♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მოვალ, ჩემი სულის ნარცისებს მოგიტან,
მხარზე დაგაყრდნობ თავს და ავტირდები.
გაჩუმდი, ყვავილების ჩურჩულს მოუსმინე და გაოცდები...
-რატომ მოვედი?
-არ იყო საჭირო?
-ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო?
ეს ერთი წუთი მომისმინე,
ამ ერთ წუთს სიამაყეს ნუ მთხოვ,
ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე,
მე კი...
მე კი გავბრუნდები უხმოდ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენჯერ ცრემლებს გაგიჩენს თვალში...
მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში...
მოგენატრები...
და მეც ვიცი ამ მონატრებას
ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის...
მოგენატრები ახლაც და მერეც,
როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში,
მოგენატრები...
ჩემს მონატრებას ბევრჯერ გაჰყვები
უღმერთოდ ქარში...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...და მე მარტო ვარ,
გაზაფხულის სუნთქვა არ მესმის,
...და მე მარტო ვარ,
ვით უმწეო ფოთოლი ვერხვის.
დრომ მიითვალა შინდისფერი დღეები სრულად
და შემატოვა
ჟინმორეულ ქარიშხალს ერთი.
მიჰქრიან წლები,
ხუნდებიან ლაღი დღეები
კვალდაკვალ ირგვლივ...
მეხვევიან შენზე ფიქრები,
ვით შემოდგომის მიწურულზე ხმელი ფოთლები
და როგორც ზამთრის
ღამეებში თოვლის ფიფქები...
სადა ხარ ახლა...
შენზე ფიქრებს ვუთევ ღამეებს,
დროთა მსვლელობამ
შენც შეგახო მრისხანე ხელი.
...და მე მარტო ვარ,
გაზაფხულის სუნთქვა არ მესმის,
...და მე მარტო ვარ,
ვით უმწეო ფოთოლი ვერხვის..

მარტოობა ჩემი ნიღაბია სამარადისო...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1326 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთრი მოვა,
ასი წლის შემდეგ
ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას,
ასე წლის შემდეგ,
ისევ გეჯდები მღერვალედ გვერდზე,
ასე წლის შემდეგ,
ისევ გაკოცებ მხურვალედ ხელზე,
მე ისევ მიყვარხარ
როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი ცრემლები
მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ავიფარე სახელზე ხელი,
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჯდებით მე და შენ ბაღში,
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჩხუბებთ შენ წახვალ სახლში,
ასი წლის შემდეგ,
გზას გამინათებს მე შებსკენ მთვარე
ასი წლის შემდეგ,
როცა გამიღებ პატარავ კარებს მე გეტყვი,
მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი ცრემლები,
მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ავიფარე სახელზე ხელი,
ასი წლის შემდეგ ალბათ ვიქნებით ასოცდაათის ასი წლის შემდეგ
მოგვენატრება ჩვენ ოცდაათი,
ასი წლის შემდეგ მაინც ვიჯდებით ბებრები ერთად,
ასი წლის შემდეგ როცა ვიქნებით ჩვენ ახლოს ღმერთთან,
მე გეტყვი მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი ცრემები,
მე ისევ გნახაე ქუჩაში გუშინ და ავიფარე სახეზე ხელი,
ასი წლის შემდეგ ისევ ზამთარი ქალაქში მოვა,
ასი წლის შემდეგ ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას და ალბათ დათოვლილ ბაღში ისევ ვიჯდებით ბებრები ერთად,
მაგრამ ეს ყველაფერი ასი წლის შემდეგ,
ასი წლის შემდეგ.




... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ალიონისას ამოსული მზის ელვარება.
ცრემლებს იწმინდავს ნაომარი მწვანე ბალახი.
როგორ ძნელია სიძულვილი, ან შეყვარება,
რამდენი ტანჯვა ვაებაა გადასალახი.

ბავშვის თვალებში ნაწამები იმედის თრთოლვა,
გაქრა, წავიდა, შეეგუა, არ დაბრუნდება,
და თოვლიანი, გაყინული ქარების ქროლვა,
ექვსი წლის თმები ნაადრევად გამოხუნდება.

ველური ხმები, ტყეში ტოტის გა-მი-მო-რხევა.
სააქაობა დაემსგავსა უცხო ქარაგმას,
სიშამიგმეში პოეზია, რკა და მერევა.
პოეზიაა სარეველა სულ რომ ალაგმა.

ღამეც ველური ნადირივით შემოიპარა,
მეკეკლუცება სასთუმალთან მუზის ასული.
რამდენი წელი, ულექსებოდ გადაიყარა,
რამდენი წელი ულექსებოდ არის გასული.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სივრცე ილევა,უიმედოდ,ძალიან ჩუმად,
ბარის ესთეტიზმს მკრთალი შუქი მატებს სინაზეს,
აწვდის "პორტსიგარს"მეგობარი ნერვიულ სტუმარს
და მონოლოგიც წამით წყდება მორიგ სიტყვაზე...
იქნებ სიზმრებმა გაგიმხილონ ჩაკლული ფიქრი,
იმ თეთრად ნათევ ღამეებში დამტკბარ განცდებად,
ალბათ ქალაქი იმალება ამ ფარდებს იქით
და ჩუმი ბაღი ფოთოლცვენით ნაღვლიანდება.
როდემდე მღლიდეს,ღირდეს მაინც გული სათრევად!
ცა ნაბიჯებით მოზომილი დიადს არ ჰგავდეს.
მთვარეს პერანგი ავახიე ღამის სათევად
იქ,სადაც ბაღი გაძარცულა შემოდგომამდე.
ამ სიჩუმეში აღარ დარჩა უკვე ცინიზმი,
გერდას ბაგეზე ვაშრობ ყინულს ზამთრით მონატანს,
ღამე ნისლებში დაიმსხვრევა მთვარე–თილისმით
და მკვდარი ჩრდილით აატირებს უხმო სონატას.
ზეცა მზეს კრძალავს,უმნიშვნელო სიცოცხლის გამცემს,
დანკოს გმირობით,ილუზიით მნათობ სინათლეს.
მწუთხე ტკივილი ენაცვლება ავადმყოფ განცდებს
და ფერფლად წყდება მორიგ სიგარეტს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი,უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.
დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.

ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახელთა პატივსაცემად,–
მარადისობას ვეღარ შექმნით უღირსთ ხელებით.
თქვენ მეფე არ გყავთ და ყველაფრის გარდაცვალება,
უმწყემსობისთვის წუთისოფლის ყოფას მოელის.
ძეგლს ნუ სცემთ თაყვანს,ამ პატივის განსახიერად.
მომაკვდავია ყველაფერი ,რაც არს შობილი,
დასამშვენებლად ამსოფლიურ ძეგლთა სასახლის
რაც არს ნაგები,ნაშენები,მკვეთრად ვიხილე.
მათ ჩაეხვევა მგლოვიარე სიღრმე სამარის,
ზედ მოედება უსაშველო ლოდთა სიმძიმე,
უკვდავი არის მხოლოდ ის,რაც იყო მარადის,–
დაუნგრეველი ბნელეთი და მისი სიმშვიდე.

მისი არყოფნის მოედება სოფელს დუმილი,
ამაოებად აღიქმება ქართა სიღელვე,
არარაობა არის სწორი და განზომილი,
რადგან არყოფნით სრულყოფილარს სიცარიელე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1256 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1616 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 187 188 189 190 191 ... 254 255 »
კვირა, 2025-06-29, 4:40 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025