♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მენატრები ისე ჩუმი სევდით
და ტკივილით გულში...
შენ დამტოვე
მარტო, ცათა შინა,
თითქოს იყო გუშინ...
მარტოობის განა მეშინია,
შევეჩვიე თითქოს,
მაგრამ სულში
ისევ ტირის ვიღაც,
მოფერებას ითხოვს...
მიმატოვე გაუთიბავ გზებზე
და ნაცრისფერ მთებში,
მერე ცრემლად
შემოდგომის წვიმა
გადმოღვარე ჩემში...
მენატრები უცნაური სევდით
და ტირილი მინდა.
შენ დამტოვე,
ვერც კი მოგისწარი
და მთელი დღე წვიმდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1562 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი მონატრების ფერი დამდებია,
შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია,
სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი,
გული გამითბა და მერე შემიყვარდი.
ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ სითბოს,
ფიქრი -ფიქრია და დარდიც დამრჩენია,
ტანჯვა-წამებისთვის როგორ გამიმეტე,
ნუთუ არასოდეს არავინ გყვარებია?!
სარკმელს მიმაჯაჭვე, ვეღარ შეგელიე,,
დარდი გამიჩინე, სული შემირყიე,
წლები შეგალიე, ლოდინს შემაჩვიე,
ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე....
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>

მაკოცე!…
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი…
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს…
მაკოცე…
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!…
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ…
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმდა.. ძაან მაგრად წვიმდა..მე და შენ მივრბოდით...ხელჩაკიდებულები...აარა წვიმიის არ გვეშინოდა..უბრალოოდ მივრბოდიით და ვიცინოდიით...წვიმამ გადაიღო ..მზემ არ გამოანათა ღამდებოდა და იმიტომ...ეხლა უკვე ნელა მოვდიოდით..სველები..დაღამდა აცივდა...არა არ აცივდა ჩვენ შეგვცივდა...სკამზე დავჯექით..ვიჯექით...დიდი ხანი ვიჯექით..10 საათი ხდებოდა...ჩამეძინა..შენ წახვედი..დამტოვე...სიცივეში და სიბნელეში სულ მარტო....გამეღვიძა...ხელში ფურცელი მეჭირა..რომელზეც ეწერა: "ნუუც აიხედე ციდან ვარსკვლავი ვარდება.. " მეც ავიხედე მარა ვარსკვლავი არ დამინახავს...თვითმფრინავი დავინახე...ცაში წერდა: " ნუუც მე შენ მიყვარხარ.."
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სად ხარ, სევდა მომერია
სულ შენ მელანდები,
მწყურვალს სყალი რომ მოენატრება უდაბნოში-
ისე მენატრები!
ოცნების კოშკები შენთან შეხვედრისა
ბევრჯერ ამიგია,
მითხარ სად გეძებო,
რომელ გზას დავადგე,- ვეღარ გამიგია!
ერთი გაღიმება ისე გამაცოცხლებს, ისე გამახარებს,
მოდი,ძველებურად ისევ გამაცოცხლე,ისევ გამახარე!
მოდი,დამიბრუნე ძველი ხალისი და ძველი აღმაფრენა
შენ ერთს შეგიძლია უძირო სევდისაგან ჩემი გადარჩენა!
შენ ერთს შეგიძლია ისევ გამიბრწყინო მზერა ნაღვლიანი,
ისევ ამიყვავო სულში გაზაფხულის ლურჯთვალა იანი...
სად ხარ,სევდა მომერია ისე მედარდები,
მომაკვდავს სიცოცხლე რომ მოენატრება,
ისე მენარები...............

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა წინა ვარ, არადა სიკვდილს
ცოტაოდენი მივეცი ფორა,
ახლა სხვა ფიქრზე ვფიქრობ და მიკვირს
რომ იბადება სხვა მეტაფორა.
ახლა მე მქვია მასზე ძლიერი,
სიკვდილს სუდარის დავუჭრი თარგებს.
ვიცი შეშლილის რომ მაქვს იერი,
რომ ვუძმობ ცაზე ამონაქარგებს.
იცით რომ ღამე არასდროს მძინავს,
გარეთ დავფრინავ როგორც ღამურა,
თქვენ ყველა ხიწვზე კვნესით და გმინავთ,
მე ყველა ტყვია მესაამურა.
ზვირთს სიმშვიდემდე სუყველა უთმენთ,
მე მაშინ ვცურავ როდესაც ღელავს,
სიკვდილი არვის ხვეწნას არ უსმენს,
მე სათითაოდ დაგინდობთ ყველას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.
და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.
ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.
და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.

მე ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლა
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.
უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა.
თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.

და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.
ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება.
მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.

წუხელი ღამით ეს თითები ვერხვისფოთლობდნენ.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.
სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ
და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.

ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებს
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,
როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული
და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.

1919წ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს სრულიად შესაძლებელია,
გადახვიდე მეორე ნაპირზე მაშინაც კი,
როცა წყალი ღრიალებს.
მშვიდად აიკეცო კალთები ქარიშხალში,
მოსინჯო ქვები და შეცურო ყელამდე.
აწეულ ხელში, შესაძლებელია, გეჭიროს ერთ ბოხჩაში
გამოკრული, გადარჩეული შენი ცხოვრება, როგორც მბჟუტავი შუქურა
და ერეოდე.
მიდიოდე ასეთი,
უფერული. მარტო. სახეზე - მათრახებივით გირტყამდეს
მრავალშვილიანი დიასახლისების მზერები - მათ ვერ გაბედეს.
ქუჩაში გამოსული კაცების უძლურება - ისინი ვერ დაგეხმარებიან.
შენ კი მიდიოდე დაჟინებით,
კაფვით, ოფლის წმენდით და ერეოდე.
ეს შესაძლებელია,
უცებ გაჩერდე და მიხვდე,
წინ მობეზრების ნათესებია და უკანაც მომკილი ყანა,
შენ კი უაზრო გმირობას სჩადიხარ ამ ხალხისთვის.
შენი ბრძოლა - მხოლოდ ერთი საინტერესო დღეა სოფელში.
ეს სრულიად შესაძლებელია,
გადაწყვიტო - მდინარის ფსკერზე ბევრად უკეთესია
და ჩაყვინთო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1011 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენს ხასიათზე ვარ.
შავები მაცვია. ამინდი აქ, ალბათ, არაფერ შუაშია.
მუხლებთან შენი შუბლია.
შუბლთან ჩემი თავია.
ხელები თევზიანია. დაბანა დამეზარა - ჩქარა მიყვარდი.
შენთან რომ მოვრბოდი, ნახევარი სახლში დავრჩი.
წამოსულს შემომაცოცდა ლურჯი შუზები. კუბოკრული გეტრები.
გამხმარი ფოთლებივით გვცვივა ტანსაცმელი.
ნეტა, რას ვიცვამდი!
მთვრალი ხარ? გაიწიე. გეხვევი. გეხვეწები.
ჯერ მხოლოდ ზურგები!
შესაძლოა, ტერფებიც,
თბილი კარამელით
ხან გადაბმულები,
ვშორდებით, ვერთდებით.

არ შემოგეჭამო. ერთი კოვზი მაინც
მაწვნის დედასავით რომ შემომინახო,
ხვალვე შევდედდები.

მანამდე სურნელით უნდა გა(და)მტენო,
დავიდოთ მხრებზე გემო ერთმანეთის ენებით.
(ეს დალაქავება რომ არა, აგცდებოდი)
მკლავები გამიკავო, მატკინო. ნაბიჭვარო!
ყელზე იისფერი ინიციალი ხარობს.

შენს ხასიათზე ვარ.

ყველა ქალზე ოდნავ ნაკლებო.
ყველა კაცზე ოდნავ მეტო.

ახლა კი ფარდას ჩამოვაფარებ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1361 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 191 192 193 194 195 ... 254 255 »
სამშაბათი, 2025-01-28, 5:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025