მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
თავი მომანატრეს ღამის სონეტებმა, ძველი სატკივარი გამანდეს, ისე მომენატრა შენი მოფერება, როგორც არასოდეს აქამდე.
წარსულს უმღეროდა შავი როიალი, თითქოს მეძახოდა შორიდან, პირჯვარს ისახავდა ღამე თოვლიანი, გარეთ ხეტიალი მომინდა.
|
წახვალ ლოდინი გამაწვალებს მოხვალ სიხარულს დაგიფენ შენ მე სიყვარულში ისე გამათავებ ვერაფერს გაგიგებ <<<>>>>
|
ერთიათვის ერთი არსებობს მხოლოდ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი არაერთს ისე მოეღო ბოლო თვალი ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ სად არის იგი ეს ღმერთმა იცის იმ ერთის პოვნის იმ ერთის ხილვის ათასში ერთი გამხდარა ღირსი...
|
მათ საფლავებთან მჯდომარეს მათი ჩურჩული გვესმის ჩურჩული მკვდრისა მოსაწყენია ამას მგოსანი ასახავს ლექსით თუ რას ხედავენ დამარხულები თუ რას ფიქრობენ გზად გასულები ნეტავ სად დაჰქრის მათი გონება ნეტავ სად დაჰქრის მათი სულები მათ თვალებიდან გადმოდის ელვა მათი თვალები მეტყველებს მდორედ მათი ოცხნება ნეტავ ასრულდეს ამქვეყანაზე გაჩდნენ მეორედ..
|
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო, ყელი და თხელი თეძო.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..
|
ხედავ, მიწას როგორ დავენარცხე, ვნებას აყოლილი ქარტეხილი, წადი, წადი,უხმოდ გამეცალე, სული დამიამე ჩატეხილი. ნამი სალბუნივით დააფინე, დაჭრილ ბალახებზე მოვერცხლილი,
|
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ? -როგორ ,არ ვიცი? -სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი, ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს. -რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე, შენი თამაშის მე აღარ მჯერა. -ნახე, მთვარეა როგორი სავსე გეთამაშები გინდა ბალიბოლს? -ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი! -ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს! -გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი. -მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას, გინდა თამაში დამტვრეულ გემში? -რომ დაგვინახონ? -ო,არა უშავს. -ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ. ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა? -გინდა გამთბარი ჰერი ყურში? -ჩურჩულობანას თამაში გინდა?
|
მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა, და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს, ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად, მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს. აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი, მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას, მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი, სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას. ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში, თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო, რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში, იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს. მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე, ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია, მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ, მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია. მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ, მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
|
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
"მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება - "არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი, თბილისის კართან შენ თუ შემხვდები, "არ მიყვარს...” "მიყვარს...” - ფოთლებს მივძახი, მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...
|
რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს... ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს, ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?.. გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც, თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს. რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა... რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?.. მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს, უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა... ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ, მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ... მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება, დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ– რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა... ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს.. . ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
 |
|