♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ჩემი სახლია კუბო წყეული.
ვიცი ვიქნები მარად ეული.
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში.
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში.
ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული.
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული.
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა.
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა.
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით.
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში.
სულთა გოდება.ცრემლი დაღვრილი.
ღამის ზმანება არის ნამდვილი.
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი....
მოგესალმებით:მე ვარ ვამპირი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1296 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


1. ფრთხილად იყავი-ქალს ნუ აატირებ , იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი
წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან. არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას. არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი. ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან, რომ იყოს საყვარელი..

2. ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1) თუ შენს თვალებზე
ცრემლი გაბრწყინდა,
და გული შენი მწარედ
მწარედ ატირდა,
თუ მეგობარი
გვერდით დაგჭირდა
მენდე ჩემს მეტი
არავინ გინდა!!!

2) უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის

3) "ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ,
ეკალმა ხელი
რომ არ გატკინოს,
ისე ვერავის
ვერ შეიყვარებ,
თვალიდან ცრემლი
რომ არ გადინოს!"

4) მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები.

5) მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ



7) გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები

8) ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,
რავქნა, შემოდგომა ბორგავს ხასიათში,
ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული,
ქარი ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი...

მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები,
ხეებს განწყობებად სცვივათ ფოთლები და
ვფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები,
მხოლოდ პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდან

ისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით,
მერე ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად,
სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი,
ვიტყვი, ბედისწერა არის მეთქი ქლესა.

თავსაც დავაჯერებ, ჩემში ამინდები,
შენთვის ამინდობენ, მთვარედალეული
სანამ ამ გრძნობებზე დიდი გავიზრდები,
უფრო ასეთი ვარ, თავგზაარეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია ღრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
იცი რად არის გაბრაზებული?
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე
საკუთარ გულში ჩაუმარხია
და ახლა როცა ბნელდება ზღვაზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
საკუთარ სატრფოს იგონებს თურმე
და ეს ღრიალი დარდია ზღვისა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1420 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენ მიყვარხარ!ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაa,ვიყო ცოდვილი.
მე შენ მიყვარხარ! დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
მე შენ იყვარხარ!თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
მე შენ მიყვარხარ!და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1444 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე
ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას,
ღმერთო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი
მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.

ღმერთო მაპატიე ბევრმა მიღალატა
და მეც ვუღალატე სანაცვლოდ
ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე
მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!

ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომების
ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ...
და გთხოვ მაპატიე ,რომ ასე ამაყად
შენგან პატიებას მოველი...

ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე,
სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ...
ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი
ამიტომაც მჯერა - შემინდობ!

ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი...
არასდროს ვუსმენდი გულს!
რომ მთელი ცხოვრება სიძლიერე მსურდა
დღეს კი პატიება მსურს...

ღმერტო მაპატიე ვისაც კი ვუყვარდი,
მე ვერ დავუფასე მათ,
და მაპატიე რომ დღეს ეს ჩემი თხოვნა
ბოლო აღსარებას გავს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1524 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...
დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს
გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს...
გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის,
გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს...
ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,
ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...

ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...
ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...
თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1294 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1244 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 176 177 178 179 180 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-07-03, 9:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025