მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას? მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას? მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს? მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს? მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა? მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა? მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს? მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს? მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე? მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე? მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე! მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს! მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე, მერე რაა,რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე. მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ, მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე..
|
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია, გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია, ეს ნაწერები, ფიქრებისგან ჩამოწრეტილი, ბოლოვდებიან მეტის მთქმელი მრავალწერტილით. გთხოვთ, დამიჯეროთ, პოეტობა მე არ მიცდია, ეს ნათქვამი ხომ მართალი და მტკიცე ფიცია, გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია, ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია... ცრემლებს არ ვხარჯავ ტკივილების გამოსახატად, წერამ ისედაც, საიდუმლოს ფარდა ახადა, თუმცა რითმებით სითბოც ბევრი გამიმეტია; ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია..
|
წაგვივიდა თებერვალი,მოგვივიდა მარტი მომენატრა მარტის სიო, განუწყვეტლივ ქარი, პირველია და მიყვება,თავის გიჟურ ზღაპრებს, გონია რომ დავუჯერებ ამ აფერისტ ღამეს.
ღამის ორი საათია და ვიგრძენი კვნესა გიჟი მარტი შემციცინებს მოგენატრე ნეტავ? არც მაძინებს,არც მასვენებს ამიტეხა რია რია, წამდაუწუმ აბორგდება, გაგვაგიჟა ყველა.
აღარ მინდა აღარც მარტი,აღარც მონატრება უკვე ვგრძნობ რომ შემაწუხა ამ უაზრო სენმა, ლამისაა შევიშალო,ვერ მაძინებს კვნესა, ორი რიცხვი როდის მოვა,გათენდება ნეტავ?
ჩემს ფიქრებში დამალულა ეს სასტიკი ვნება, წამდაუწუმ თავს დამტირის მგლოვიარე სევდა, ნეტავ როდის მომცილდება, ეს სასტიკი მარტი, როდის მოვა აპრილის თვე,დავწყნარდები მაშინ.
|

შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი, და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
- ადამიანო! სასუფეველში ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად მე შენი სულის წვეთებრ მორევში იმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი ოფლით დასველდა ცოდვილი სახე ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი. მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?.. დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი ხელის დაქნევა და შ
...
Read More
|
მე.. მე რა თქმა უნდა ისევ მარტო ვარ... ტაძრებს ქარი გუმბათებს აძრობს ძილი.. ძილი ძალას მე საგრძნობს მაძლევს და მანძილს ხანგრძლივს ვიდრე დავძლევდე მაცნობს. ტაძრებს. ქარი გუმბათებს აძრობს. შენ... შენ რა თქმა უნდა ისევ არ გესმის არა, ხმა და ტკივილი ჩემი ჩუმი... არ გრძნობ!
|

დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველად ჩატეხე ჩვენი საერთოდ ხიდი, მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებით და შენის ცრემლით გამოვისყიდი. ცდებოდი, როცა მოღალატედ და ცხოვრების ამრევ არსებად მთვლიდი, მაგრამ ყველაფერს შუაღამისას იდუმალ ლოცვით გამოისყიდი. სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობად და ჩვეულებრივ სისუსტით ვხსნიდი, მაგრამ ამასაც ჩუმი ნაღველით, დამწველ ნაღველით გამოვისყიდი. წაიღე..გქონდეს იმ ცოდვის ნაცვლად, რაც ძალუძს მოგცეს იმ არავნებას, მე დავიტოვებ მხოლოდ იმ წარსულს, დროების ნაცვლად - შურისძიებას.
|
მე ალბათ დიდხანს ვიქნები ბავშვი... ანგელოზების და ღმერთის ჯიში, და ჰონოლულუ, ტაიტი, ბაში, ითრთოლებს ჩემი ხომალდის შიშით.
მე ადრეც დიდხანს ვიყავი ბავშვი... ჯარი და ტახტი, ხმალი და სკიპტრა, რაინდის ზუჩით, მათხოვრის ჩაჩით, რამდენი იყო, რამდენჯერ გითხრა...
მე ალბათ მუდამ ვიქნები ბავშვი... რომ მზით და წვიმით გალუმპულ ბავშვებს, ჩავუჯდე ფიქრით დატვირთულ ნავში, რასაც მათ გარდა ვერავინ ამჩნევს.
მე ვიცი მუდამ ვიქნები ბავშვი... შევწვდები ზეცის მეწამულ კარბას, ვიფრენ ოცნებით მოქარგულ ცაში, და უკვდავებაც ეს არის ალბათ...
|

შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთA ცრუ რწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი; ფერებს იცვლიან ცისარტყელები და ცა მეტია, ფერებზე მეტი, მზიან ლოლოებს მოვეფერებით, ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი, ზამთრის დარიან ამინდს ტირიან. სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს, ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს, კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა - მეტს. მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო, იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე, დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ, დღეს მომენატრე. მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია. ფეხი მე არა, ქუჩას ერევა, შენთან მოვდივარ, დღEს ცამეტია, მარტის ცამეტი და მემღერება. აპრილში ისევ დაიწყო თოვა ღრუბლებმა არა, გათოვდა ვაშლი; ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა და იასამნის ლოგინსაც გავშლი... ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს, ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი. აგვისტოს ზღვა მეტს გვპირდება ალერსს, საღამოს მზე მყავს - ორსული ნავში. სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით. თარს დღეს შევრიგდით რატომღაც - ცამეტს. კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით, მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს; ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით. დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს! და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს. შენ მიხვდები, რომ დღEს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთA ცრუ რწმენა, რომ თა
...
Read More
|
ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა, ან ნახევარი რაა დიდება... სრული სიცრუე უფრო გაშინებთ თუ ნახევარი ჭეშმარიტება?
ვინ სთქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის, ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი, აუსტირლიცი და ნახევარი? ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?
ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა და გამუდმებით სიკვდილის ქიშით მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა და არა თხემით ტერფამდე გიჟი.
სულ ასე იყო კაცთა სიყრუე, ერთმანეთს ბევრი გავდა ეპოქა ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ ვიდრე ნახევარ ტახტს და მეფობას.
სულ სწორი იყო შენი გზა ამინ! ეშმაკისაგან გაუჭლიკავი და თუ იქნები ნახევრად რამე, მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი!
|
 გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.
ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.
თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.
სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო, დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, - მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ, მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|