♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


თოვს მარტმა ამინდი არია.
შენ გავხარ ღვთისმშობელს-
მარიამს!
არ გინდა
არც რა სამკაული,
გუნდა-ლახუსტაკი
და უმარილი
შენა ხარ პატარა სასწაული
ციდან ჩამოსული სტუმარივით.
შენს თმებს
ველური ვარდისა და
მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
მაგაშიც ეშხი ურევია!...
თოვს ...
ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს
ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!...
თოვს ,
თოვს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1608 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთხელ დამესიზმრა ზაფხულის ღამეს,
ბაღში ტირიფის ქვეშ ვისხედით ერთად,
ჩვენს ზემოთ ბერი ხე ბავშვივით ტიროდა,
და შეყვარებულებს გვლოცავდა დიდხანს.
დღესაც დამესიზმრა მოხუცი ტირიფის ხე,
მითხრა მარტოდ-მარტო რატომ დადიხარო?
პატარა გოგომ ხომ არ მიგატოვა,
აქ რომ ფიცი დადო ხომ არ გატეხაო,
ხმა არ გამიცია მოხუცი ხისთვის,
უჩემოდ ბერი ხე ყველაფერ მიხვდა,
ორივემ თვალები დავხარეთ ჩუმად,
ორივე ვტიროდით, ვტიროდით დიდხანს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,

ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,

ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს

თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.

ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,

გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,

ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს,

რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება,

ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს

რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება.

მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს

ვისი გულებიც დაკარგულია,

ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე,

ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია.

ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით,

ის სულ ერთია ვინც გვინატრია,

სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით,

რომლებიც უთქმელად იწვან.

მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით,

შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო,

შევსვათ პირველი სიყვარულისა და

ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოხუცო, აჰა, აიღე ფული,
გული მიკვდება რომ გხედავ მშიერს.
(კარგი კაცისთვის ცხოვრება რთული,
ტაშფანდურა აქვს ცოდვის ნაშიერს.)
შეგცივდა ბალღო? აჰა, ჩაიცვი,
მე არა მცივა, ნუ დარდიანობ.
ვინმემ ჯიბეზე ხელი გაისვით,
თოთო ბავშვს შია ადამიანნო.
ახალი წელი მოდის და ყველა,
შინ თბილ ბუხარზე აფიცხებს ხელებს,
კედლების იქეთ მახსოვს რომ ცხელა,
გარეთ სიცივე გაგასულელებს.
ყველა საღამოს სამზადისშია,
ან ვინ დაეძებს გლახაკთ მარწუხებს,
არავის დარდობს თუკი ბავშვს შია,
ან რატომ ტირის, ან რა აწუხებს.
ლხინის სუფრები სახლში გააწყვეს,
(ჩვენთვის ლხინია მოტაცებული,)
ჩვენ სამნი, ერთად შევხვდით ახალ წელს,
მე, ის ბალღი და მოხუცებული.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიცი რო მოხვალ....

ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1011 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Angelozs echira grdzeli pergamenti

angelozs echira grdzeli pergamenti, mcuxare tvalebit
micas dahyurebda , mshvidobit , mshvidobit
amaod dagende , elvare sagamo almas sayured
bageda locvao dideba da dzeglo utuod maxseneb odesme odesme
graalis koshkebi lidiis samreklo
shen fextqvesh daimsxvra da glova momesma .
oh! rogor gapitrda ciurta tanadi ocneba , naxazi sagantra uarit.
grubeli feradi da alva tanadi romelsac aziis cit gadauaret
angelozs echira grdzeli pergamenti da fotlebs isroda sifitre baratis .
amaod dagende da chven ertmaneti amaod gvindoda
mshvidobit maradis qarapta morevshvi daeshva fardebi
sagamo kankalebs shishit ridobit
sagamo neldeba da kvdeba vardebi .
mshvidobit mshvidobit mshvidobit ! ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1661 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია.
ვისაც არასოდეს გაუმართლა,
მაინც სიხარული შეუძლია...
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინ მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია...
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარეა,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია...
ვისიც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც უხარია ყველაფერი,
ტყეებია თუ ველებია,
ვინ ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერადავერ შეელია...
ვისაც არასოდეს გაუა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1333 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლოს მოდი და ჩამხედე თვალებში,
მოდი აქ და გულზე ხელი შემახე,
დაუკვირდი, შენგან განაწვალებში,
რამდენ დარდს და მარტოობას შეამჩნევ.
ახლოს მოდი, ახლა იცი რა დღეა?
სამი წლის წინ პირვწლად რომ გაკოცე,
(რა მშვიდი და რა სპეტაკი სახეა,
ეგ ტუჩები ახლაც ისე მაოცებს.)
მაგრამ წასულს უნდა დარჩეს წარსული,
აღარ მინდა ამიჯანყდეს დარდები,
ყველა ზღაპარს კეთილი აქვს სასრული,
ამ ზღაპრებში გთხოვ ნუ დავიკარგებით.
ეს, ზღაპარი ხომ არაა ძვირფასო?
თუმც შენ გინდა ასე იყოს მგონია.
არ გსმენია? დრო გიჩვენებს ხიფათსო,
ეს სიტყვები მე არ მომიგონია.
აი, იმ ბავშვს, შენი ქვია სახელი
და შენსავით ლერწმად გამოთლილია,
ნუ დავრჩებით ოცნებების მსახველი,
იქ რომ დარბის, იცი? ჩემი შვილია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 192 193 194 195 196 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-27, 9:15 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025