♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით ტიროდა,
ტარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მიტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკრიეს...

ახლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ, მე თუ მივსტირი
რძიან ბალახს და თბილისის დილას.
მე მეხარბება, მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1561 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

ტერენტი გრანელი





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1593 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შროცა გული გტკივა ვიცი ძნელია..
მწამს ეს მონეტრება მაინც ჩემია...
გასული დღეები ერთად ყოფნის ისევ ჩვენია
და სადგაც ისევ ისეე მიანც გველიან....

ეინ ისევ მოხვალ.. უსასრულოდ დამითვლი წამებს....
შემომატარებ... უსაზღვრო სივრცეს.. გამიღბ კარებს
თავზე მომახვევ შენ უაზრო და აზრიან აზრებს...
ისევ გამიღებ სიყვარულის ფართოდ შენ კარებს

მარა გაივლის დრო და მიანც ქრება ყოველი
მე შეთან ყოფნას და შენ სითბოს აღარ მოველი
ბევრი ვიარე და შენამდე ვეღარ მოვედი


როცა გული გტკივა ვიცი ძნელია
მწამს ეს მონატრება მაინც ჩემია
გასული დღეები ერტად ყოფნის მაინც ჩემია
და სადგღაჩ ისეჳ ისე მიანც გველიაN..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემს შემოდგომას ვუცვალე ფერი
ლიმონისფერი ფოთლების მიღმა...
ჩამოვიშორე სახიდან ცრემლი
და ავიკარი ღიმილი ნიღბად!
გადავაკეთე ბილიკი გზად და
ფეხით გავთელე სუროს ხალიჩა...
ჩემი სამყარო ნაწერი დარდად
შენმა თვალებმა წამში დახლიჩა.
აალიონდა სული ღამეში
შემჭკნარი გული ვეღარ ჩამიჩობს...
ნება მომეცი წყლიან თვალებში
ჩემმა ღიმილმა თავი დაიხრჩოს!
ეხლა რაღა დროს, უნდა გავუძლო
ეხლა უკან სვლით ვეღარ გავივლი,
ჩემი ალერსით უნდა დაგხუნძლო
გაგხადო ჩემი კოცნით დაღლილი.
ჩემს შემოდგომას ვუცვალე ფერი
ლიმონისფერი ფოთლების მსგავსად...
შენთან მოსვლამდე ვიარე ბევრი
და აღარ მინდა აღარსად წასვლა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1337 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეხლა წვიმებია, შენ მთხოვ დაგივიწყო
ქარმა შემოდგომის ,სახლიც დამირბია
ისევ ნოემბერი
გარეთ გავიხედავ
ჩვენთან უსასრულოდ წვიმის ამინდია.

მე კი შემიძლია გული გისახსოვრო
შენმა მონატრებამ დღესაც გადამირია
ჩუმად მეუბნები "უნდა მიგატოვო"
გზები გაიყარა უკვე რახანია,

მთელი პოეზია ფეხქვეშ გაგიფინე
პროზა აღარ მინდა სუსტი მოტივია
თუმცა მარტი უკვე ითვლის სენტენციებს
და მეც გაფრენები აღარ მომივლიან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
"მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება - "არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
"არ მიყვარს...” "მიყვარს...” - ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1308 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია
ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია
კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის
თვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს

შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა
იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა
მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია
და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია

სანთელს შეხედე ისც კი ტირის
რომ იღვენტება ან რატომ რისთვის
ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ

ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან
შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად
მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიტყვები არ მყოფნი,
ფერები არ მყოფნის,
ჰანგები არ მყოფნის,
არ ყოფნაც არ მყოფნის.
არ მყოფნის დილემა
ყოფნის და არ ყოფნის,
სიციცხლე არ მყოფნის,
სიკვდილიც არ მყოფნის.
არ მყოფნის ოცნება,
სამყარო არ მყოფნის,
მე ჩემს თავს არ ვყოფნი.
ჩემს ტავს მე არ ყოფნის.
არ ყოფნის, არ ყოფნის, არ ყოფნის, არ ყოფნის...
მე მგონი გავგიჟდი,
გონება არ მყოფნის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1269 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბარათაშვილი სიყვარულმა შეიწირაო,მსმენია ხოლმე
ბაირონიც ხომ ლექსებს წერდა დიდ სიყვარულზე,
ბონაპარტესაც ჰყვარებია ოდესღაც ვინმე,
და მასზე ფიქრში ამარცხებდა სატურნის ლომებს.
ალბათ შექსპირიც იწვებოდა,უყვარდა ვინმე,
მან აწერინა ის რომეო და ჯულიეტა,
ო, როგორ მინდა,გადავუსწრო მე ამ გიგანტებს
და შენ მოგიძღვნა ეს ლექსი და ჩემი გული.
თითქოს ძლიერი,ვით ანტეოსი,ძალასა ვიკრებ,
თვალებთან მაინც მეპარება ამურის რული,
ო,როგორ მინდა გადავუსწრო მე ამ გიგანტებს
და შენ მოგიძღვნა ეს ლექსები და ჩემი გული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1224 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 174 175 176 177 178 ... 254 255 »
შაბათი, 2025-07-05, 5:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025