მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, ყველაზე მოწყენილ დღეს, თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს უფსკრულს,ბილიკსა და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზააბნეულ მგზავრს, ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, ყველაზე დაჩაგრულ გულს, ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის მადლი მოვახსენოთ ღმერთს. დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, ყველაზე მოწყენილ დღეს, თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს უფსკრულს,ბილიკსა და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზააბნეულ მგზავრს, ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, ყველაზე დაჩაგრულ გულს, ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის მადლი მოვახსენოთ ღმერთს.
|
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული ცა და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს..
|
არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი მომეძალები. როცა დაგკარგავ ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები. როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი გავიპარები. არდავიწყებას დაგპირდები და
...
Read More
|
დაგელოდები!... ვისწავლი ლოდინს!… "ყოფნა" - "არ ყოფნით" როდი მთავრდება?! სიცოცხლედ თუ ვერ შემოგეფეთე, მოდი, მელოდე გარდაცვალებად!.... ძველი ნივთივით მიგდებულ სხეულს დავტოვებ!... უკვე მიჭირს ტარება.... ღამე, წყვდიადში მოვალ სიზმრებად, წვიმას მოვყვები სევდის ზმანებად…. დაგელოდები,ვისწავლი ლოდინს!...
...
Read More
|
ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება? ჩავიხედავ _ შენ მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება. მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი, პირველი, სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი, ფრინველი. მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას _ მართობას შენ მიყვარხარ, სხვა კი
...
Read More
|
როცა ვეღარ დავძლევ ძველი დროის დოზებს, PAINT-ს მივეძღვნები, შენზე ვიფერმწერებ... როგორც მაშინ, გახსოვს? ფერმკრთალ მონიტორზე... ლამაზ ფრაგმენტებად დღეებს მივეწერეთ,
ნათელ გადმონაშთებს ფერად წარსულიდან, ჩუმად მივაჩეჩებ დამწვარ ეპოლეტებს, ახლა მონატრების საზღვრებს გარს ვუვლი და რაღაც სიგიჟემდე მინდა გეპოეტო...
...
Read More
|
მკაცრი რეალობა, ჯერაც რომ ვერ იჯერებ, წვრილმანი წვრილმანზე და - ყელამდე ამოსული, ბარგი კარებისკენ, მტკიცე ნაბიჯებით, დაცლილი ოთახი და არსება მარტოსული...
ცრემლები ვერას შეცვლის, უბრალოდ დაგვამძიმებს, ვეღარც მწვანე კედლებს შემხმარი სინანული, BOLD-ქმნილი წერტილებით იცვლება ყველა მძიმე, იღვიძებს სიამაყე, მიჩვევით მიჩქმალული...
პირობა - "დაგირეკავ", სიცრუით გაჟღენთილი, გარშემო ხუთი წლის შეკრული კამარა, რეკავს ბოლო ზარი, თუ ბოლო გაკვეთილი... გტოვებ ჩემი, მწვანე კედლების ამარა...
ნაცნობი ქუჩების მძაფრი ნოსტალგია, ნამსხვრევებს ვერ აღვადგენთ გულწრფელი პირობით, სიმტკიცემ სინანულის კედლები მოარყია, ჩვენს შორის აღმართულ სიტყვებად:
მ შ ვ ი დ ო ბ ი თ ! ! !
|
დაგჩემდა ცუდი ხასიათი,აღარ იცინი, მე კი ავბედით დღეებივით მაინც გსურვილობ თითებნაფერებ ამ ფურცელზე რომ გადმომყევი, ერთგულება რად დამაფიცე,ასე თუ იყო.
ყველა ნაბიჯზე გაზაფხულის სუნთქვა მაყრია, ამ ამბიციით ხე-კვირტებსაც შევეჯიბრები, შენ თავს ვფიცავარ, რომ თვალებში გიჟი მარტია, მზერას მანტიად შემოგახვევ, თბილად იქნები.
ალუბლის ფერი დაეკიდა მძივად დაისებს, (უკვე ნერვები გამიზნულად გამიმარტივდა) უთვალებოდაც შემოგხედავ ცაც, რომ დაბრმავდეს, დანასიზმრები ჭაღარების დილა ამტკივდა.
დღეებზე, ბოღმა ნაოჭები სიბერეს ანთხევს, (მარტთან ხელკავით აპრილამდე ვეღარ მივედი) ჩემს თავს გაფიცებ, გაზაფხულო კვლავ შემიყვარე, ამოსუნთქული ჰაერივით ლექსად მჭირდები.
დაგჩემდა ცუდი ხასიათი,აღარც მიღიმი, აპრილნაფერებ მონატრებამ უნდა მოგაგნოს, აჩქარებული გუსლიცემა ყელთან მიკივის, ჩემს თავს გაფიცებ,ერთგულებამ არ გიღალატოს.
|
ყველაფრით დავიღალე,ვერსად გადავიმალე სათქმელი არ მაცალე, ისე გამომეცალე. ცხოვრება ავიშარე, მხრებში ვერ გავიშალე, მავნე ვერ მოვიშალე, პირი გამოვიშავე. დაკლაკნილი ქარები,სულზე შავი თვალებით გაქონილი გონება თავში გამეზმორება. ეკრანზეა ზოლები , თვალებზე მაზოლები. აღარ არის იმედი!(ამ დასკვნამდეც მივედი). ყველაფერი ყალბია ,იდიოტოკრატია. გაფილტრული კრეტინის ჭრელი დემოკრატია. დავიღალე ამდენი ნაცრისფერი ფერებით, დავიღალე სიცრუით, ტყუილის გადამღერებით. სიკვდილივით საშიში მდუმარება , სიჩუმე, მტკივა გულის არეში , როცა სათქმელს ვჩურჩულებ. აღარ მინდა, იცოდე დამათხარე თვალები აღარ მინდა ვუყურო მე ჩემს გარდაცვალებას.
მაჯლაჯუნა ნაციის ხდება დეგრადაცია, ქვეყანაში, რომელშიც კაცმაცუნაც კაცია!
|
ახლა საფეთქლებზე სკდება ტკივილი და გულის ცემის მაქვს მე არითმია. ამინდის მართვა ქარმა ჩაიბარა ჩანს,რომ შემოდგომა მეამიტია.
დღეს სიცივეა ჰაერის სტუმარი და იშლება ცაზე კვლავ თეთრი სუფრა. უამინდობის უაზრო პურმარილს ზეცა კვლავ წვეთებით ამოისუნთქავს
და ისევ წვიმა დახაზავს სინეტეს, ნისლს დააცურებს მთის ფერდობიდან. შექმნის ფანჯრებზე ვნებათა დინებებს, ფიქრით: "ილუზიით გაერთობიან"....
მუზაც მოიხსნის სიჩუმის ბორკილებს რადგან ისედაც ბევრი მითმინა. ვიცი პოეზია ხელს არ მომკიდებს, მე ხომ უნიჭობა მაქვს არითმიად.
|
« 1 2 ... 89 90 91 92 93 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|