მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ვოცნებობ, იქნებ ისევ დამტოვონ შენზე ფიქრებმა, მაინც სხვის გულზე დასვენებული შენი ვიქნები!... არც გებრალები, არც შემიყვარებ ხვალ, როგორც უწინ, ამიტომ ვნატრობ გამეცალონ, გაქრნენ ფიქრები... მე ხვალინდელ დღეს შევადარებ წარსულის აჩრდილს, დავხუჭავ თვალებს, მონატრებას მოვუხმობ ჩემთან... ხვალ ბიჭი ისევ გამოიწვევს საცეკვად გოგოს, მე კი დავრჩები შენს ლოდინში, მარტოდ და კენტად... ცრემლები ისევ დამიშლიან გზისკენ გახედვას, მათი სიკვდილი დამახუჭინებს ტკივილით თვალებს, ისინიც ჩუმად გადაივლიან გაყინულ ლოყას, დამიფარავენ, წამიშლიან წარსულის კვალებს. ტუჩები ისევ მიცახცახებს სიცივისაგან, ხვალ ბიჭი ისევ გამოიწვევს საცეკვად გოგოს, მე კი ტანჯული, ლიანდაგზე დასვენებული - იმაზე ფიქრი მასულდგმულებს - მოვკვდები ბოლოს!...
|
მე ვარ პოეტი არა იმიტომ მხოლოდ სტრიქონებს გიწერ ლამაზებს, მზერა გაცივდა ზამთარივითო და ჩამომჯდარა ფანჯრის რაფაზე. სახლი კი სახლი ისე პატარა, სუნთქვა ათბობს და ქარი აცვია და ჩემთან ერთად კრძალვით ატარებს, შენს დატოვებულ რადიაციას.
დატოვებულ რადიაციას დიდი ხანია ერთად ვატარებთ, სუნთქვა ათბობს და ქარი აცვია, სახლია, სახლი ისე პატარა. მეტაფორები გაზის კაბაზე, ცაა მაღალი, - ტაძარივითო, მხოლოდ სტრიქონებს რომ გწერ ლამაზებს, მე ვარ პოეტი არა იმიტომ.
მე ვარ პოეტი მხოლოდ იმისთვის, რომ სიყვარულზეც გული მერევა, გაურეცხავი დამაქვს სინდისი, მაგრამ სულ სხვაა ყოფიერება - ძლიერ ავად ვარ, ვწევარ ეული, პეპელა ირგვლივ უვლის ნათურას და ხველებასთან ერთად კლებულობს ოთახში სითბოს ტემპერატურა...
|
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს. არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი. ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს. იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი! ...გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე... ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას. ...გახსოვს? –
...
Read More
|
ვარსკვლავი მოსწყდა ცას და გინატრე ვინატრე გაჩნდე ჩემთან მალიმალ, გულში ჩაგიკრა, ხელი ჩაგჭიდო და აღარასდროს აღარ გაგიშვა. ვარსკვლავი გაქრა, ჩემი ლამაზი ნატვრაც მას გაჰყვა და აი ახდა... ჩემთან ხარ და აღარსად წახვალ...
|
ეს მე ვარ...მე ვარ...შეშლილი ქალი... ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს... ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად, რომ ჟრუანტელი ტანში გივლიდეს...
ეს მე ვარ, ვნება, ცრემლი და შფოთი, ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი... დამუხტულია შენზე ოცნებით ჩემი სხეულის ნერვი ყოველი.
|
წიგნში ჩანიშნული ლექსივით გეძებდი. ჩუმად მოვდიოდი ნაცნობ ნაპირებთან. თითქოს ირეოდნენ ცაში სტრიქონები, თითქოს დეკემბერი წვიმებს აპირებდა.
უხმო დუელებში მოქიშპე ტალღები, ქვიშას ახატავდნენ ამოუცნობ შარჟებს, ელვის ხელთათმანი გასერავდა ჰაერს, როგორც ბედისაგან წართმეული შანსი...
მერე ვაგროვებდი სიტყვებს სველ ქვიშაზე, გულში ვიმალავდი უცხო გარინდებით, მკერდი მძიმდებოდა სიტყვა-კენჭებით და სახტად დარჩენილი მზერას გარიდებდი.
მაინც ვთამაშობდით ცხოვრების პარტიებს და კვლავ შავი ქვები კენტად მეწყობოდნენ, ჩვეული სიფიცხე ღალატს გარჩენდა და ტუჩის კუთხეებში ღიმილს აწყვილებდი.
ახლა დანისლულა შენი სავანნები, ზამთრის წვიმებივით ვეღარ შეგიპირე... წიგნში ჩანიშნული ლექსივით მომწონდი, თუმცა ვერასოდეს ვერ დაგიზეპირე.
|
დე, იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი. დე, იცი... მე მაჩუქეს, აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დე, იცი... მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული, ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ. დე, იცი აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება, უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება. დე,იცი... დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე... გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
|
მაესტრო, თეთრი კალვიშები თითებს კოცნიან..... სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე....... მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ....... ჩემი გრძნობისაც დაუკარით მაესტრო რამე............. მაეტრო გესმით კლავიშები როგორ კვნესიან? სადღაც, კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით......... უთქმელი თხოვნა შემისრულეთ ძვირფასო ჩემო......... მაესტრო ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით........
|
დაზამთრდა, ოთახს სუნი ასდის დამწვარი შეშის და ნოსტალგიამ კედლებიდან იწყო გადმოსვლა, მხედავდე ახლა , გეგონები ბებერი შლეგი, წარსულს რომ ეტრფის და ალაგებს უხმო კადრებად. მოდი, დღეს ცივა, ჩამოვუსხდეთ მოხუც სიჩუმეს, ვიმუსაიფოთ როგორც ადრე, ისე, უბრალოდ, შენს ცხოვრებაზე მომიყვები, მერე იყუჩებ, მე კი ფინჯანში მონატრებულ ღიმილს მოვახრჩობ. ცეცხლის ენებში ტკაცატკუცი გაუდის ფიჭვებს, შენი თითების სუნი ათრობს თითქოს სამყაროს, გაინაპირეს თვალებმა და ფანჯრებზე ფიფქებს, ალბათ დუმილის მელოდია სუნთქვით გაათბობს. აცივდა, მოდი, ჩამოვუსხდეთ მოხუც სიჩუმეს, ჩვენი შეხვედრაც ხომ იქნება ლამაზი კადრი, ვიმუსაიფებთ როგორც ადრე, მერე ვიყუჩებთ, ზამთარს უხდება საღამო და ფინჯანი ჩაი.
|
ადამიანები გარბიან. გარბიან სახლებიდან, გარბიან ქუჩებიდან, საავადმყოფოებიდან, საკუთარი ტყავიდან. ერთიდან მეორემდე და ასე ათამდე, ათიდან ასამდე და ასე ათასამდე, ათასობამდე, მილიონობამდე. სულ ექვსი ნული. ექვსი რგოლი კისერზე, ზოგისთვის თხელსა და ნატიფზე, ზოგისთვის სქელსა და საზიზღარზე. ადამიანები გარბიან. მე დავინახე როგორ გარბოდნენ. ძვრებოდნენ ფანჯრებიდან, ძვრებოდნენ ხეებიდან, კანალიზაციის მილებიდან. გარბოდნენ... და მე გამჭყლიტეს."
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|