♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გადავიხლართეთ –
სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ..
ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი..
ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ..
ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი..
მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი..
ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ..
ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი –
სად ვმთავრდები მე და სად იწყება
შენი მზერა –რომელმაც იცის რა ფერი ვარ
და ღამ-ღამობით
ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს….
რომელმაც იცის რამდენი ვარ
და მაინც მყოფნის……………
რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები….
რომელმაც იცის რომ გავამხელ
და მაინც მხედავს
და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში

და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე
და ყოველ ჯერზე
ხელახლა ვრჩები –

ჩვენ რა ხანია გადავიხლართეთ
გადავიხლართეთ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამწერე ლექსად,მაგ თითებით
ფრაზა შემახე,
ისე დაწერე ამ გრძნობებს,რომ
ხელი არ ახლო,
ეხლა ხომ ჩემთვის ყველაფერი
მაინც ღმერთია
და რომც დაწერო არ ვიქნები
შენი არასდროს.

რაღაც მომბეზრდა ყველაფერი,
დღეც სულერთია
რა გათენდება ორშაბათი ,
თუ დილა სხვა დღის,
ღამე ძილის წინ აღარ ბრაზობს
მთვარემ მოკაკვა,
ეხლა დავწვები და სიზმრამდე
საათებს ვითვლი.

ვეღარ გავიგე ,თენდება ,თუ
დილის ნისლია,
ალბათ დათვლილი საათები
გაცდა სიცოცხლეს,
ცხოვრებას ძირში სიბერისგან
წლები ულპება,
რომ სულერთია ეს ცხოვრებაც
ესეც იცოდე.

დამწერე ლექსად,მაგ თითებით
ფრაზა შემახე,
ტანზე… ხელებზე… რომ თვალებში
დასველდეს უბე,
ეხლა ხომ მაინც შემიყვარე
და სულერთია,
ჩემთვის დაწერ...ანდაც სხვისთის,
ერთია უკვე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს შენზე ლექსების დავიწყე შენება
და ძილი მოვკალი მთვარიან ღამეში,
ამჯერად სხვებისთვის ბანალურ
თენებად,
ჩემი ცა გეღვრება მოლურჯო თვალებში.

რამდენი სიტყვა და რამდენი ქარაგმა,
დავაწყე, მერე კი უთქმელი გავუშვი,
უბრალო ფრაზებმა ფურცლები დაქარგა,
ვინ იცის, რამდენი შეცდომა დავუშვი.

და მაინც გრძნობები ავშალე გულიდან,
იტყვიან, გავმხდარვარ ძალიან მარტივი,
ლოდინი, რაც ვფანტე აქამდე უბიდან,
მეყო და რატომღაც ვირევი "მარტივით”.

შენც სადღაც დაკარგე ჩვეული სიდინჯე,
ალბათ გადამდებიც გახდა ხასიათი,
მე კი გენებიდან დამყვება სიშიშვლე,
მგონი ამ მიზეზით სულში გამიათდი.

მე და შენ
თენება გვეღვრება თვალებში,
ცა კი გვახვევია როგორც ამულეტი,
სულელო, სიგიჟედ დამიხვალ ძარღვებში,
დღეიდან გვერქმევა წყვილი ან დუეტი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,
დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა,
ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები
და მინდა სასხლეტი მოვქჩო დამბაჩას.

უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,
უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას,
გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,
საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.

სიცოცხლით დაღლილი თუ ხდება სამოთხეს,
მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა,
გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს,
ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.

ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას,
აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს,
სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია
და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტექსტად გაქციე...
გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში,
ახლა კარს ვაღებ და
გეუბნები _
გათავისუფლებ...
მზის სხივებივით
აიკრიფე ამ ფურცლებიდან _
სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა,
წერტილებით და მძიმეებით,
კითხვისნიშნებით...
დამიტოვე თეთრი ფურცელი...
წადი და დარჩი ისევ უცვლელი,
თითქოს იყავი ოკეანე,
კენჭი გესროლეს
და არაფერი არ მომხდარა _
ყველა რგოლი გაიშალა
წყლის ზედაპირზე...

აიკრიფე ანიდან და ბანიდან
და განიდან და... ჰაედან...
თქმულიდან და უფრო მეტად
ართქმულიდან...
და მაპატიე, რომ ვერასოდეს
გადაგითარგმნე, რას ნიშნავდა
მრავალწერტილი...

მე გაპატიებ, რომ შეგეშალე
და რომ ვერასდროს ვერ გაიგე,
რაზე ვყვებოდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.


შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ, პატარავ, ერთმანეთს ვავსებთ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,ახლა ზამთარია, მინდა დავისვენო!
ტანზე შემოვიცვა ცხელი სურვილები. . .
ბუხარს მივუჯდე და ლექსი დაგიწერო,
ცეცხლით დაგახურო რითმის მუნდირები. . .

კარში ორპირივით სევდა მინიავებს,
სულზე მოლეკულებს ვსისხლავ ემოციად
ღამე ჩუმად ოხრავს შენი გარინდებით,
სხეულგანკურნული ფეთქავს პულსაცია.

ახლა აცივდება, ნამქერს გამაყოლე!
კრიფე მელოდია, ყინვის ლოლოებზე!
მერე ფანტელებთან სამბას ვიცეკვებ და
სივრცეს შემოვსალტავ დაღლილ ხელისგულზე.

ეხლა ზამთარია, უნდა დავისვენო!
ცხელი სურვილები ქარბუქს ეტანება...
მგონი წარსულში ვარ -
დროში გაყინული,
სუნთქვაგალექსილი წლები მენანება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს,
სიგიჟემ სულ ყველა ნერვი ჩაითრია,
ყველა ემოცია დღეს გავასამართლე
და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია!

თქვენთვის უცნაური, ჩემთვის საყვარელი,
დღეს ჩემი სამყაროს კედლებს ვაფერადებ,
ხელებს ამოვავლებ ფერად აკვარელში,
წამის მეასედებს ვითვლი გაფრენამდე...

ჩემ კუთვნილ სამყაროს ვერვინ მოწვდება და
დროის ნაბიჯებიც გვერდით ჩაგვივლიან,
მასში სამეფოა ლამაზ ოცნებათა,
აქ ბედნიერებაც უფრო ადვილია...

ჰალუცინაცია მიწვდის ხელებს, მარჯვეს
და მეც გავმეფდები მათზე სანამ დროა,
სევდასთან ნერვულ ფსიქოზს გავამარჯვებ.
ჰო, ეს საგიჟეთი ჩემი სამყაროა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 201 202 203 204 205 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-08, 4:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025