მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ოცნების სამჭედლოში გამოგწვრთეს ეტყობა.. სხვაგვარად ასეტი ლამაზი,უძირო.. არ მწამს ოცნება შენზე ლამაზი, ამ სილამაზემ ,როგორღაც დამიპყრო, სულის სამოთხეში ბარტყივით ჩამიხტი, პატარა კუნჭული მონახე და თითქოს, პატარა ბარტყივით ფრთხიალებ ამ გულში ასეთი უბრალო რა ხელმა გამოგწრთო.. ოცნებით შემკული,ღიმილად შეთქმული, სევდას დაუკარგავ უმიზნო კაეშანს, იქნებ ღმერთმა შეგქმნა სევდის გამფანტველო, და ჩემთან ჩამოგსვა,ჩემს სანუგეშებლად. იქნებ იქ..სადღაც არიე ფიქრები მინა ჩაუტეხე ოცნებას უსულოს, შენს წამწამებზე დნება თოვლივით, სინანული და ცრემლები უბიწო..
|

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები, შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა, სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით, სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული, ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
|
წითელ ღვინოდ დაწურულა გრძნობა, და ეს გრძნობა არის მეგობარი. ვერ ვიგრძენი სხვისგან თანაგრძნობა, სხვა არაა დარდთან მეომარი. ბასრ მახვილად მეჩვენება თასი, ამ მახვილზე ვაზი აფრქვევს ცრემლებს, ვერ ვიპოვე მე სხვა ამის ფასი ისეთი ვინც საფლავს დამისველებს. ვერ ვიპოვე მე სხვა ვაზის დარი ვინც შემიმკობს წმინდა ცრემლით საფლავს, გაადაროს წამით ეს ავდარი სანამ მიწა ცივ გულმკერდში დამფლავს. ვერცერთ ღამით ვერ ვიპოვე მთვარე, აღარც მზე ჩანს მაღლა ცაზე ჩემთვის, მე სიცოცხლე ნუთუ დავამთავრე? და ეს წელი ნუთუ სიკვდილს ერთვის. თუ ასეა მაშინ დავლევ ღვინოს და ელჭექთან საცეკვაოდ წავალ, თბილ გულმკერდზე იქნებ დამაწვინოს, საარშიყო ლექსზე რომ გადავალ. მაგრამ ისარს გულში მირტყამს მეხი, და ჩემს გრძნობას მიმოფანტავს ქარი, თუ მიპოვის სადმე გადაჩეხილს ცისფერთავშალდაბურული ქალი?
რად არ მათრობს სუნი მწიფე ყურძნის, საფლავისკენ, შორს მივყავარ ხარებს, მათაც სული ლექსებს ციდან უძღვნის, ჩემს გულძე კი, ვაზი გაიხარებს.
|

თუკი მოვიდა ეს სამკაული შენთან, თუ გაგითეთრა ბნელით მოსილი ღამე, ნუ გამოაგდებ, მუდამ ატარე შენ თან, მოეფერე და ზოჯერ უამბე რამე. თუ შეცივდება გთხოვ ჩაიკარი გულში, სათუთი არი, სიცივეს გააცალე ეს სამკაული მე გამოვუშვი შენთან, ჩემი სულია ამაში გენაცვალე. რატომ ტირიხარ? თვალზე ციმციმებს ცრემლი. ცრემლით რას იზამ? გთხოვ, ლოცვით დამიფარე არ მტკიებია, ახლაც არ მტკივა ტყვია, შენკენ ნასროლი, გულზე რომ დავიფარე ეს სამკაული შენთვის ავკინძე კარგო, ეს სამკაული მე მხოლოდ შენთვის მინდა, გთხოვ მოუარე არასდროს არ დაკარგო, ეს სიცოცხლეა რომელიც გამიფრინდა.
|
ხიდისთავს შავკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანიო, ჩაუხდეთ მუხრანბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანიო, რაც რომა ჰქონდეს, წავართოთ, თვალ-მარგალიტი, ლალიო. შავიდეთ, გამოვიყვანოთ, თვალჟუჟუნ თეთრი ქალიო, ქალი, რა ქალი, ქალიო, კოჭამდის სცემდეს თმანიო, თმანი, რა თმანი, თმანიო, შვიდკეცა, შვიდი მხარიო, ესხას ოქროს საყურენი, უჟღრიალებდეს ქარიო. ამას ამბობენ: ნეტავი არ მამაშორა თვალიო. არაბულ ცხენზე შემოვსვათ, წელს შემოვაკრათ ხმალიო, საჩეხის ქუდი დავხუროთ, შიგ ჩაუკეტოთ თმანიო, სამი ისეთი ვაკოცოთ, ლოყას ავაძროთ ტყავიო, საგარეჯოში ჩავიდეთ, იქ დავიწეროთ ჯვარიო, შვიდი დღე და შვიდი ღამე იქ მოვალხინოთ ჯარიო.
|
შენ ჩაიარე ჩემი ბაღის წინ, ბაღში ფშატის ხე ვერ შეამჩნიე. შენ ჩაიარე ჩემი სახლის წინ და კიბე ალბათ ვერ შეამჩნიე. შენ ჩაუარე მზისფერ მდინარეს, ზედ ერთი ხიდიც ვერ შეამჩნიე, შენ ჩაუარე გვერდზე ამ თვალებს და ჩემი გული ვერ შეამჩნიე. მე ეს მეწყინა და ვიქეც დარდად, განზე გავდექ და ვიფიქრე ასე: რაღა აჩქარებს დალოცვილს მართლაც თუ გულდაწყვეტილს დამტოვებს გზაზე?! მაგრამ გზაა და განსჯა ძნელია, გზაა და როგორ ვახსენო ავად, იქნებ იქ, სადღაც უფრო ელიან, მას, ვისაც ასე ველოდი თავად.
|
რარიგ შორსაა ის დრო აქედან - გახსოვს, რაც იყო, გახსოვს რა იყო? - შაქარი შენი, შენთა ბაგეთა, ჩემს ბაგეებზე გადმომდნარიყო. ახლა გხვდები და მწარედ იცინი - არ შეგრჩენია სიტკბო პაწიაც - როგორ შევმცდარვარ - მაგ ბაგეთაგან თაფლი მთლიანად მომიტაცნია.
|
მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია, არ შემიყვარო, ქარო. მე მეშინია, არ მოიხიბლო ამ დამსხვრეული ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით... წადი, იქროლე, სხვაც ხომ ბევრია ...რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია, ან აქ რა გინდა, ქარო?! მე ხომ უხედნელ, ველურ რაშებით ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ, - სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო, ქარო!
|
სიყვარული სულგრძელი, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... ახლა კი რჩება სამი: რწმენა, იმედი და სიყვარული. ხოლო მათგან სიყვარული უმეტესია.
|
იყო საღამო დუმილით სავსე, უთვალავ გულთან დანაფიცარი, ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე ბრძენი რუსთველი და ოპიზარი. თავს იწამლავდა ტაბიძის მერი და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს, მე მაწამებდა ხატება შენი, მე დავეძებდი საყვარელ თვალებს. ქალაქის ბაღში არ იყო ქარი, ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ. მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი და ვუღიმოდი შენმაგავარ ლანდებს. გეძებდი დიდხანს. ამ მტანჯველ ლოდინს ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს. გეძებდი დიდხანს. რატომ არ მოდი, იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო! ახლა წვიმაა...მე ნამთვრალევი ველი ჯადოქარს და საოცრებას. მაინც არ მტოვებს შენი თვალები, შენი სათუთი გულის ოცნება. ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის, ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს, გავგიჟდებოდი ასე მგონია! იმ წყნარ საღამოს გეძებდი, კარგო, ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს. საით წახვედი... სად დაიკარგე... ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|