♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

უცხო კაცთან მეისეთი მხდალი ვარ 
გვერდით როგორ დაგიწვებით სერ
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ
რომ სირხვილით დავიწვები სერ
მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,-
მე რომ დედას მომაშოროთ-
ცოდვა არის, ადრე არის სერ,,,
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით სერ,
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი
თქვენ რომ გვერდით დაგიევებით, სერ
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,
გრძელი არის ზამთრის ღამე სერ
მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან
არ მეყოფა სიძლიერე სერ...
აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე, სერ
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,
მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
18
ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.
20
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
21
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან,
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
23
მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა.
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა;
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
24
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი!
25
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენიდან ჩემამდე
მთელი საუკუნე უხმოდ მიიწურა მოკლე ნაბიჯებით.
უბრალო ჩვევამდე დავიდა ამბოხი.
სისხლი მიყივის და შენს ბილიკს მთავაზობს
გზა,
სადაც არასდროს ვაკეთებ დანაზოგს.
გზა,
სადაც საზღაურს არ ვითხოვ არასდროს.
გზა,
სადაც ვიცი, რომ ბოლოს დავისჯები.
და როგორც ყოველთვის შეთქმული ვჩერდები
შენიდან ჩემამდე...
დაგმანულ დარაბებს
კვლავაც დაძარღვული სიტყვებით გავარღვევ
იმ ზეცის ფერამდე.
მთელი იმპერია აღსდგა და დაეცა
შენსავით ვიგრძენი:
სისხლი,
ჩამეკირა მე შენი სიძველით.
სისხლი,
ჩვენ ორს შორის წარსულის მეარღნე.
სისხლი,
გამხდომია შენსავით ცისფერი
და მანამ პატიმარს ამ ხელებს შემახებს
შენიდან ჩემამდე დაჭრილი მანძილი,
უბრალოდ, მომენდე-
ჩვენ ვგავართ ერთმანეთს!
და ვიტყვი ხმამაღლა:
რომ არ მაქვს ზოდებით ნაშენი სასახლე,
რომ არ მაქვს ტკივილი არავის სამადლო,
რომ არ მაქვს სამკვიდრო,
უბრალოდ გპირდები,
რომ ამ იმპერიას ჩვენ ერთად დავამხობთ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოცნებას ფიქრი აედევნა ლამაზ ფერებად
და სიყვარულის ცისარტყელა მოხატა გულში,
გუშინ წამწამზე დამაფრინდა ნაზი პეპელა
და მზის სხივივით ჩამეღვარა მე სითბო სულში.
თბილი ნიავი თმაში ჩამაწნავს იისფერ ყვავილს,
მინდვრად გაფანტულ სურნელებას შემიკრავს კონად,
მეც ფეხშიშველი მივაბიჯებ მხურვალე მზისკენ
და ეს ცხოვრება ნამდვილად მიღირს, კარგო, შენს კოცნად.
ჭრელი დღეები ამიციმციმებს თვალებში ღიმილს
და ეს ღიმილი აენთება ცეცხლივით ცაზე,
მე სიყვარულის ნაპერწკალით უნდა დავიწვა
და დაგეფერფლო მონატრებით დაღლილ მზერაზე.
შენი თვალების თბილი ნისლი ტკივილს მიყუჩებს,
ვარდისფერ ღრუბელს ემსგავსება თეთრი ზმანება,
დროში დაკარგულ წუთებს ეძებს დღეს სიხარული
და სიყვარულის უფსკრულისკენ მიექანება.
მწვანე ტალღები დაითვლიან ბაგეზე ღიმილს,
უსაზღვრო გრძნობას დაიტევენ შენზე ფიქრები,
შენს გარდა ასე მონატრება არავინ იცის,
ამ ჩემი გულის სიფაქიზეც სულ შენ იქნები.
ვარდის ფურცლებად გაიშლება მორცხვი სინაზე,
პატარა კულულს შენი სუნთქვა ეთამაშება,
შენი აჩრდილი თან დამყვება, მუდამ მიღიმის,
მეც რომ გავგიჟდე სიყვარულით რა დაშავდება?
დავლეწავ ყველგან მარტოობის ციხე-სიმაგრეს,
თითოეულ ცრემლს თეთრ ბაირაღს ავაწევინებ,
გავფანტავ ღრუბელს ტკივილისას და ჩემს სიყვარულს
წარსულის ფურცლებს გიჟურ ცეცხლში დავაწვევინებ!
კვლავ სიყვარულის დღესასწაულს იზეიმე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1392 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ვალენტინობა" ეს სიყვარულის დღეა წმინდანი,
შეყვარებულნო თქვენი დღეა მარადისობის,
და განუწყვეტლივ პატივი სცეთ თქვენს მალულ გრძნობებს
რომ სიყვარული არ გაგიხდეთ მოსაძებნელი.
ვალენტინეს ინტერამელის ხსოვნას შეჰფიცეთ
რომ თქვენი სისხლი შეერწყმება მარადისობის,
და ეს დღე მოგაგონებთ ლამაზ ოცნებას
ვით ქალღმერთ იუნონას,შეყვარებულ წყვილთა ფერებით,
თქვენი გოდება ყოფილიყოს ღვთაებრივ ძალით მიბრჯნილებული
დაეს ცრემლები სიყვარულისგან გქონებოდეთ მიტიტებული.
(მე დაობლებულ სიყვარულის ვარ მონაზონი)
მე სიყვარულის სიხარულის წერა მწადია
და შორი ფიქრი დამწევია როგორც მწევარი
და გარიჟრაჟზე ფანტელები ვარდათ მოჰქრიან,
შავი ვარდივარ სევდიანად მომოფანტული
მე მიჯნურობა სიცოცხლეზე მეტად მწყურია,
ერთი ბიჭივარ უბედურად დაობლებული
მე ლამაზ გრძნობის სევდიანად აღთქმა მწყაზია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ფიქრები მდუმარეა, როგორც
ოდესღაც...
ჩემი შენდამი სიყვარული იყო მდუმარი...
მე ვარ დადგმული...
უნიჭო და უხმო მორესკა,
მე ვარ სცენაზე...
მოთამაშე უხმო სტუმარი...

მე მესმის ფიქრის, დღემდე მესმის...
როგორც ოდესღაც...
ვარ არ შემგდარი მსახიობი,
ასე მგონია...
მე ვარ დადგმული...
უნიჭო და უხმო მორესკა...
და ოცნებების, სიყვარულის,
ვარ აგონია...

ისევ ვიმღერებ, მე შენს გამო
ისე ვიმღერებ...
ისე ვიცეკვებ...
ავაღელვებ ნოტებს ბგერებით...
ისევ მოგიძღვნი,
უნიჭო და უხმო სიმღერებს...
და ოცნებებით, სიყვარულით მოგეფერები...

ჩემი ფიქრები მდუმარეა,
მაინც ვიმღერებ...
მაინც ვიცეკვებ...
თუნდაც ცეკვა იყოს მდუმარი....
მე ვარ დადგმული,
უნიჭო და უხმო მორესკა...
და შენს ფიქრებთან მოთამაშე...
უცხო სტუმარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა,
გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა,
მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე
და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.

მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა,
ეს ერთი დიდი სისულელე,
სრული აბსურდი,
დოგმადქცეული მოძღვრებები აღარ დავიცვა
და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.

ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი,
ცაშიც,
მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ,
გთხოვ,
მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე
და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.

სადღაც ღამდება,
მოვდევ ქუჩებს,
დრო არ ისვენებს,
იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს,
სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე,
გთხოვ,
კიდევ ერთხელ დაუკარი ჩემთვის სტრავინსკი..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



100 %

რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,
პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,
(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).
და მშვიდად გიყვები უძილო სიზმრებზე,
უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,
(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)
ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.
მაოცებ,
მაოცებ
თვალების ღიმილით,
(ირგვლივ თოლიების აურზაურია)
ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა,
რა უცებ,
რა უცებ,
სულსწრაფად,
სრულიად.
მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს,
ბავშვივით გულჩვილს და
ქალურად ვნებიანს,
ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია,
ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია.
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია,
ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა,
მე კი გაგამუზე
(რა გასაკვირია!).

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მიყვარს, როდესაც არაფერს განვიცდი,
თითქოსდა,
მარტივად ველი ჩემს დასასრულს,
და ვიცი, წასვლის წინ, ზღურბლს აქეთ დაგიცდი,
რომ ერთად გადავცდეთ მიწიერ გაზაფხულს.

მე მიყვარს, როდესაც ფიქრისგან დაცლილი
ვდგავარ და იმ ფრაზებს,
რომლებიც დავფანტე ლექსებში,
დავცინი,
მერე კი ცინიზმსაც დავცინი,
ჯინაზე.

და რომ მენატრები, მიყვარს ეს შეგრძნება,
მიყვარს დახრჩობამდე,
შეშლაა ნამდვილი,
როდესაც სუნთქვაც კი საშინლად მბეზრდება,
და ტვინშიც ფესვს იდგამს სიგიჟის ადგილი.

მე მიყვარს, როდესაც ზიხარ და მომელი...
იმ რეალობაზე, ადრე რომ გაგვწირა,
ორივეს იმდენი გვაქვს საამბობელი,
გავჩუმდეთ,
ან, თუნდაც, დუმილსაც ვკრათ წიხლი.

მე მიყვარს, სიტყვით რომ ვამცირებთ მანძილებს,
თითქოსდა, მარტივად,
ხელებით, გულებით
უხმოდ, ხან ხმაურით, სიცოცხლეს ვამძიმებთ
და სიკვდილს ვაშიშვლებთ, ვამცირებ....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;


კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეზია, აღარსად მხატვრები
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში

მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 199 200 201 202 203 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-09, 9:34 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025