♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,
ხემ და პოეტმა იციან მარტო,
ქალი ქუჩახე როცა გადადის,
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო,
ქალი წვიმაში რომ ილუმპება,
რატომ იცინის უმისამართოდ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1508 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"მომენატრები წუთით და ძლიერ
მაგრამ არ ვიცი ეს მართალია?
მე სიყვარულმა მომცა სიცოცხლე
მე ხომ ვიცი ეს სიმართლეა
."
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძველი დღეების საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად ცივათ ფანტელებს.
მე მეშინია ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჟის ხმა შემაშველე.
ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი მიწისგან დანავალები,
მე გარიჯრაჯზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები.
შენ არ მოხვედი ცა იყო თეთრი და აჯრჯოლებდათ ფრთოსან ასულებს,
რომ მოსულიყავ მე გაგიმხელდი, სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე.
დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის.
ეხ არ ღირს არ ღირს, არ ღირს ლოდინი, არ ღირს და მაინც მე მაინც ვიცდი.
აღარ დავსტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო ერთხელ მაინც თუნდაც ერთ წამით მოდი და ჩუმად მითხარ მოვედი.
ჯამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთაწყება,
ეს ბოლოს,როცა მზე შემოდგომის გარდაიცვლება და შეგცივდება.
მე მეშინოდა ზამთართ არულის და ეს ზმანება აცხადდა ახლაც
ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა ვინ დამანათლა.
ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილები სადღაც მიდიან.
მეც აჩრდილი ვარ რას დაგიშავებ, მოგეფერები ნუ გეშინია.
ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს ვინ აურია საღამოები.
მე ახლა ვიცი საით წავიდე, ოღონდ არ ვიცი რატომ მოვედი.
მახსოვს ბილიკებს თოვლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით
მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიფქით გათოშილ თვალებს ვემთხვევი.
მე ისიც ვიცი რატომ არ მოხვალ და სად ზარები რატომ შფოთავდნენ
უუნათლესი მზენი გვწყალობენ, გღლის წარსული და ელი მოსასვლელს
ახლა ზამთარი ყუთში ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1348 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე მთა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს.

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან,
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად,–

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1379 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას
ქალაქს,რომელსაც დაუნგრიეს,სიცილის სკოლა.
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს,მტერს ისტორია,
და ყოველ ღამეს ტრადიციულად გადექცა სროლა.
სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას,
და პოეტები,განთიადებს აღარ ხვდებიან.
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები,მაისშიაც აღარ დნებიან.
ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად,რომ მიართმევს გატეხილ სარკეს.
იქ,სადაც კვდება მიჯნურებში,ალერსის ნიჭი
და ბუხარს,შეშად უკეთებენ,ბალზაკს და მარკესს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და უძილობა არჩეულ სტილს ვიცავთ,
შვილის ოთახიდან ჩამესმის სტინგის ხმა.
ღამე ბოქლომივით ჰკიდია ჟალუზებს,
მე კი მივიწყებულ გრძნობათა ჯაზს ვუსმენ...
თითებზე ბეჭდებში თითქოსდა დუღს ქვები,
დედობის სათვალეს ახლა არ ვუხდები...
ცა ჩემს ვირტუალში ნაწვიმარ ღრუბელს შლის,
ბოლო დროს გამიხდა ხმა რაღაც უხეში.
პულსაუჩქარებლად ვუკეტავ კარს ვნებებს,
შვილების სიზმრებში დაკარგულ გარსს ვეძებ.
სარკე ალმაცერად მიყურებს ანფასში,
მე კი მარტოობის შემსწავლელ ანბანს ვშლი...
დასრულდა ცხოვრების მტკნარი სიუჟეტი,
საშველად მოსულ ფიქრს კარი მივუკეტე.
ვამოკლებ, ვამოკლებ სურვილთა განედებს
და ყველა სურვილი თავს თვითონ მანებებს.
წლების ქარ-წვიმები დედდება თეთრ თმებად,
სარკიდან მიყურებს სხვა ქალი - ეს მე ვარ!...
სასო კი სასიდან წარკვეთილ ხმას უშვებს,
დავუშვათ - დავბერდი, დავბერდი - დაუშვათ...
სისხლძარღვებს ნაღველი თრომბივით აეკრა,
თვალებდახუჭული შევყურებ სხვა ეკრანს,
რა სწრაფად გარბიან ცხოვრების კადრები,
ჯერ ღამის ორია და მაინც ადრეა...
მე და უძილობა არჩეულ სტილს ვიცავთ,
შვილის ოთახიდან კვლავ ისმის სტინგის ხმა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1263 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა, -
ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
„ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა".
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა, -
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, -
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,
იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.

ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა,
თოვლის ვნება და ცდუნება ღამის,
რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას
გადახრის ხვალის მარადი წამი.

აქ, ენკენიის სივრცე - იოდად
ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს.
ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა,
თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ.

ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით,
ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით...
სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი,
არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი...

ვერ ამოუვალ მომავალს ვალში,
ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად:
ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს,
ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს.

რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა,
ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ.
აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად,
რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს.

აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე
და საკადრისად ვერ შეგიყვარე.
შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს
და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ.

თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით
სვეგაწბილებულ მზერას გისწორებს -
შენს ლაღ ოცნებას რაც დავაკელი,
იქ გაგიცისებ და გაგი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 193 194 195 196 197 ... 254 255 »
კვირა, 2025-06-29, 2:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025