♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

სული კანკალებს,როგორც ფოთლის ტანჯული სუნთქვა,
შემოდგომაა და მივდივარ ბაღისკენ მარტო,
სუროს ატოკებს ბნელფრთიანი საღმოს ბრძოლა
გარდაცვლილ ფოთლებს აკაცია სიცილით დარდობს,
და ხმაურობენ ქარაშოტში ნაზი ფოთლები,
ფარული მოთქმით ჩემს ოცნებებს მიაცილებენ,
და ჩემს სიყვარულს,შემოდგომის წვიმაში შობილს,
მკვდარი ფოთლები სასოებით დაიტირებენ.
მესმის მუსიკა,საუცხოო,ანკარა,ნაზი,
ფოთოლთ ტალღები ჩემს გადაღლილ გრძნობებს ებრძვიან,
ლოცვა მკიდია გულზე,როგორც კეთროვანს ზარი,
და შენს ფანჯრებთან ხეტიალი ჩემი ბედია....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1814 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა,
მე გავეხვევი მოგონების წარსულ ბურანში,
და ვიგრძნობ გვერდით სიჭაბუკემ რომ ჩამიარა,
უხმოდ,უთქმელად,ჩემთვის ჩუმად ავქვითინდები,
გულს ძველებურად კვლავ დასერავს დარდი და სევდა,
მაშინ შენ ვიცი სხვა შვილების იქნები მამა,
მე კი არასდროს არ ვიქნები შვილების დედა,
იქნებ უცნობმა ჩემზე გკითხოს ეგ ვინ არისო,
შენ კი გულგრილად უპასუხებ_ეგ შინაბერაა..
მაგრამ იმ უცნობს გევედრები ისიც უთხარი,
შენზე ფიქრმა,შენზე დარდმა რომ დამაბერა.
გაივლის დრო და,შენც დაგათოვს ვაჟკაცურ მხრებზე,
წლების სიმძიმით ვეღარ დაკრეფ მთის თაიგულებს,
და დანანებით რამდენჯერმე მეც მომიგონებ,
მაგრამ გაზაფხულს,იმ მზიან დღეებს ვერ დაიბრუნებ!!!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დიდი ხნის შემდეგ კვლავ გნახე,
ვაჟკაცი გამხდარიყავი ბავშვი,
ლანდივით გაცოცხლდა წარსული,
რა ძლიერ მიყვარდი მაშინ.
ეხლა კი ისე შეგხედე,
ვით უცხო გამვლელს გზაში...
და მაინც,რა დრო გასულა,
ჭაღარა შეგპარვია თმაში.
ღიმილით მოსვლაც კი დააპირე,
სათქმელად რაც ვერ თქვი მაშინ,
გია შვილო!- შევძახე პატარას,
პეპელას დასდევდა ბავშვი.
გაშეშდი,მიხვდი რომ გვიან იყო,
ღიმილი გაგიქრა თვალში
გეგონა მუდამ მიყვარდი,
არასდროს გაგცვლიდი სხვაში,
გია!!-კვლავ ვუხმობდი პატარას,
ღიმილით დარბოდა ბავშვი,
გია..ჩაიჩურჩულე და
ღრმა ბზარი გაგიჩნდა ხმაში.
და მიხვდი, ოცნება ყოველი,
ამ წუთმა ჩაყარა წყალში,
სიყვარულს ბავშვივით უცქერდი,
და მიხვდი,არ იყავ ბავშვი.
და მიხვდი,პირველმა სიყვარულმა
სახელით დაგინდო ბოლოს,
გარბოდა პატარა ბავშვი და....
შენს ცრემლებს არ ჰქონდა ბოლო......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შემიძლია შენ გიცქირო აუღელვებლად
შევეხო შენს ხელს,თითქოს ხელი არც შემიხია,
ანდა გულგრილად მოგესალმო როგორც შორეულს,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
მე შემიძლია რომ გავუძლო მაგ თვალთა ცქერას,
გაგესაუბრო ყველაფერზე რაც მიფიქრია,
ან მოგიგონო სიძულვილით,გულისტკივილით,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
არ შემიძლია დავივიწყო მე ის ბილიკი,
ბილიკი რომლის წყალობითაც შენსკენ მივლია,
მე შემიძლია არ მიყვარდე ჩემო ძვირფასო,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1120 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებით გაგიცანი,
თვალებით მიგეჩვიე
თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად.
თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე
და მისით შემიყვარდი უმალ.
გავიდა დილა და გავიდა საღამო.
გავიდა დღე-ღამე გრძელი.
მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ.
და შენს დაბრუნებას ველი,
თვალებს ენატრები,
თვალებს ეყვარები,
ასევე იქნება მუდამ,
თვალებით გამაკვირვე,
თვალებით გამაოცე,
თვალებით ვიცრემლები ჩუმად..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით,
რამეს რომ გაძლევენ--კარგია!
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი,
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,
რომ გეფერებიან კარგია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1187 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1382 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 173 174 175 176 177 ... 254 255 »
შაბათი, 2025-07-05, 2:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025