♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ტანო-ტატანო,გულწარმტანო,უცხოდ მარებო
ზილფო-კავებო,მომკლავებო.ვერსატარებო
წარბ-წამწამ-თვალნო,მისათვალნო შემაზარებო
ძოწ-ლალ ბაგეო ,დამდაგეო,სულთ წამარებო
პირო მთვარეო,მომიგონე მზისა დარებო
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულ მთვარეს
სიცოცხლის ნაცვლად მოვისწრაფი სიკვდილსა მწარეს
მოდითმიჯნურნო,შემიბრალეთ,მოვლეთ ჩემს სარეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამპალ სამარეს,
ვახ სიცოცხლეო ,უკუღმართო და ნაცარებო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1647 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი
დახატე მკვეთრად ჩემი სახე
ჩემი სიცილი

-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ
ვიდრე ბავშვი ვარ
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე
კენტად დავდივარ.

-დამხატე...
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები

-დამხატე!
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები.
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები

-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან
ყანწით გილოცავს
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...

-დამხატე, ტილოს მოუხდება
ჩემი სიცილი
დამხატე მასზე მხიარული
ვიდრე ვიცინი....


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს დეკემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე -
ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ვიცი ვინ ვარ და რას მოველი,
ალბათ ლანდივარ სიცოცხლის მოვლენის.
არ ვიცი რა ვარ და რას ვაკეთებ
ალბათ მკვდარი ვარ სიცოცხლეს ვამთელებ.
არ ვიცი რა მსურს ან რა მიტაცებს,
ალბათ წამება სამარეს იტაცებს.
არ ვიცი ვარსებობ?თუ უკვე მკვდარი ვარ,
სიცოცხლით დაღლილი პანაშვიდივარ.
არ ვიცი არვიცი როდის მოვკვდები
მე უკვე მკვდარივარ შავი მოვლენის,
უკვე მკვდარივარ ვით დიდი გლოვა
პანაშვიდებზე ვენოკი მოაქვთ.
არ ვიცი ვერ ვგლოვობ წუხილით ჩემს თავს
წამებულ დედაჩემს რა ელის ნეტავ.
არ ვიცი როგორღაც ვეჩვევი სიკვდილს,
და ეს სიკვდილი დასასრულს ტირის.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიძებნია,
ისე გამიჩნდნენ მტრები,
არ ამინთია,
ისე ჩამიქრეს კვარი,
სულ თვალწინ მიდგას შენი შიშველი თმები,
ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.

არ უწვიმია,
ისე დავსველდი გუშინ,
ყველა ვინც დადის,
ახლა ჩემს გულზე დადის,
შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში,
შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.

გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც,
გზები არა ჩანს,
ხევებს მივყვები ქვიანს,
შენ აღარა ხარ,
ჩემი ბედია ესაც
და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქროდა და ფოთლები მათოვდა
მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია,
შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,
ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს
გავუღებ გრძნობათა კარებს.
მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს,
სევდას და შხამიან ნაღველს
და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ
დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს.
შენ სუნთქვას შევხვდები ეული,
ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს
ჩავიკრავ გადარეული
მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


” ამ ქვეყნად მოსვლა ,
სხვა თუ არა მარტო
იმიტომ ღირდა რომ
შენთვის ერთხელ
მაინც მეთქვა მიყვარხარ ”
შეიძლება ამ სამყაროში
მხოლოდ ადამიანი ხარ,
მაგრამ ვიღაცისთვის მთელი
სამყაროხარ მხოლოდ იმიტომ, 
რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე,
როგორც შენ გინდა რო უყვარდე,
იმას არ ნიშნავს,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1200 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



zgvam chaitana ocnebis koshki.
gulic tan gafyva mas, chemi piqrebisc tan gaiyola,
ar shevecode mas.
zgva, daundoblad agelda isev da dascynarebt mas?
zgvasavitaa adamiani ver daacynarebs sxva.
tvalebshi chaxede, tvelebi getyvian,
vuyvarvaro mas?
tvalebiao sulis sarkeo, amasac amboben tan.
netav ras piqrobs, anda ras metyvis, anda
ras ambobs kvlav ?
tvalebi getyvian, turme yvelapers
tqmac ar chirdeba mas.
tvelebi getyvian, gulis simartles
tvalebshi chaxede mas!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1410 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დამრჩეს . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 184 185 186 187 188 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-06-30, 4:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025