მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა, ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები... მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად... ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!
ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს... ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...
ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები, უჩემობას არასოდეს მაპატიებ... მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები, ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!
ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები – მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა, ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებით შენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას...
თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებს ისევ შენი ელანდებათ ოფოფები... მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს – სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები!
ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზი როგორც მაშინ, ეგ თმები რომ მაფეთებდა... წაიკითხე მაწანწალის მუხამბაზი, მაპატიე ცხელი სისხლის გათეთრება...
|
ქალს ნუ მიენდობი, ქალი ქარია, ქალი მარტია,
|
დროდადრო ყველაფერს ეცვლება ფერები, ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს, მერე კი გგონია უდროოდ ბერდები, სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს. დროდადრო ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ, ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს, გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან
|
სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს, სიგიჟემ სულ ყველა ნერვი ჩაითრია, ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია!
თქვენთვის უცნაური, ჩემთვის საყვარელი, დღეს ჩემი სამყაროს კედლებს ვაფერადებ, ხელებს ამოვავლებ ფერად აკვარელში, წამის მეასედებს ვითვლი გაფრენამდე...
ჩემ კუთვნილ სამყაროს ვერვინ მოწვდება
...
Read More
|
ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნათ როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა... გაქვავებული ბიჭები იდგნენ და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი, ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ!.. და როდის - როდის ერთმა მათგანმა, იმ გაქვავებულ ყმაწვილებს შორის,
|
რატომღაც მიყვარს ეს სიტყვა "არა"
და თვით არ ვიცი, რამ შემაყვარა.. სპექტაკლის შემდეგ, როს ნათელ ქუჩებს მივყვები წყნარად, ვაჟი თუ მეტყვის: "მე გაგაცილებთ!" ვპასუხობ : "არა".. როცა ფრთას ისხამს დაირა, ტაში, "იცეკვეთ ჩემთან" -მომმართავს ვაჟი
|
ხანდახან მგონია, რომ... რაგაც მგონია ხანდახან მგონია, რომ მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს! ხანდახან მგონია, რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა! ხანდახან მგონია, რომ ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება! ხანდახან მგონია, რომ ზღაპრის გმირი ვარ, რომელიც თითქოს და გმირულად იღუპება, მაგრამ გვიღირს კი ასეთი სიკვდილი. ხანდახან მგონია, რომ აღელვებული ზღვა ვარ, რომელიც საღამოს დაწყნარდება და მშვიდი და უწყინარი ხდება!
|
როცა გავგიჟდები, მე შენთან მოვალ!
როცა დავმშვიდდები, მე შენთან მოვალ!
გული მეტკინება, მე შენთან მოვალ!
დარდი მომერევა,
|
დღე იყო საოცრად უფერო შენამდე კენტი კი თავისთვის საფერფლეს ათბობდა შენი თმის სურნელი გამომყვა თითებზე ვიდექი ქუჩაში,ციდან მზე მათოვდა.
ვისხედით. თვალები გავცვალეთ უსიტყვოდ ვიღაცა სადღაცას უსმენდა რომანსებს. შენ ხევდი წარსულს და ასე ივიწყებდი ყველაფერს მტკივნეულს და უფრო მოსაწყენს.
|
გიყვარდეს სანამ შენც უყვარხარ ამ ქვეყნად ვინმეს, სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი, სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანთ ყინვებს და სილამაზეს არ ეწვია შენსას ზამთარი. გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა, როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო, გიყვარდეს სანამ სილამაზე თვალს არ დაუჭკნა და შუბს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო. ხომ იცი აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი,
...
Read More
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|