♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ჯერაც მშრალ ასფალტს
ასველებს წვიმა,
ქუჩის კუთხეში
დგას ჩვენი კაფე...
სადღაც კი,
ძველი დღეების მიღმა,
დრო ჭრილობაში მიტოვებს ძაფებს.

ვგიჟდები,
ყველგან შენი ხმა ისმის,
ცხადში კი,
ეს დღეც უშენოდ გავა...
მოწამლული მაქვს
წარსულით სისხლი
და
ინფექციაშეჭრილი ვდგავარ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დადგა ზამთარი და მოხდა ისე, რომ
კვლავ შემეძლო მე შენი ნახვა. ისევ
მიცდიდი და ჩემს სხეულში კვლავ
აფათურდა იმედის ჭია.
ქალაქში თოვდა და ფართე ფიფქებს
ქარი უაზროდ ათამაშებდა. დღე
კლებულობდა. ცა დაბლდებოდა.
ქალაქი წყლიდან ამოსულს ჰგავდა.
ყველა ჩქარობდა, თითქოს შენ ერთი,
თითქოს შენ ერთი უცდიდი ყველას.
და ამის გამო მძულდნენ ყველანი. შენ
კი რატომღაც ყველაზე მეტად.
მაინც ვცდილობდი, რომ სხვაზე სწრაფად
მევლო შენამდე და სწორედ ახლა
დამესწრო სხვისთვის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ იმას მიაღწიე რაც გინდოდა აქამდე
და რის მიღწევასაც ცდილობდი
მე გადავწყვიტე წავიდე
და ვეღარ დამიბრუნებ
შენ არ ხარ იმის რირსი რომ შენთან თუნდაც მეგობრობის დონეზე ვიდგე
ამაზრზენი არსება ხარ და საერთოდ მინდა რო გაქრე
ჩემ ცხოვრებიდან
საიმოვნებით დამემართებოდა ამნეზია და მხოლოდ შენ წაიშლებოდი
ის დღე იყოს დაწყევილი როდესაც შენ გაგიცანი და დაწყევლიაია ისედაც
ძAლინ ვნანობ რომ შენნაირ ადამაინთან დავიჭირე ურთიერთOბა
მინდა რომ მძულდე მაგრამ არ შემიძლია იმიტომ რომ მაინც მიყვარხარ
მიყვარხარ იიიტომ რომ შენთან ძალინ დიდი და ბევრი რამე მაკავშირებს
მინდა მეზიზღებოდე და ცუდი მინოდდეს შენთვის მაგრამ არ შემიძლია
ეს ჩემი ჰუმანურობის ბრალია
ძAლინ შეიცვალე ეს ბოლო ერთი წელია და დამიჯერე ძალინ ცუდია შენთვისაც და გარშემომყოფებისთივსაც
მოკლედ კარგად .....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს,
დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს,
რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი,
დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას...
ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი,
დაინახავდი სიყვარულის ფარულ დინებას...
ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას,
შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას...
ჩემთან რომ იყო, გულს იმგვარად გავაცოცხლებდი,
რომ აჰყოლოდა შემოდგომის ფოთოლთა რხევას...
ჩემთან რომ იყო... საყვარელო, ჩემთან რომ იყო,
მე ჩავახშობდი სივრცეებში ყოველგვარ ბოროტს...
ჩემთან რომ იყო, რა სიხარულს მოვესწრებოდი...
რა სიხარული მომიღებდა შენს გვერდით ბოლოს!
ჩემთან რომ იყო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი ოდესმე თავს მარტოდ იგრძნობ,
თუ აივსება დარდით ეგ გულიც,
პირველად მაშინ გაგახსენდება
ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული.

აგედევნები უჩვეულ ფიქრად,
უცხო ოცნება შეგაკრთობს წამით,
და წარსულიდან მოგონებები
არ მოგასვენებს დღისით და ღამით...

ხომ შეიძლება, მინატრე კიდეც,
იქნებ, დამეძებ ნოემბრის ქარში...
და რას იფიქრებ, რომ ისევ ცოცხლობს
ბავშვური ტრფობა მოწიფულ ქალში...

მე დღესაც შენი ოცნებით ვცხოვრობ,
უშენოდ წლები სატანჯველს ჰგავდა...
და არ მქონია სხვა რამ სურვილი,
შენთან შეხვედრის სურვილის გარდა...

ვგიჟდები... ახლა მგონია, მოხვალ,
გავინავარდებთ ერთად იებზე...
ჰო, ვგიჟდები და ამდენ ფიქრს შენზე
შეშლილს ხომ მაინც მაპატიებენ....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილ დამშეულ თვალებში.

როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს?
დეპრესია...
დაწერე?
დავწერე, მაგრამ
რეგრესია.

უკვე მერამდენედ ვატარებ საღამოს
ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ,
გრანელი? გრანელი...სიკვდილის აჩრდილი,
დინება უკვალოდ, დინება ქარდაქარ.

რა მოხდა?
ცრემლები...
დაწერე?
დავწერე..
გიკითხავ,
შენ მისმენ,
სათქმელი გავწელე.

ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს,
ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან,
ხანდახან მზეს სხეულს თავთუხად ვატოლებ,
შენ იცი... რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.

ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე,
მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა,
პოეტი არა ხარ?! მოდი და მიშველე,
უზომოდ გვჭირდები მეც და ჩემს ლექსებსაც...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგესალმებით დიდს და პატარას
მე დავიბადე!
ეხლა დაიწყებთ ქეიფს სმა-ჭამას
ვიცი დილამდე,
მე ვერ გავუძლებ ამდენ რამეს
ჩამეძინება,
ისედაც ბევრი გამაწვალეს
ამ ექიმებმა!
ჩემო მშობელო ქალბატონო
დიდი მადლობა,
ჩემთვის ამ ტკივილს, რომ უძლებდი
რომ ჰყავ წყალობა.
ჩემი პატარა სულგრძელობით
გიწოდებ დედას!
ეს დიდი კაცი ვინ არის, რომ
ჩემს კოცნას ბედავს?!
თქვენი ქმარია... მე ბოდიში,
მაშ იყოს მამა,
მაგის კისერზე იყოს ჩემი
ჩაცმა და ჭამა.
მარტო ცხოვრებას რა აზრი აქვს
მაჩუქეთ ძმები,
რომ ჩემს ოცნებებს უფრო მყარად
შევასხა ფრთები
ჭამეთ, დალიეთ, სუფრა გულით
გამიმართია,
მე დავიბადე ასეთი რამ იშვიათია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთ დღეს გაწვიმდა თითქოს ცაც განრისხდა
თითქოს ჯავრს იყრიდა ის დედამიწაზე
მეც სარკმლის მიღმა ვტიროდი მწარედ
და ცის ცივ ცრემლებს ჩემს ცრემლს ვატანდი
თავჩაქინდრული ვფიქრობდი შენზე
შენს ნათქვამ სიტყვებს ვიმეორებდი
თან ჩემთვის ვფიქრობდი ნეტავი სადახარ?
სულ არ გაღელვებს ჩემი გრძნობები?
წვიმა კი ფიქრებს მტაცებდა შორით
შორით მიჰქონდა შენზე ფიქრები
და ცრემლს მმატებდა თითქოს თამამად
ნუგეშის მომცემი კი არვინ არ მყავდა
მერე კი წვიმამ კვლავ გადაიღო
მეც შევიმშრალე ცივი ცრემლები
შენზე ვფიქრობდი კვლავ გარინდული
და ამ ნაზ გრძნობას ვეფერებოდი.
ამ გრძნობას მაინც არ შეველევი,
თუნდ ამგრდზნობებმა ბოლო მომიღოს
თუნდ ამ ტკივილმა გული განგმიროს
და სამუდამოდ ცრემლი მადინოს.
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. მიყვარხარ,
ამ გრძნობით მინდა მარად ვიცოცხლო
ვიცი ამ გრძნობას ვერვინ წამართმევს
იგი ჩემია სამარადისოდ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.
მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე შენზე შევღაღადე უფალს, გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე შენი სიყვარული ღუპავს.
მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი შენთან სიახლოვე მსურდა, სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი პასუხიც ასეთი უნდა.
მე შენ მიყვარდითქო.... ამას მოგაძახებ გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს!
მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 198 199 200 201 202 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-09, 8:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025