მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი .
|
ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა, დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა. ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება ცრემლებით არაფერი არ გადარჩება, ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება, ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა...
|
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა, გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს, ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს. ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს, როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან... არ იცის თვითონ. ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი. მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ, ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.
|
თუ სიყვარულმა, სიყვარულით მზე არ გაათბო...
...
Read More
|
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები, მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას, შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან. დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან.
|
Mivdivart game me da shen marto, gzas gvinateben lampionebi, vigacam lampions esrola qva, shuqi chaqvra gakoceb ra.
.............
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში, საოცარია თვალები შენი, ვარდის სურნელში ხარ შებნეული. მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში. მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით, თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი. ცუდი ფიქრია შორით ლოდინი ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი. დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში! სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი, სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები", მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ, რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
|
წკრიალებს, როგორ წკრიალებს, ომებში წრთილი წინწალი, აგ-მაგუგელმა ტირალმა მიწას შეასვა ტინალი. წვართამ გვიწია მწვართელებს, წალიკას სუნი წაგვლეკავს, ადრაგუნები გვამხობენ ნა-ოსმალ-მონღოლ-ნალეკარს. მაგრამ მახსოვს რომ თეთრია, თეთრია ჩემი თეთრონი, მახსოვს რომ მაღლა ღმერთია, ღმერთის ვიწამე მე მგონი. მართვე არწივის არ წივის, განსაცდელს მედგრად უხვდება, გასაცდენს, საზღვარს გასაცდენს, ოსტატის ფუნჯი უხდება, ოსტატის ფუნჯით, ფასკუნჯით, გაცდები, საზღვარს გაცდები, ცხრა ცას აცდები, საუნჯით, ყველაზე დიდი გახდები. სველია, როგორ სველია, ჩემი თეთრონის ფაფარი, ბნელია, ღამე ძნელია, ბუჩქებში მოჩანს აფთარი. თეთრია, როგორ თეთრია, თეთრია ჩემი თეთრონი, ღმერთია, მაღლა ღმერთია და გზას გვიჩვენებს მე მგონი!
--------------------- წრთილი -- გაწვრთნილი წინწალი--საკრავი ინსტრუმენტი აგ-მაგუგი--გოგი და მაგოგი ტირალი--მკვლელი ტინალი-ტენალი--სისხლის ღვარი წვართა--სასჯელი წალიკა--ყველაზე მყრალსუნიანი მცენარე ადრაგუნი--ყვავილი(წითელი ვარდი) თეთრონი--აქ რწმენა
|
ხარ ბედი წყეული და ჩემი სიკერპე- დღეს ფეხთა მტვერია და პირის ფარეში, მე როგორც ჯადოქარს დამწვავენ კოცონზე, რომ აღარ გიხმობდე ნისლიან ღამეში. დღეს შენი სახელი ჰქვია ამ წამებას, ხარ ბედი მუხთალი და მაინც ძვირფასი... რომ აღარ მახსოვდე... რომ აღარ მიყვარდე... რომ აღარ მიყვარდე... ო, ცოდვილ მიწაზე, რამდენჯერ გინატრე, იმდენჯერ ტკივილი, ვით ნაყვავილარი დამაჩნდა სახეზე... მიშველე!
|
გონებამიხდილს ხსოვნის კოცონთან, მომენატრები დარდივით წყნარი, გოგოს რომ ერთი ბიჭი მოსწონდა, თურმე სხვა ქალის გამხდარა ქმარი. -ნუ იბუზები მაგ ცივ ბუხართან,- გამომიტყუებს ერდოზე მოლი, იმ ბიჭს რომ ერთი გოგო უყვარდა, ვაგლახ, რომ სხვისი გამხდარა ცოლი. ჩუმად ქირქილებს ბედი მის შემდეგ და სვლეპავს ცრემლებს, კვლავ რომ მოღონდეს, ვიცი, იმ დღეთა ლამაზ სიშლეგეს მოისაკლისებს ჩვენი ორღობე, ცა, ვარსკვლავები, იები ნაზი, უარყოფა და ჩუმი თანხმობა, შინაბერათა შური და ბრაზი, და საჭორაო ამბით გართობა. გვიჭირისუფლებს ობოლი ფიჭვიც, და შემოიხევს სამოსელს ქარი, გოგოს რომ ერთი მოსწონდა ბიჭი, თურმე სხვა ქალის გამხდარა ქმარი...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|