მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გამასწრო ქარმა,გაბედა ქარმა,პირველად სცადა, დავღლილვარ ალბათ და მის ხეტიალს ჩამოვრჩი დროში. მე დავრჩი გაღმა,ყველაფრის გაღმა,წყვდიადში სადღაც და დედამიწა დამეკარგა ვარსკვლავთა ბრბოში.
ძირს სამოსელი დაჰყარა სულმა. ფიქრი შეეხო დამჭკნარ იმედებს. ასე სიკვდილზე შეყვარებულმა სიცოცხლე მაინც ვერ გავიმეტე
|
ისევ, მომენატრე რატომღაც… ბოლოს მიყვარხარო, მითხარი… თურმე, ეს ყოფილა გართობა… მაშინ ვერაფერი გითხარი…
ისევ, მომენატრე რატომღაც… სევდას უშენობა ათოვდა, სევდა უშენობით დაქროდა… თურმე, იმედები არ ქონდა…
ისევ, მომენატრე რატომღაც. ისევ, ამეშალნენ ფიქრები… ისევ, უიმედოდ გათოვდა. ისევ, გამებუტნენ ფიფქები…
ისევ, მომენატე რატომღაც… ფიქრი იმედებზე გათხოვდა… ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა… ისევ, უშენობა მაფრთხობდა…
თურმე, არ ყოფილა გართობა… როცა ვერაფერი გითხარი… თავი მომანატრე რატომღაც… მაინც მიყვარხარო მითხარი…
|
გთხოვთ ,გევედრებით,მდაბლად მლოცველებს, ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული, მე ვერ გავუძლებ მის ქარიშხლებს,ვნებებს,ოცნებებს და დაბრმავებულს შთაგონებით მღელვარე სურვილს.
მე ვერ გავუძლებ მის ცხოველურ,ველურ სიცოფეს, ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული, ასი სიკვდილით არის ჩემში ერთი სიცოცხლე, აზრთა სიმაღლე,–სიმახინჯით და სიყვარულით.
მე ჩავამტვრიე ცის კამარა,აი ,მოვედი, და მიწიერი სამყოფელი გამოვიძიე, ვნახე,შევიცან...მე სახელად მქვია პოეტი, მე პლანეტებში დედამიწა ამოვირჩიე.
|
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი არაფერი არა ხარ, მაინც შემოგხარი, რატომ? იცის ფოთოლმაც და ბალახმაც, მე კი რანაირად გკადრო, ჩემი სასურველი არა ხარ, მაინც მესურვები, რატომ? შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა, ტკივილს ვეღარავის ვანდობ, ჩემი დანიშნული არა ხარ, მაინც ვეჭვიანობ, რატომ? სული საოცრებამ დანაღმა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი სიყვარული არა ხარ, მაინც მენატრები, რატომ..
|
შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა ღამე, ფაქიზი და ჩუმი. ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი უშენოდ ნაწამები გული.. დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს, ღამე მენატრება სრული. ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები, ოცნებას გამოძახილს სულის. შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული. და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს – ცხოვრება რთულიაო, რთული..
|
მომიყვებით თქვენს შესახებ რამეს? თვალზე გატყობთ საერთო გვაქვს ბევრი, ალბათ უსმენთ მოცარტსა და მალერს, ზოგჯერ არც გაქვთ სიმფონიის ნერვი.
იქნებ გიყვართ სოული ან ჯაზი?! განწყობასაც გააჩნია არა? ხშირად მოგდით უმიზეზო ბზარი, ხან მსოფლიო სიმშვიდეებს ფარავთ.
მაპატიეთ ყვავილები გიყვართ? მე პირადა შროშანი და ია, ფიქრი ზოგჯერ ვარკვლავეთში მიგყავთ, ზოგჯერ თქვენს წინ საფერფლეში ყრია.
ცისარტყელის ქვეშ გაძრომა გინდათ? მე ვეცადე ვერ შევძელი მარტომ. მოგწონთ ფიფქი ლამპიონის წინ და.... მე?არ ვიცი ჩემს ქუჩაზე არ თოვს.
მომიყევით თქვენს შესახებ ბევრი, თვალზე გატყობთ საერთო გვაქვს მგონი; ერთი ვნებით დაჭიმული ნერვი და ამ ლექსის უცნაური ტონი..
|
ცხოვრება, სიტყვები, უაზრო რითმები აღარ დამისვა შენ ძველი კითხვები მე არ მინდები და არც მჭირდები, ჩემთვის ძნელია შენზე ფიქრები.
მაგრამ მე ვიცი რომ შენ იქნები, ჩემი ერთგული, მხოლოდ სიტყვებით, და არა საქმით და არც ფიქრებით, შენ ხომ სხვა გიყვარს, მისთვის იზრდები.
მე კი სულელი, შენ ბევრს გითმენდი, შენზე რაღაცა ამბებს ვიგებდი, და არ მჯეროდა, მათი სიტყვები სიყვარულით ბრმა, ჩუმად ვიჯექი.
არ მოვისმინე სხვების ქირდვები, და ვერ გავშიფრე მათი შიფრები, აბა რას იზამ,მარტო იქნები, რადგან მე უკვე აღარ მჭირდები.
|
ვიდრე თვალს გაახელ და დააპირებ სევდიანი ცის დანახვას მანამდე \ გაგამხნევებ ამ სიტყვებით, რომ ძალიან მიყვარხარ, ყოველთვისშენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის პატივს გცემ, მეყვარები მენატრები და იცი რაა? ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიო რაც არ უნდა იყოს. არსებობს ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ენათრები და გელის. მეც ძალიან მტკენია ცხოვრებისაგან გული, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ცხოვრება ძალიან ლამაზია და ყველაფერი კარგად იქნება სიხარულო!
რატომ არის ცხოვრება ლამაზი? მიყვარს და ვუყვარვარ აი ამიტომაა ლამაზი გიყვარდეს უყვარდეს და იყო შეყვარებული მაშინ თქვი, რომ მე ცხოვრება ვიცი და ბედნიერი ადამიანი ვარ!!!
|
პატარა გოგოს ცრემლები სანთელივით წვეთავდა,წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალობდა მარტო . . . ქუხდა, საშინლად წვიმდა,ასეთივე გრძნობა ქონდა გოგონას გულში . . . ფიქრობდა,ელოდა . . . არ ჩანდა,ტირილში ან იქნებ სიკვდილში იყო გამოსავალი . . .არ შევაწუხებ არც ცრემლს ვანახებ. . .მიმატოვა, მიმაგდო,მაგრამ მე მტკივა. . . ძლიერ,საშინლად გაუჩერებლად . . .ვტირი . . . და მცივა. . .წვიმის წვეთები მეცემა ჭრილობაზე და უფრო და უფრო ვგრძნობ ტკივილს . . .ყველაფერი შავია, ვარდისფერი გაიფანტა უსასრულობაში . . . ხოხვით შევიდა გოგონა ეკლესიაში განადგურებული სთხოვდა უფალს იგი დაებრუნებინა. . .მაგრამ მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო...ამიტომ გადაწყვიტა თავად წასულიყო მასთან.... სამი სანთელი აანთო,სამივე მას დაუნთო, მის სახელზე როგორც ყოველთვიის უკანასკნელად. .
|
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას, მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას, ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას, მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან, მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|