♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


შენი სევდიანი თვალები მიყვარს,
შენი მიბნედილი გაღიმება,
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე,
შენი ვნებიანი სიცილი მიყვარს,
გამომწვევად რომ დამიხრი თვალებს.
შენი უთქმელი სევდა მიყვარს,
შენი უეცარი გაგიჟება,
შენი ცრემლიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში ღამის დაბინდება,
მე შენი ამბით გამთბარი გული მიყვარს,
შენი პატარა ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად რომ შენს გარდა არავინ მიყვარს,

ჩემო ანგელოზო ეს ხომ კარგად იცი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1463 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგენატრები და მე ვიცი ეს მონატრება,
რამდენჯერ ცრემლებს გაგიჩენს თვალში,
მოგენატრები და მე ვიცი ამ მონატრებას
ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის,
მოგენატრები ეხლაც და მერეს როცა
ჭაღარა დაგათოვს თმაში.
მომენატრები,ჩემს მონატრებას ბევჯერ
უღმერთოდ გაჰყვები ქარში.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1031 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე არ ვარ ის,
ვინც უნდა გახდეს, მომდევნო ტრაგედია, შენი სულის კედელზე
და ნატკენ ოცნებებს,
დასამთავრებლად
ვტოვებ შენს სხეულზე-როგორც საფერფლეზე, ჩამწვარ სიგარეტად...
ვერ დამატიე სულში სილამაზედ
და ქუჩის ბოლოს სასურველ სილუეტად, აღარც მე ჩავსაფრდი...
და იცი?დამთავრდი...

სულაც არ ყოფილა საჭირო მარტოობა, რომ შემიყვარო
და გაინაწილო ჩემს ფილტვებში დარჩენილი სუფთა ჰაერი,
როგორც მე შევძელი, ისე არ მჭირდები
და როგორც შეძელი, შენც ისე წახვედი,

ვუკიდებ თამბაქოს და ჩემს გარშემო, ღიმილისფერი, ნაცნობი კვამლია...
შენში ვარ, მხოლოდ სასურველი სილუეტი სხვისი სხეულის,
ისე კი ქალი ვარ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,
ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,
გულს ეუფლება უსაზღვროება,
როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...
ყვავილი შენი ქარში ირწევა,
თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...
ნუ შეშფოთდები,ღრუბლებს თუ გავყვე,_
მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!
შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცოტა-ცოტა, ბევრი არა ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა, ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს, ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა, მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . .ცოტა გადაიღო, მოდი! მართლა გინატრე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხომ შეიძლება, გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება, გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შეიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება, ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც
ხომ შეიძლება, გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
თუმცა ოცნება ეალერსება
გათანგულ ფიქრთა მორევს
ძნელი ყოფილა თავის დაღწევა
სინამდვილის კვალს ტოვებს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყოველთვის მოჩვენებით გებრძოდი...
გაგრძნობინებდი, რომ არაფერს გითმობდი...
ვცდილობდი, მეთამაშა ცივი ქალის როლი,
მაგრამ უნიჭო მსახიობი ვარ...
ჩემს თავს ვუმტკიცებდი,
რომ ჩემთვის მხოლოდ სიტყვები ხარ,
რომლებსაც არანაირი ძალა არ აქვთ,
მაგრამ ყველა არგუმენტი გამეფანტა...
დაბნეული ვარ...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რამდენი ხანია, შენთან არ მისაუბრია,
თუმცა, არც არასდროს მისაუბრია.
უკვე ოცდაერთი წელია მა...
როგორ დავიღალე, იცი? არ იცი.
შენ ისიც კი არ იცი როგორ გგავარ.
დედა ამბობს, რომ ყველაფერში გგავარ,
სიცილში, ლაპარაკში, სიარულში, ძილშიც კი.
მა, დამიჯერებ რომ მახსოვხარ?
ჰო, მახსოვს სიბნელე
და შენი გაყინული ხელები.
მაშინ რა ვიცოდი...
შენ გახსოვარ, მა?
დედა ამბობს, ანგელოზები ყველაფერს ხედავენო.
როცა მენატრები,
როცა ძალიან მენატრები,
მათ არსებობასაც ვიჯერებ.
მა, არასდროს მოვსულვარ აქამდე შენთან,
არ გვისაუბრია, დღეს კი.
დღეს გაპატიე, მა.
გაპატიე უშენოდ გატარებული ყოველი წუთი,
გაპატიე, რომ გვერდში არ მყავდი და
არ მიცავდი, როცა მჭირდებოდი.
გაპატიე, რომ დედა ჩუმად ტიროდა ღამ-ღამობით.
გაპატიე, რომ არ მაკითხავდი ბაღში.
დღეს ბედნიერი ვარ, იცი როგორ მიყვარს?
საკუთარ თავზე მეტად.
იცი, რა კარგია?
სხვანაირია, მა...
სხვებს კი არ გავს, ერთნაირებს.
მა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა,
დღეს გაპატიე, რომ მოკვდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამეა ახლაც ისეთი ბნელი_
რომ მთელს სამყაროს შავ ფერში ახვევს,
ცხოვრებისაგან არაფერს ველი,_
ვეღარ ვგრძნობ ჩემი სხეულის ნაჭერს...

თითქოს ვიღაცამ დახვრიტა ზეცა_
და ვარსკვლავებად მოჟონავს სისხლი,
სხვა ჩემს სიცოცხლეს უჩემოდ ძერწავს,
და რომ ვარსებობ, რატომღაც მიკვირს.

არეულია როლი, თუ სცენა,
ვიღაც ცხოვრების კანონებს მიდგენს,
საკუთარ თავთან ზურგითა ვწევარ,
ან რა აზრი აქვს პირისპირ ვიდგე?

რას შევცვლი თუკი ღამეს გავათევ(?),
ღამე ყველაფერს შავ ფერში ხატავს
ვაგორებ დღეებს,როგორც კამათლებს,
და ვიბრძვი მხოლოდ საკუთარ თავთან...

თითქოს ვიღაცამ დახვრიტა ზეცა,
დილა სისხლიან გზაზე აგდია,
სხვა ჩემს ცხოვრებას უჩემოდ ძერწავს,
და, რომ ვარსებობ,_
მხოლოდ ფაქტია!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 196 197 198 199 200 ... 254 255 »
შაბათი, 2025-06-28, 8:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025