მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
დღეები დნებიან, თოვლივით... ფიქრებად... გაყინულ აწმყოში, მამშვიდებს წარსული, მე მოვალ თოვლად და მე მოვალ ფიფქებად... ვერცხლისფერ სამოსში და უკვე, ზრდასრული... დღეები მიქრიან, უშენოდ...ვბერდები... დაღლილა ფიქრები ცბიერი წარსულით, უკან რომ დაგდევდი ქარივით, ვჩერდები... ვერცხლისფერ სამოსში და უკვე, ზრდასრული... დღეები მელიან, მომავლის... იმედით... ცრემლიან ღრუბლებში, ნავარდობს წარსული, რამდენი ვიარეთ და მაინც მივედით... ვერცხლისფერ სამოსში და უკვე, ზრდასრული დღეები მარხავენ, უშენოდ... იმედებს... გალუმპულ მიწაზე ეცემა წარსული, მე აწმყო გავთელე და ფიქრებს მივენდე... ვერცხლისფერ სამოსში, და უკვე... ზრდასრული... დღეები სავსეა, უმიზნო..ზრახვებით... გამომშრალ ტალღებში იხრჩობა წარსული, ვიხსენებ... შენ და მზე, წარსულში მახვევდით.... ვერცხლისფერ სამოსში და უკვე, ზრდასრული... დღეები დნებიან, თოვლივით... მაშინებს... უშენო აწმყო და დაღლილი წარსული, მე ხომ შენ მოგენდე, არ გახსოვს? მაშინვე... ვერცხლისფერ სამოსში და მაინც... ზრდასრული...
|
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ! -პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს, ო, ისე ლამაზად მეყვარები კიდევაც შეშურდება მთვარეს... არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ! არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ! -ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...
|
მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია, არ შემიყვარო, ქარო. მე მეშინია, არ მოიხიბლო ამ დამსხვრეული ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით... წადი, იქროლე, ძლიერ ბევრია, ვინც ჩემზე უკეთ გალობს, რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია, ო, აქ რა გინდა ქარო?! სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ, სახლიც დიდი აქვთ, ხაროც... ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია, შენ თუ დაჰბერავ, ქარო. მე კი უხედნელ, ველურ რაშებით ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ, სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო, ქარო... !
|
იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო და ბედისწერის გზებიც გაიყო.
|
"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია, ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი, ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი უფლის განგებით ჩვენი ბედია, და არც არასდროს და არც არასდროს მე უშენობა არ მინატრია, ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი მკრეხელობაა და ღალატია. მე არ ვიცვლებოდი საუკუნენი ისე მიქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით ვიცვლიდი სახელს, ზნისა სახეს, და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები, ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს გელოდი როგორც, ცოლი მორჩილი, ხან სასახლეში გიწვევდი, რაინდს რომ შემებორკე ტრფობის ბორკილით ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე, ხან ვიყავ შენი უარმყოფელი, და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი. და თუ ვცოდავდი ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო, ზოგჯერ კი შენთვის მანკიერება ჩემი ყოველი, შენს პირველ ცოდვას ერწყმის და ერთვის. მე დიდხანს ვდუმდი, მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე, იმ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული, რომ დღემდე ვერ განვიკურნე. მე მგონი დროა, რომ შეგახსენო საბედისწერო ის ერთი დილა, როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა. გახსოვს შეგვრის ხეს? მაგრამ რა მერე, მე არც სამოთხე მსურდა უშენოდ სულ სხვა რამ მტკივა ამდენი წე
...
Read More
|

საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს, მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი, და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ, და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი? სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ, არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი? და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ... აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი... ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც... ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი, ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო... და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის, და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა, მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის... ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ... მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა, და არაფერი არ იქნება ამაში უცხო, იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა, იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო, მოვკვდები მარტო, მოხიბლული ლამაზი დილით, გავქრები ისე, როგორც ღამე დააკვდა ფარდებს... და სიკვდილის წინ უეცარი ამიტანს ჟინი, და სიკვდილის წინ ვერ ავიტან წამებას ამდენს... და დავინახავ მე პოეტის უსუსურ სხეულს, და დავინახავ ჩემს ორეულს სიცოცხლის კართან, და როცა ცრემლი მომადგება
...
Read More
|
"მე ჩემს წიგნს "მახსოვს" დავაწერე. რადგან ყველაფერი მახსოვს. ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე და მოგონებები მახრჩობს.
ზოგი მოგონება ფრთხიალებს, ზოგი__დაჭრილივით ბღავის. ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს, ვიგონებ __უმწეო ყვავილს.
წლები გადის და ხმაურია__ ჩქარია ცხოვრება ჩვენი. სადა ხარ , სად ხარ , თამუნია, სად, რომელ ხეობას შვენი?!
ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია, ცხოვრების თონე და ალმური? ერთხელ დუმილი დაგერღვია, მახსოვრობის ხე დაგერხია, შენც, შენც დაგერხია თამუნი!
ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან, დასკუპდა შტოზე და გალობს. მე შენგან არაფერი არ მინდა, იხარე პაწია ქალო!
უხვად საქმეები გაიჩინე, გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით, წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ, მით უფრო__წყეული ხსოვნით.
მე კი...მიტკალივით თეთრია ჩემი ღამეების ჯარი, მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...
ასი მოგონება ფრთხიალებს, ასი __დაჭრილივით ბღავის, ასიც__ყვავილივით იალებს და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის."
|
ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ? ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ. ქარში გაზრდილი, უგუნურთა მოჭრილი მერე? ხმით საამურით მპყრობი გულთა ვუმღერი ველებს... ატირებული მფლობელი ვარ შენი გულისაც, იალაღებით მობერილ ვარ სიყვარულისად, - მხოლოდ შენს გულში მიპოვნია ვანი სულისად... მაგრამ... დახედეთ განჩინებას ამა სოფლისას: მეტყვი, სცდებიო, პატარა ქალო! შთამბერე ქარო, - ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!
|
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს, მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს....
მე იმდენად შევეჩვიე სევდას, ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს, ის სინათლე ვიცი გამაწამებს...
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს...
|
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ, იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს! პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა, რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს? ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში, ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით... ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო, დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით. ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა, არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა, ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ, როცა შველა არსაიდან არ სჩანდა. ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე: იმედები, უმართლობის მხილება... რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ, დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება. და რაც დამრჩა, მას ვერავინ წამართმევს, უიმედოს, ბედისაგან განამეტს და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით, რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს? იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ, რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს? პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა, რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?..
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
 |
|