მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

თვალის გუგაზე ჩამოგწოლია ცრემლების ღვარი რამდენ ტანჯვას უწამიხარ ჩემო დედაო, აიწმინდება შენი ცრემლი ბაგესთან ახლოს და ჩუმი ცრემლით ატირდება ჩემი თვალები.
აიხვეტება შენი დარდები უფლის კიბესთან აიტუზები მიტოვებულ უცხო ხატებად, ამოდუღდება შენი გრძნობა შვილების მიმართ და სუნთქვით გეტყვი თუ რა გრძნობამაქვს დედა შენს მიმართ.
ზეცას შესცქერის სიხარულით ჩემი თვალები, ამოტვირფულა შენსა დღესა ჩემი ლექსები ამოფუღრული აღარ გექნება გულით ჰანგები ამოივსება ჩემი ლექსით შენი დარდები.
დაე გილოცავ სამ მარტს ჩემო დედაო, შენი შვილისთვის ნუგეშიც კი არ მოგიკვლია, ასე ძნელია შენი წუთიერად განვლილი წამი და შენი თავი შენი შვილისთვის ყველაფერია.
* * * * * *
ჩემო დედაო შენს სახეს ხატად ვხედაო, შენს თვალებში წყურვილს ვუყურებ წყურვილს შვილებისადმი, ჩემო დედაო დიდხანს დიდხანს იცოცხლე რომ შენი უმანკო მზერით დავატკბო სამყარო, შვილების გაზრდისთვის ჯილდოთ გეკუთვნის ოქროს გვირგვინი,ლამაზ რითმებად შექსპირი შეგამკობს, ნიკალა დაგხატავს ათას ფერებად დედაო ქალღმერთო. შენს მზესა ვილოცებ სანამ ვიცოცხლებ, შენთვის მოვკვდები ისე ვიცოცხლებ ამ პატარა შთაგონებულ გულს ძლიერ უყვარხარ ჩემო სიცოცხლე !
* * * * * *
ჩემო უწყინარო,ჩემო მხიარულო სათნო დედაო, გათავხედებულა
...
Read More
|
დიან დღეები, ღამეებიც ესრეთვე მწყობრად - მწუხრის ზეწარი ყოველივეს გადაჰფენია... „ყოფნა - არყოფნა?!" - ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!" მაგრამ ეგ „ყოფნაც", მე თუ მკითხავ, - არაფერია!
ვგდებულვარ როსმე თვალშეუდგამ ღამეში ობლად, თავს ლეგიონი სიკვდილების გადამფრენია... „ყოფნა - არყოფნა?!" - ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!" მაგრამ ეგ „ყოფნაც", ღმერთი-რჯული, - არაფერია!
სიკვდილი - წუთში! ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად - სხვა ნაპირისკენ გზა ვარდისფრად დანაფერია... „ყოფნა - არყოფნა?!" - ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!" მაგრამ ეგ „ყოფნაც", ოჰ, ეგ „ყოფნაც" არაფერია!
|
ბარდნის, ბარდნის, ისევ ბარდნის.. ცა დაიმსხვრა და ფიფქებად დამესია. ყური უგდე: ხმა ფიფქების ჩამოვარდნის უცნაური რამ ლექსია! შენ თოვლი ხარ, შენ ხარ ჩემთვის – დავიწყება, შენთან მინდა დავივიწყო ყოველივე. ხედავ, თეთრად გადიბარდნა იმ სახლების შავი წყება, სადაც სიზმარს მოველი მე.. უშენობას ვერ ავიტან რადგან ყველა, ვინც მახსოვდა, შენს ტალღებში ჩაიძირა. შენმა მოსვლამ სული თეთრად დამიბნელა, დამიბნელა და იცი რა? ისევ ბარდნის, ბარდნის, ბარდნის, თითქოს ფიქრი თეთრ ფიფქებად დამესია.. ყური უგდე: ხმა ფიფქების ჩამოვარდნის უცნაური რამ ლექსია!
|
თვალებით ავტირდი , გულით კი ვინანე .... როდესაც ყველაზე ძალიან გინატრე, ძალიან ბევრი დღეს ისევ ვინანე... მაგრამ რატომღაც მაინც შენ გინატრე დაგშორდი დაგტოვე და ისევ მიგაგდე....
და შენ შეცდომები მაინც არ ინანე... პირიქით გეწყინა და შენთვის იარე.. ჩემამდე გზებიც ბევრი გაიარე...
მაოცებს შენი უაზრო ქცევებიი.. და მონატრებას შენზე ვერ ველევი და მახსენდება ლამაზი დღეები გასული წამები,წლები და თვეები
თვალებით ავტირდი გულით კი ვინანე როდესაც ყველაზე ძალიან გინატრე ძალიან ბევრი დღეს ისევ ვინანე.. მაგრამ რატომღაც ისევ შენ გინატრე
|
ცამდე ატოტილი, ვნებით გაპოხილი, შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია. შენი სილამაზე, წვივიდან წარბამდის, ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია. ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი, შენი მკლავების და მკერდის ხანძარია. შენი გაღიმება, წითელ ტუჩთა ბზარი, ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია. ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი, შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია. გვერდი ჩამიარე, ლექსი მოგიძღვენი, გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია..
|
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს... ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევშლიდი თვით ამ ღამეს... ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი.... მხიარულებით ქალაქს, შენი შემხედვარე, შენი ხმის გამგონე ჭკუას დავკარგავდი ალბათ... ეხლა რომ მოხვიდე, ეხლა რომ დარეკო, ეხლა რომ შემეხო წამით ალბათ ჩავიდენდი ყველა სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით. ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე ავაწიოკებდი ღამეს...
|
ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი, ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული, ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო, სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.
ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი? ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა, მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს, რადგან სევდა სიყვარულის თანამგზავრია...
|
თვალზედ მომადგება ორი ცრემლი, ორად ორი ცრემლი შენი მონატრების, როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო, მაგრამ მაინც ჩნდება ცრემლი მონატრების. სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ, გულზე მომეშვება ცოტა დავმშვიდდები, მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება, ორადორი ცრემლი შენი მონატრების...
|
როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და იმედიც თითქმის დაილია, გაიხსენე რომ მზე გათბობს... მის მაგივრად ნიავი გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს: მიყვარხარ! ყვავილები მის მაგივრად გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ სიყვარული ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე... დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე" ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება, ეს ხომ სიყვარულის განუყრელი ნაწილია?! ...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს... ...იცოდე, გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და თუ გენდობა, აუცილებლად უყვარხარ...
|
მე მოვალ შენთან ... გაზაფხულის წვიმას მოვყვები, მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას, შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი ... გათანგული ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან. დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|