო სიკვდილის დროა
უაზრობაა-დარდი ლოდინი ფუჭი ოცნება და მონატრება
როცა იცი რომ იუს სხვაზე ფიქრობს სხვაზე დარდობს და სხვა ენატრება...

უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს ვისაც არა აქვს ამ გრძნობის განცდა
თუ კი შენი და იმისი გზები დასაწყისშივე ერთმანებს ასცდა..!
უაზრობაა- მასზე ფიქრები და ოცნებებსჰი მისი ფერება
თუ კი მას შენთვის ერთიღIმილი და ერთი კოცნაც არ ემეტება...!!

უაზრობაა-სხვაზე რომ დარდობს და შენ კი ისევ იმ იმედით ელი!
როცა მკვდარსაც კი არ გეღირსება მისი კოცნა და პატარა ცრემლი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1296 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მართალია? -ეკითხება გული
-არა! -პასუხობს ხმა.
-რატომ? -იმეორებს გული.
-არ შემიძლია თქმა!
-მაინც რა მოხდა ასეთი? -გული არ ეშვება ხმას.
ცოტახანს სიჩუმე იყო და...
- მიყვარხარო -წარმოსთქვა ხმამ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ,
და ნიავსავით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა,
ტაძარში ახლად შესულ ბალღივით.
ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ
და მლოცველივით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა,
მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით.
მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ,
ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი.
მე სიყვარული მოშიშიც მქონდა,
ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით,
უნანიებელ ცრემლად და ცოდვად,
წასული დროში და განფენილი.
მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ
და მოწყენილი ქრისტეს თვალებით,
მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა,
სინაზე თოვლი და მწვერვალები...
ახლა ყვავილი მოუსხამს ქონდარს,
ავი სურნელიც ბრუნავს კამისა,
მე სიყვარული ლამაზი მქონდა
და ყველაფერი მქონდა ლამაზი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბნელა...
ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...
ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს...
მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები...
მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები...
მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე...
და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა...
დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”...
...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს...
საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები...
ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე...
უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა...
კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა.
საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!!
მოვა სიყვარული! მოვა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს უკვე მეექვსე ღერია ზედიზედ
და ისევ ვიშორებ თავხედ ცრემლს თვალიდან...
,,ცუდად მოგექეცი” – გამოვცრი კბილებში
კვლავ მოვსვავ ბრენდის და დავისხამ თავიდან...

გულს კვლავ სინანული მიღრღნის და ვერ ძღება,
ფიქრი ვერაგულად მიკორტნის საფეთქელს,
მზერა მოვაცილე წვიმიან ღამეს და
ეს ღერიც სიბრაზით ჩავაწვი საფერფლეს.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)


თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემოდგომისფერი ჩემი დღიურიდან,
მე შენს სასთუმალთან სიმშვიდეს ვდარაჯობ,
ახლა რომ იცოდე შენთან როგორ მინდა,
მხრებზე როგორ მცივა ყინულის ჯალათის
ფუნჯით მოხატული ნეონის აბრები,
გაფილტრულ ნდობისგან დაჭირხლულ შუშებზე,
რომ წერენ კოშმარებს, მერე შემოდიან
გარეთ გაწოლილი უშენო ქუჩიდან,
დადიან კედლებზე,< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმამ დაასველა ცხელი ასფალტი...
ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული......
არ აჩერებს არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად...
გულშიც წვიმა...ქაოსური წვეთები....
სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ ჩერდება..
ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა....
აქა-იქ მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები...
არანაირი ფიქრი...
ზომბივით ცივი...არაფრისთქმელი გოგონა.....
მხოლოდ თავის ნაბიჯებს ითვლის.....
თვალის კუთხესთან წვიმის წვეთები მის ცრემლებს ეხუტებიან....
ვერც ვერავინ გაარჩევს...წვიმს თუ ტირის!....
ისევ ნაბიჯები...და გაკრთა კითხვა......საით?.....
ისიც დაიკარგა.....
წამით შეჩერდა.....
არ ეცნო ქუჩა....
უცნობ ქუჩაზე, უცნობი გოგონა წვიმისგან სველი....ცრემლებს მალავდა....
წამით შიში...უიმედობა...ბოროტება....ყველაფერი აირია...
ახლა საით...არ იცის და...არც უნდა ცოდნა....
სიკვდილი მინდა! ! !
ცრემლებს თითქოს ეწყინათ გოგონას ნატვრა და...გაიბუტნენ....
ისევ გლოვა...ცა ტირილს არ წყვეტდა...თითქოს საშინელი წინათგრძნობდა ამუქებდა კიდევ უფრო მას....
1...2....3.....
ეს უკვე ნაბიჯების თვლა აღარ იყო....
მანქანის შუქი....ზომბირებული თვალები....
გლოვა წყდებოდა....რადგან....წინათგრძნო
ბა ახდა....
გოგოს უსიცოცხლო თვალებზე ცრემლი შეყჰინვოდა..
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გამარჯობა ,სარა!
დღეს მერამდენედ ამოვიდა მზე შენს გარეშე.
წუხელ მესიზმრა ლიანდაგები,
სადაც
ხელიხელჩაკიდებულნი
დავდიოთ ბავშვობისას.
არ გახსოვს, სარა,
ის მოხუცი
ხელჯოხითა და ცილინდრით?
-შეხედე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1291 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მინდა მზეო სულ მყავდე ხელად
და სიყვარულის ზღვაში ჩაგაქრო!
გაზაფხულია და მწვანე ველად
შენი სხივებით ხარობს ყაყაჩო!

მე ძლიერ მიყვარს მზის ნაზი სხივი,
განთიადისას შენი ყურება,
მინდა, რომ ქროდეს ნიავი გრილი...
მე შენი ტრფობა არ მეზარება.

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1592 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 88 89 90 91 92 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-16, 9:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025