♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


"წინათ შავგრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა,
არვინ ეტრფოდა, რაც ბუნებამ შავად დასახა..
ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა,
და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა.
აღარ აცლიან დღეს ბუნებას დიდოსტატობას,
ფერუმარილით სიმახინჯე ყველამ დაფარა,
თავის საყდარი სილამაზემ თვითონ დასტოვა,
და უცხო მხარეს გადიხვეწა მიუსაფარად.
სატრფოს შავ თვალებს მეც შევცქერი დღეს გატაცებით,
ფერი გლოვისა ალამაზებს თვალებს უცოდველს,
ალბათ იმიტომ მოუხურავთ შავი ძაძები,
რომ სიმახინჯეს მშვენება და ეშხი უწოდეს..
მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,
რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.. "..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ სამუდამოდ მოხვიდე და არ მიმატოვო
აზრის სონეტი შეგღაღადებს, აზრის სონეტი,
წარმართო მისი ლაბირინთის გზა სისწორეთი
და შუბლზე ფიქრი მნათობების მიმოათოვო.

როს თორმეტ ღამეს გაანათებს მზე მეცამეტე,
თავს ამოვზიდავ სინანულის იორდანედან,
გამახსენდება ნათლისღება იოანე და
ორ თვალთა შუა გევედრები, აწ მეც ამენთე.

და თავი ესე გალაადის ღია გალია
აღავსე შენი გაშვებული ტაძრის ჩიტებით,
სულის ღრმა ჭიდან, სადაც შენი წმინდა წყალია,
მასვი სიცოცხლე მზესრულქმნილი ჭეშმარიტების.

ლოცვა სონეტად გაინოტა აზრის არფაზე,
მოვედ, უფალო, და ეს შუბლი გაიდარბაზე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Ar meshinia qveynad arapris, mxolod gmertis
da sheni dakargvis
*rogor davemduro beds, roca shen am qveynad xar.
*momenatre, ama gverdze gaixede, versad mxedav ?
aba gulshi chaixede:)
*me shn miyvarxar sicocxle, da amitomac icocxle!
*me is var, vinc shen gagebuteba,
mere mova
da
chagexuteba:)

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1559 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ დაიჯერო, რომ არ მიყვარხარ,
რომ დაგივიწყე – არ დაიჯერო.
მე შევეცდები შენს მოტყუებას,
შენ კი ეცადე რომ შემაჩერო.
ვიცი ხედავ რომ ვაკეთებ ყოველს
დასამტკიცებლად, თითქოს არ გჩემობ,
შენ ხომ არ იცი გულში რას ვფიქრობ,
თვალს რომ გარიდებ – არ დაიჯერო.
როგორ მინდა რომ გითხრა სიმართლე,
ჩამიხუტო და ბევრი მეფერო,
მე უარს ვამბობ შენ სიყვარულზე?!
ო... ღმერთო! არა! არ დაიჯერო...
ნეტავი ერთხელ ჩამიგდო ხელში,
ჩემთან ალერსით გული იჯერო;
და მაშინაც კი თუ არ დაგნებდი,
არ დამიჯერო! არ დამიჯერო!
არ ვიცი რისთვის ვისჯები ასე...
როგორ მინდა რომ ამოვიმღერო,
რომ მენატრები, რომ მინდა შენთან,
მაგრამ უარვყოფ?! – არ დამიჯერო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეა მზიანი ეს ქარი ღადგა
დღეს გუშინდელი იმედი გაქრა
და ქარის შემდეგ მე ტირილს ვიწყებ
გაზაფხულია და უკვე სიცხე
ახლა მზიანი დარდი იწყება
ისევ მზეში ვარ ისევ სიცხეა
დაიწყო ჩუმი დღეების დარდიც
და უცბად გადის ეს მარტიც ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა!
-მოალერსებით,
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
დაგიკოცნიდი-
სულს,
გულს,
თვალებს ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს,
მერე გულში ჩაგიხუტებდი.
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს,
დაგიკოცნიდი-
ღიმილს,
ცრემლებს,
"ნეტას" ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა,
მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ხომ შენი სიზმრიდან
და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი...
უნაირო გზის შემდეგ
ისევ შენთან მოვალ დღეს ,
იცი?,დავიღალე და
მხოლოდ შენ თუ მომარჩენ .
წვიმა ცრემლად შემარგე_
ცრემლიც უკვე გამიშრა,
როცა მოვალ შენდამდე
უკან აღარ გამიშვა .
თორემ უშენოდ ყოფნის
ძალა გამომელია ,
იქ ვეღარ გავჩერდები
სადაც არ მომელიან.
იცი?, როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი
აღარა ვარ იცოდე
უშენობის ამტანი .
მე ხომ შენთვის გავრითმე
სულში ყველა სტრიქონი ,
სიზმრებში თუ დაგკარგე ,
ცხადში მალე გიპოვი.
თჲ შენ ისევ სიზმრიდან
და სიზმრებით მომელი...
გაახილე თვალები !
აი უკვე მოვედი ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საათს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა
უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა,
თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე
როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.

არც არაფერი აღარ მაშორებს
ხელის გაწვდენა და გამარჯვება,
მაგრამ უშენოდ ცისფერ თვალებავ
მე გამარჯვება არ მემარჯვება.

და აქ ვერავინ მე ვერ მიშველის,
ჩემთვის სამოთხეც უდაბურია,
ნუთუ ჩაქრება ასე ამაოდ
მზე, რასაც ჩემში უხმაურია.

ისრებს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან ...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.
შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1205 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 185 186 187 188 189 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-06-30, 9:52 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025