მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია, მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია. ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში, მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი – თავისი, ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი! შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება, რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება, დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია, გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე, და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება, რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის. ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით... მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს, მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია, თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?! ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან უსულო სიმთან შენმა
...
Read More
|
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ... მე შენ დღეს თეთრად შეგღებავ... მერე ტალახიანი ფეხების გულებით რომ გადაგიარო... მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ... მე შენ დღეს შავად შეგღებავ... მერე თეთრად რომ ვითოვო შენზე... მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ... შენ რომ ის საღამო გამიფერადე... ზამთრის საღამო...
...
Read More
|
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე.
|
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან, დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის, წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა და მიხვდა - სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ, ძნელია ატანა ჩემი და გშორდებით, თუ შეძლებთ გამიგეთ, ვხედავ, რომ მიწაზე დამჯდარა სატანა და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა, სული და გული და კიდევ რამდენია, რაც ყელში ამოდის, მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან, ჰოდა, გაიხილე სიკვდილო, გამოდი.
მორჩა და გათავდა, ეს არი, რაც არი, იქითაც, აქეთაც, ცხოვრება მისია, უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი, მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად..
|
ის, რომ ის ის არის, ის, რომ შენ შენა ხარ, ის , რომ მე მე მქვია, ნეტავ არ მენახა! არა, მე არა ვარ, საშიში ურჩხული და ამას არ უნდა ბევრის თქმა, ჩურჩული. ნეტავი რა არის ჩემთვის უმთავრესი? მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი? ნეტავი ვინა ვარ? ან თუ ვარ საეთოდ? ადვილი არ არის ამ ფიქრით გაერთო. მაგრამ ამ დროისთვის, ვარ ძლიერ დაღლილი და ძილი მწყურია, მშვიდი და ადვილი. ზოლია გამყოფი, ჯდომის და დგომისაც, მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და ისინის შორისაც!
|
მე დაგინახე მწუხრის ჟამს წუხელ, ჩემთან მოჰყავდი ღამეს ქარიანს, ამ საიდუმლოს მხოლოდ ლექსს ვუმხელ, შენ წუხელ გავდი დედა მარიამს. ეს ცხადი იყო თუ, მოლანდება, ფერად სიზმარში გადახვეწილი, ერთი ბნელი დღე ისევ ღამდება, კვლავ სამყაროდან ვარ მოკვეთილი. ვიცი ძვირფასო, ჩემთან ძნელია, ვიცი, რომ სულ სხვას მივყვები სავალს, მაგრამ თვალები შენი სველია, და ტირი კვლავ ჩემს თავგადასავალს. მაგ მწვანე თვალებს და ცისფერ თავშალს, თავშალსშენახებ ნაწნავის შრიალს, ოლარდადებულ გულს,გადანაშალს, ჩემს ველურ სულში ვუგებ აშრიალს.
|
ზღვის პირად პატარა ბავშვის ტერფების კვალი ნამიან სილას ზღვის პირად აჩნდა, მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი, და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით. როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა! ვიდექი მარტო, შორიდან ფრთხილად, მოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა, ვხედავდი პირველ გაჩენის დილას... და მხოლოდ სილას, ნამიან სილას პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა...
|
შენი სევდიანი თვალები მიყვარს, შენი მიბნედილი გაღიმება, შენი გულიანი სიცილი მიყვარს, შენი საოცარი ჩაფიქრება. შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს, შენი ფერმკრთალი სახე, შენი ვნებიანი სიცილი მიყვარს, გამომწვევად რომ დამიხრი თვალებს. შენი უთქმელი სევდა მიყვარს, შენი უეცარი გაგიჟება, შენი ცრემლიანი სიცილი მიყვარს, თვალებში ღამის დაბინდება, მე შენი ამბით გამთბარი გულ
...
Read More
|
ნეტავ ახლა ჩემთან იყო, ნეტავ, ახლა გხედავდე, ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე გულში ჩაიხედავდე! ნეტავ, ახლა გეხვეოდე, ნეტავ, გულში გიკრავდე, ნეტავ, ჩემო ანგელოზო ოდნავ მაინც გიყვარდე. ნეტავ, ახლა მიღიმოდე ამბორისთვის მიხმობდე ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო არავისზე ფიქრობდე. ნეტავ, ახლა გიმღეროდე შენს წინაშე ვდნებოდე, ნეტავ ,ჩემი სიყვარულის ქსელში გაებმებოდე. ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე ნეტავ, ასე ხდებოდეს, ღმერთო ჩემო ეს სურვილი ნეტავ ამიხდებოდეს.
|
გული ტამტამებივით მიძგერს, რაღაც უცნაურ მელოდიას უკრავს , ჩემი სულიც ამ მისტიურ მუსიკას არის აყოლილი და ოკეანის აზვირთებული ტალღებივით ცეკვავს, ცეკვავს ისე ლამაზად ისე საოცრად რომ შიში მიპყრობს ამ უცნაური გრძნობების მოზღვავების გამო, მაგრამ ეს მუსიკა, ეს ჰანგები, ეს ცეკვა, იმდენად სასიამოვნოა რომ ცოტატი მაბრუებს და მამშვიდებს თითქოს მეუბნება ნუ გეშინია მომეცი ხელი, შენ მარტო არ ხარ, წამო გავცუროთ წითურ ღრუბლებში, ვისუნთკოთ სიცოცხლის სურნელება, გავშალოთ ფრთები რომელიც ამ გრძნობამ გვიბოძა ერთად, გავცუროთ ცასავით კამკამა ზღვაში, წამოდი წამოდი ვისუნთკოდ ერთად, და მეც ვცეკვავ, ვცეკვავ, ვცეკვავ გრდზნობები ვეღარ ეტევა ვერსად და სკდება, სკდება მოდის წვიმად ნელ-ნელა, წვეთი-წვეთ ცვივა სიყვარულის წვეთები ციდან, ეს წვიმა მხოლოდ ჩვენ ორისთვის მოდის ასეთი წმინდა, გრდზნობების წვეთები წვეთი-წვეთ გვასველებს ერთად და სიყვარულით უსასრულოდ გაჯგენთილები, მზად ვართ უსასრულო სიყვარულისთვის მუდამ..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|