♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
როდესაც ღამდება,როდესაც ჩერდება,
როდესაც ზეცაში ძლიერ ბნელდება,
ერთი სიტყვაა დიდი ვედრება,
და ეს ვედრება წამით გრძელდება,

როდესაც მიწაზე სიტყვა გრძელდება,
თურმე ფიქრებში, ყველა ვედრება,
ცხვირწინ გაგივლის,გარეთ ბნელდება,
როდესაც ღამდება,როდესაც ჩერდება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



და როდესაც სიყვარული,
შენთან მოვა სიხარულით,
მაშინ ხვდები რისთვის ცხოვრობ,
სიკვდილს გაცდი საფეხურით,

და როდესაც სიკვდილი,
შენთან მოვა სიხარულით,
მაშინ ხვდები რატომ ცხოვრობ,
ცოცხალს გაცდი საფეხურით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კვდება ზამთარი! აღარ დაიცდის
მასში შეჭრილი დღეს გაზაფხული,
და როგორც ვარდი ნაზდება სული,
როცა იგრძნობა სუნთქვა მაისის.

ჯერ ნაადრევი მზეთა ფერება
ხანდაზმულ ზამთარს ეალერსება,
და ქარიშხლების წამებით სავსეს
უკოცნის სევდით გაყინულ ბაგეს.

როგორც სიბერეს-ათრობს ოცნებით
სიზმარი ბავშვურ სიხარულისა,
თებერვალს-დღეთა ლურჯი ხავერდი
ოჰ, ვით უხდება გაზაფხულისა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამარჯობა ღმერთო.
მეგობარმა მომასწავლა შენი მისამართი,
ძლივს მოვაგენი.
თან საათნახევარიც დავაგვიანე,
რა შორს ცხოვრობ თურმე ცენტრიდან.
გადმოგცეს, რომ შემოვირბინე?

თქმა მინდოდა.
ამოთქმა უფრო.
უკვე გატყუებ - მოთქმა მინდოდა.

შენ არ იყავი, ტყუილისთვის
ადრე ცხვირი რომ დამიგრძელე?
და მკერდი როცა გამიზარდე, გახსოვს როგორ გავაპროტესტე?
მხრებში მოხრით - ასეთი დავრჩი.

მაგრამ,
მაინც ვერ დამსაჯე კარგად.
მამაჩემმა მითხრა ერთხელ,
ღმერთი დაგდისო თვალებში, როცა იღიმი...
მაგ დღის მერე გაკვირდები, იცი, სარკეში.
მაგ დღის მერე გრეცხავ ცრემლებით,
როცა შენი გაქრობა მინდა.

ახლაც ასეა,
ეს გზაც შენამდე დღეს იმიტომ გამოვიარე,
რომ მეთქვა: იქნებ წახვიდე ჩენგან,
თუ არ მიშველი.

თავხედობაა,
მაგრამ პასუხი დღესვე უნდა გამომიგზავნო.
გნებავს,
ბალიშის ქვეშ შემიცურე.
მე ხელებს შევყოფ და სიტყვები
წურბელებივით დამასხდებიან.
და თუ ამ სიტყვებს სიზმარშიც კი უშეცდომოდ გავიმეორებ,
დავრწმუნდები,
ლოცვა ვისწავლე.
ლოცვა შენი დაბრუნებისთვის...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბადე გადააგდეთ ცაზე,
ვარსკვლავების ქარავანი მოჰქრის,
კოსმოსმა ჩაირტყა გულში
ჭვარტლიანი მუშტი,
და შუბლზე გაიქვავა
ვარსკვლავთა მხურვალე ნაფეხური.
მოზიდეთ ბადეში დარჩენილი
კომეტების ლავიანი ნამცეცები,
ამ მფრინავი ,,`პომისებით~
დავაპუროთ გალაქტიკის `
მხიარული ‘,,ვამპირები~.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1445 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრების ლანგარზე ისევ დაძველდა
და დალპა მუზა,
მინდა თუ არა
მისი შემცბარი და მკრთალი ლანდი
დროის პატარა შუალედს ფარავს
ჩემს ცხოვრებაში ოცნების ფარდით.
სადღაც გაქრება, დარჩება მხოლოდ
სურვილის ლაქად სულის სამოსზე,
რასაც გავხდი და შევინახავ ტვინის სარდაფში,
მოგონებების სკივრის ფსკერზე.
თუმცა...
ყოველთვის როცა იჟღერებს ტანგო,
კვლავ ვიგრძნობ კარგო
ჩელოს ვნებიანად დაჭიმული სიმების ტანზე
მოცეკვავე თითების ალმურს,
კვლავ ამოვქექავ
სკივრის ფსკერზე მიგდებული სიყვარულის სუდარას.
ეს აღარ იქნება მუზა...
მე დავნებდები აუხდენელი სურვილის ასულს....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინ მოგისაჯა სულ ჩრდილი, ჩრდილი...
გზა ეკლიანი და უსასრულო?!
სულ ბეწვის ხიდზე როდემდის ივლი,
ყოფნა-არყოფნის ჯვარზე გაკრულო?!
რად ვერ ამაღლდი, სიკვდილს რომ სძლევდი,
სისხლით რომ რწყავდი
მთაბარს ველმინდორს?!
ბედუკუღმართი ეგ შენი ბედი
სულ ბეწვზე როგორ უნდა ეკიდოს?!

რად ვერ დათრგუნა უკუნი შუქმა,
როდემდის უნდა გვცდიდე იღბალო?!
მე დავიღალე და ღმერთმა ნუ ქნას,
შენც, საქართველოვ,
შენც დაიღალო!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით,
ისინი ჩემი სისხლხორცებია...
მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი,
როცა შვილები იხოცებიან!

მათ ნაცვლად სიკვდილს ვნატრობ ათასჯერ,
ზეცა ჰქუხს, მიწას გააქვს ზანზარი...
ღმერთო, რა ცოდვის გამო დამსაჯე,
ღმერთო, ამ დღეებს რად მომასწარი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თოვლის ფიფქების ცეკვა,
ლამაზი, თეთრი ხიბლი,
მახსოვს განვლილი წლები,
კრიალოსანზე ვითვლი.
რა დრო გასულა უკვე,
თვალში არ მყოფნის მძივი,
უშენობაა ირგვლივ,
ხშირად მალულად ვტირი.
ალბათ, კვლავაც არ მოხვალ,
გავა მრავალი წელი,
ნატვრა დამრჩება ნატვრად,
მაინც ჯიუტად გელი.
თუმცა ლამაზი დღეა
მათოვს ფანტელის ჯარი,
თოვლი ედება თბილისს
გალიპყინულა მტკვარი.
გაივლის ზამთრის სუსხი,
აპრილი მოვა ლაღი,
კვლავ მომერევა სევდა,
კვლავ უშენობა დამღლის.
თვალს არ ედება რული,
ვფხიზლობ და შენზე ვფიქრობ,
ჩავთვლემ, მოდიხარ ჩემკენ,
მიცქერ და შენთან მიხმობ.
თუ კი გიყვარვარ მითხარ,
თუ არ გინდივარ ისიც,
გადაგივიწყო იქნებ,
ქარს გავატანო ფიქრიც...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამე ისევ ისე დადუმდა
გარეთ მთელს მიდამოს ათოვდა,
ფიქრმა კვლავაც სევდას აჯობა
მე კი ისევ ისე მარტო ვარ.
ფიქრმა ოცნებები დაფარა.
ეხლა გთხოვ მითხარი სადა ხარ.
წლებმა ჩემი გრძნობა გაფანტა,
ისე ჩაუარა არც ნახა.
ნუთუ ისევ ისე მარტო ხარ?
არა,ალბათ აღარც გახსოვარ.
ეხლა სხვის მკლავებში რატომ ხარ?
როგორ მომენატრე... მარტო ვარ.
გულმა ვეღარ გაძლო ამბოხდა
ჩემი ყველა გრძნობა აღმოხდა,
გრძნობებს აღარ სურდათ დათმობა,
ირგვლივ ყველაფერი დადუმდა.
ისევ მომენატრე რატომღაც
ისევ შენზე ვფიქრობ, მარტო ვარ...
გარეთ მთელს მიდამოს ათოვდა,
და ჩემს ოცნებებშიც გათოვდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1354 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 181 182 183 184 185 ... 254 255 »
სამშაბათი, 2025-07-01, 5:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025