♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

თითქოს უბრალოა. შლეგი ირონია,
თითქოს ბავშვური და.... როგორც ჩვილი, ანცი,
ზოგჯერ სევდაა და ზოგჯერ მირონია.
ჰოდა დავიქანცე.

ალბათ ვერაფერი აქ ვერ მიპოვნია,
რაღაც უჩვეულოდ თეთრიც გაიცრიცა,
ალბათ უვარგისი ესეც სტრიქონია,
მოგწონს? დაიფიცე.

ახლა საღამოა, ფიქრობ საამოა?
რაღამ დაამუნჯა მაშინ ვარსკვლავები,
მცივა, ვკანკალებ და მალე თოვლი მოვა,
მიჭირს გამკლავება.

მგონი სხვა ფერია ახლა ცისარტყელა,
ღამე თეთრია და დილა ბინდისფერი
ქარმა კაბადონზე ლექსი დამიწერა,
ჰოდა შევიფერე.
.................................................
მაინც დავიქანცე......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო
ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს
ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი
მესმის,
დავდებ კალამს და დავმუნჯდები,
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი ა...
ის მოჰყავს ჩემთან უცხო გოგოს
უცხო ალერსით,
მოჰყავს, რომ გული ჩემი სადღაც
წაიღოს...
და იმ საღამოს, ბეთჰოვენი როცა
არ მესმის,
მე მეშინია, ის გოგონა ავად არ იყოს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ქროდა...
ვიწექ...- რომელიღაც ბალახს
უცებ ქალის სუნი ჰქონდა...

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა...

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი - საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს, - შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ.........!!!
უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა...
უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა...
ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა...
სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა...
სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა...
ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა...
ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა...
გაუთავებლად სხვაზე ფიქრი მომაშლევინა...
თითქმის ყოველღამ ჩუმი ცრემლი არ მაღვრევინა...
მთვარის ნათებას ბედნიერი შემახედინა

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა ბევრი დარდია გადანალახულები,
გაღვიძებულს თავიდან აღარ დაგესიზმრება,
როცა წამში გახლიჩა ნაგულარი გულები
დაადრაგუნებულმა გამურულმა ისრებმა.
მაპატიე გენაცვა ცოტა თუ სეგაწუხე,
თუკი შენი ვეცადე ჩემკენ გადმობირება,
აღარ ვიმტკივნეულებ პოეზიის მარწუხებს,
ახლა უფრო მინდა და უფრო მესურვილება.
წადი თუ არ ბრუნდები, ვინაც გინდა გიყვარდეს,
ვიცი, გაგახსენდება მკლავზე ჩამოძინება,
შენ რომ ბედნიერება წლებით გადამივადე
მაშინ ტაბუ დავადე სიტყვა დაქორწინებას.
ქარში ნუღარ დაეძებ ჩემი ფურცლის ნახევებს,
თუ მომიქსევ ვინაც გძულს მომიქსიე ისეთი,
არსად აღარ დაგიგებ მეტაფორის მახეებს,
ამ ექსპრესზე ძნელია რომ იშოვნო ბილეთი.
ამბავს ერთ დროს მშვენიერს ქვია დანამთავრები,
ახლა შენთვის ერთია სიცოცხლე და ცხოვრება
დაჟანგებულ ხაფანგში თუკი ერთხელ გავები,
სანამ ლექსი იცოცხლებს ხალხსაც ემახსოვრება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შტოზე ვაშლი დარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია...
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი...
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი _ დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაიგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1229 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი, როგორც ედემი..

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნანობ, დაე ვცდებოდე
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნება
თეთრ ანდელოზად ევლინებოდე..

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდის მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თქვენი ჭირიმე, ყორნებო,
გლოვა არ იცით მკვდარზედა;
რაც უნდა კარგი ყმა მოკვდეს,
ცრემლ არ მოგივათ თვალზედა,
შაიმოსებით შავადა,
თეთრს არ ჩაიცომთ ტანზედა,
კარგ ყმას გულს ამაარიდებთ,
ჩამაირიგებთ ჯარზედა,
გაილექებით სისხლითა,
გადახვალთ ილტოს წყალზედა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მანდ რო ქალი დავიკარგე,
განჯის თათარსა ვყევარო,
ქიშმიშით გასუქებული
გაბადრულ მთვარეს ვგევარო,
მაცვია სიასამური,
მაშიეებზე ვდგევარო,
დღისით მიყრია ბორკილი,
ღამე ორთ შუა ვწევარო,
ტალიკ-ტალიკო ბიჭებო,
მისადევ-მოსადევარო,
მოკრიფეთ თითო შაური
მიხსენით თქვენი ტყვე ვარო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალს სილამაზე ხილავდა
ვსთხოვე, არ დამაძლევინა!
დავღონდი, წყალი მომწყურდა,
წვეთი არ დამალევინა!
მომხედა, თოლნი შემყარნა,
ნაწინწკლებ წამაყრევინა;
დამრცხო, ავინთე, გავწითლდი,
თავი ძირს დამახრევინა,
სიტყვები გადამავიწყა,
ენა სულ ამარევინა,
არც მითხრა, მოდი, არც წადი,
არც თავი დამახწევინა,
ტიალი რაი ყოფილა,
თავბედი დამაწყევლინა
დახე წყეულსა დიაცსა,
რა დღემდე მომაღწევინა?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 182 183 184 185 186 ... 254 255 »
სამშაბათი, 2025-07-01, 4:59 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025