♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

გაფრენილ დღეებს დაედევნება მზე მონატრების,
გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევი
სადა ხარ ახლა,ოცნებაო ფრთაშეუსხმელო
ვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით,
ვილოკავ ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე,
არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის დაბნელებას
გადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუები
ჩემი სულის და ჩემი ხორცის გარდაცვალებას...
მინდა ვიმღერო მე გედივით ბოლო სიმღერა,
მაგრამ რა ვუყო თუ ამაშიც არ გამიმართლა,
ვერ ვიბულბულე,ვიარწივე და ვიჩიორე
დაცხრილულ გულში ხმა ჩამიხშო სევდის ზარებმა.
მინდა ვილოცო,თუმცა დავგმე ერთხელ ღმერთებიც
ეულად თვალს,რომ მისწორებდნენ ჩუმი ხატები
მე.......შერისხული...განკვეთილი თქვენგან მივდივარ
და მიზეზია,ჩემი კვდომის თქვენი თვალები.
ცივი თვალები, უაზრო და არაფრისმთქმელი
ვითომ ნუგეშში არეული საყვედურები
მე თქვენ მომკალით და ყველას გთხოვთ როცა გავქრები...
ყველამ ერთბაშად არ აივსოთ ცრემლით თვალები!!!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად დაიგვიანებ!!!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,
ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს,
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად მე ვერ გაგითბობ...
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა,
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა,
შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი...
გაგიჭირდება სიამაყეს მაინც შელახავ,
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ,
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად იქ არ ვიქნებ...
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ,
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი,
ახლა რაღა დროს? უკაცრავად... მე შენ მიყვარდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1349 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ თუ არ მოხვალ - არასოდეს არ გათენდება,
ცაზე ვარსკვლავი არასოდეს არ აინთება,
შენ თუ არ მოხვალ - მონატრებით დრო გაჩერდება,
ცხოვრება უკვე ადგილიდან არ დაიძვრება;
შენ თუ არ მოხვალ - დავასრულებ ცრემლით სიცოცხლეს,
თუკი ვერასდროს შეგეხები - რაა ცხოვრება?
შენით ვცოცხლობდი, შენით ვცოცხლობ, მინდა იცოდე!
შენ კი სახელი, ალბათ, ჩემი არც გაგონდება.
შენ თუ არ მოხვალ - ამ სიყვარულს ტკივილი მოკლავს,
ფიქრებს დაღუპავს სინანული, შენ კი არ მოხვალ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოდ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს,
თუ სიყვარულში სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ, იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუკი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1007 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გალობა ანგელოზთა–

სხვა მხრივ სიჩუმე,

ჩამქრალი სინათლე–

მხოლოდ სანთლები

არავინ სულიერი–

კედლებზე ფრესკები,

არც ერთი მომლოცველი–

და მაინც ლოცვები,

ღმერთისგან შენდობილი

ამ ქვეყნის ცოდვები,

ტაძრის შუაგულში

ცოლ–ქმრად შეუღლება,

გული მიყვარხარო

სხვა გულს ეუბნება.

ცრემლი დაცემულა

პატარძლის კაბაზე

ცრემლებს უელვია

ნეფის ამაყ თვალზე,

ცრემლებს უცვივნია

მაყართა თოლებიდან

სიკეთის ცრემლები

მოდის დღეს გულიდან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენი სიცოცოცხლე, შენი ნაბიჯი

მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.
მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა!
შენით თენდება შენით ღამდება,
შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,
რაც მეწყინება - ისიც შენახარ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია,

ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია,

როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ,

რომ უშენობით გული დაილია,

შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ

თეთრად უსასრულო ღამე გაილია,

გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები,

შენი სიყვარული სულში ამინთია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მგონი მთავრდება ცხოვრება ჩემი
სამოტხის გზისკენ მიცურავს გემი
მოგონებები ტივტივებს ძველი
ამქვეყნად ცხოვრება აღმოჩნდა ძნელი

მე განვლე გზები ცუდი და კარგი
იმ ერთმა გულის დახურა კარი
ნელნელა ვხდები უეკლო ვარდი
თუმცა აქამდე ეკლიანს ვგავდი

ვცდილობდი გულში ჩამეკლა გრძნობა
თუმცა დავმარცხდი წავაგე ბრძოლა
შიში უკან მსდევს გავხდი მე ლანდი
ვისაც ველოდი მას რატომ ჰგავდი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რამდენი დღე გაილია ფიქრით რომ შენ მოხვალ 
გრძნობა ისევ აირია უნამუსო ხომ ხარ
როგორ გენდე და გაგანდე გითხარი რომ გყვარობ
შენ დძმაკაცთან მისულხარ ტრაბახობ და ამბობ

გითქვამს თურმე ცალმხრივია ეს ლამაზი გრძნობა
პირი რატომ გაგიღია სისულელეს ბოდავ
დაგავიწყდა რომ მიტხარი ცხოვრება ხარ ჩემი
შენს ძმაკაცთან გითქვამს თურმე არც კი გენატრები

მე ვერ ვხვდები ასე ძლიერ შენ რატომ დაეცი
მიდი ახლა ყველას თვალწინ პასუხი გამეცი
მიპასუხე რათ გამწირე რატომ დამაცირე
ეს კითხვები არ მასვენებს და ვერც მოვიცილე

ვერ მპასუხობ ჩემო კარგო რატომ ნეტა ხვდები
მგონი ისევ ეტრფი გრძნობას ისევ ემონები
შენი ხელით დაანგრიე გრძნობით სავსე კონა
სიყვარული უკვდავია შენ ხომ ასე გეგონა

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 170 171 172 173 174 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-07-07, 4:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025