მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მოვა დრო... ღამე მოგენატრები, ქუჩაში დღისით მოგელანდები, შენც მოგაწვება გულზე დარდები და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე.... მოვა საღამო და მოვა ღამე, შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს, იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს და მოიგონებ სანატრელ წამებს, სანატრელ წამებს შეამკობ დარდით, და ატირდება ეგ გულიც ნატვრით, ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი, რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.
|
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია.
|

მიყვვარხარ ძლიერ ძლიერ რაც გადის დრო და ხანი მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ფერი ეგ თეთრი შუბლის სერი თვალები გიშრისფერი ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს ორი პატარა თათი ო, იცი როგორ მიყვარს ოდნაც შეხებაც მათი ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით შენი გრძნობების სიღრმე სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი შენი ღიმილიც ფართო მე ცრემლიც მიყვარს შენი შენი კისკისი მართობს. მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ ძლიერ მთელი გრძნობით და ძალით მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის რაზეც კი ვფიქრობ ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად ფიქრში ჩემთან ხარ დღისით გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს დიდების ყველა მნათობს დიდებას დავთმობ შენთვის შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ შენს დარდს ვატარებ დარდად მე სხვა სურვილი არ მაქვს შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ რადგან შენ გსურდა იგი რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩ
...
Read More
|
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
|
ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა, ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო, ახლა რატომღაც გაფრენა მინდა, მეუბნებიან უფრთებო ხარო.
სხვისი ნათქვამი რაში მარგია, განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის, ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ, ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.
ოჰ!.. როგორ მინდა გაუკვდავება, ამის მიზეზად სიცოცხლეს ვსახავ (აუხდენელი ფიქრების გამო ამ ჩემ სურვილსაც ფურცლებში ვმარხავ).
ვებრძვი ოცნებას რეალურ ფიქრით, ვებრძვი კი არა ლამის შემძულდა, რას ვეოცნებო, მითხარით ერთი, ცხოვრებას?! (ჩემი თავის შემშურდა
|
ცრემლებით ივსება თეთრი ფურცლები, თითები თავისით წერენ ასოებს. მთვარიან ღამეს ჩუმად მოველი, მაგ შენ შავ თვალებს რომ მომაგონებს.
ცრემლებით ვწერ და თითქოს გეხები, ოცნებით ვძერწავ ლამაზ სტრიქონებს. იმედით ვცოცხლობ, ოცნებით ვტკბები. ჩუმად, სულ ჩუმად. მე შენ გიგონებ.
დიდი ხანია რაც ერთად არ ვართ, და შენს დაკარგვას ვერ შევეგუე. მხოლოდ ცრემლებს თუ ძალუძთ სიცოცხლე, და ამ ცრემლებში, მე შენ გიგონებ
|
დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით, დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.
მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს, ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან, გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
|
ვუყურებ წყალზე დაღვენთილ მთვარეს, გულიდან შიში უკვალოდ ქრება.. ხიდზე სიბნელის მანათობელი უკანასკნელი შუქურაც ქვრება..
სიჩუმე მთრგუნავს, ფიქრებწაშლილი ვებღაუჭები ხიდის ზღუდეებს, გამოთხოვების წუთები ღლიან თვალებში ჩამდგარ ცრემლის გუბეებს..
|
ხომ იცი, სანთლებად აგინთებ სიცოცხლეს, სანთლებად, რომლებიც სულ მუდამ იწვიან, ხომ იცი, ხატის წინ მუხლმოყრით ვილოცებ, ვილოცებ და უფალს დარდს ვეტყვი ფიქრიანს, რომ სანთლად ავანთე მე ჩემი ოცნება,
|

სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი, როგორც ნაჭუჭში კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი და კუ — ბაკანში... ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული, ვით პატიმარი ვიწრო საკანში. ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში, როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი. გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას ზღვასავით გადავცურავდი. ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი. კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი. წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი და ვიქნებოდი სრულიად არსად! ყველგან და არსად, ყველგან და არსად!.. მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი და სუნთქვა მეკვრის, აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე... ევა — ეს მე ვარ! მისატყუარი, სამოთხის ბაღში ვდგავარ შიშველი... არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე მისტერიებით ვეღარ გიშველი... მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი, ჟანგმა თოფი და მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად, ამაყი პრინცი — სანდო და კარგი, ახლა იმ ზღაპრის დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში, ურომლისოდაც არ იქნებოდა, ვერ ერქმეოდა ალბათ ზღაპარი...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|