მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
"დღეს კარნავალზე მივდივარ" თქვა ჩემმა სულმა და ჩაიცვა ჩემი სხეული... სხეული მყიფე, უკვე მწიფე, და ალაგ-ალაგ შემოხეული... არაუშავდა ისე სხეულს, ზუსტად მოერგო ის დაღლილ სულს, ნატანჯს და ეულს..
ხალხი შეგროვდა კარნავალზე ძალიან ბევრი, თავს იყრის თურმე აქ სულყველა ერი და ბერი...
ყველას აცვია შესაფერი თავის კოსტუმი... ზოგს ანგელოზის, ზოგს ეშმაკის.. ვისაც რა ართობს... სიამოვნებას სვავენ სასმელად ის ყველას ათრობს... მერე მგზნებარედ ეფიცებიან ერთურთს სიყვარულს... და ხალხს გრძნობა უცებ გაათბობს,
ბრბოში ტრიალებს ჩემი სულიც, სხეულს ისწორებს ამაყად ტანზე, და როცა ვინმე კომპლიმენტს ეტყვის, წარმოდგენა ექმნება თავზე..
"ხო, ეს ის არის... " გაიფიქრა სულმა და იქვე ანგელოზის ტყავში მჯდარ ეშმაკს ჩაუკრა თვალი... რა იცოდა უტვინო სულმა სად შეყო თავი?! მერეღა მეხვდა, რომ ნიღაბი სულსაც ჰქონია... რომ ყველაფერი ტყილია რაც მას ჰგონია...
ვენაგახსნილი ტირის სხეული: "შეხედეთ ხალხნო, სულმა რა მიყო...?!" და ამ კარნავალს ერქვა სიცოცხლე, და დასასრული სიკვდილი იყო...
|
თვალებში ჩარჩენილ ლოდინის ნაკვალევს, მოვალ და უტკბილეს კოცნებით გავფანტავ.. შენ კი ჩემს სახეზე და ხელის მტევნებზე.. გულიდან წამოსულ სიყვარულს გაბანტავ. მაცდური გრძნობებით აღსავსე სხეულით ვეხები სამყაროს და მინდა ამ განცდით, რომ ბოლო მოვუღო საკუთარ ცნობიერს... შენ მკოცნი ისე, რომ სუნთქვასაც არ მაცდი.. ფრჩხილით ემოციას ვხატავ შენს ბეჭებზე მიყვარხარ – ვამბობ და.. მერე ვჩუმდები.. არ მინდა გაჩერდე, რადგანაც ჩემს ყელზე ითვლი პულსაციას მხურვალე ტუჩებით.. სურვილით დაცვარულ ჩემს ტანსაც, თითებით საკუთრად ინიშნავ უხეში ვნებებით.. გონებას ვაძინებ კოცნის იავნანით და სუნთქვაშეკრული შენს მკლავებს ვნებდები..
|
როგორ აცივდა...შენ პიჯაკს იხდი ხო,ზუსტად იმას,მე რომ მიყვარდა... შემობრუნებულ ზურგს უთბობ რიდით, იმ ქალს,რომელსაც არც კი უყვარხარ... მე ჩემი ფიქრით ვძარცვე ქალაქი... ვაბრუნე აზრი უმისამართო შორიდან გხედავ,დგახარ თავსხმაში და შებრუნებულ პიჯაკზე დარდობ... ამწვავებ ნაფაზს,ნევროზულად ბერავ ნესტოებს... ჩამოყრილ მხრებით ეზიდები სიყვარულს სხვისას... ის მიდის სადღაც და შენ მისი გიყვარს სიშორეც... გულში იხუტებ სიმარტოვეს-მის ჩაცმულ პიჯაკს! ზუსატად ისევე,მე რომ ვყნოსავ ჩემს სხეულზე შენს დაღვრილს წარსულს და მიტოვებულ ფიგურებით ვაწყობ მომავალს.... შენ თუ სხვა გიყვარს,დამიჯერე,ის ქალი არ მძულს... სუნთქვა უშენოდ-დასასრული,ამ გულს მომიკლავს! გაყევი იმ ზურგს,უკან ერთხელ არ მოუხედავს... დაეწიე და დაუსეტყვე გული ვნებებით.. მეც ერთ თავხსმაში გულის კარებს გამოვიხურავ და შენს პიჯაკზე დარჩებიან ჩემი ხელები...
|
მეცეკვე,წამოდი ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ წამოდი მეცეკვე რა მოხდა?! არ მინდა ვარდი და ხელმკლავი ამბორიც არ მინდა თითებზე წამოდი უბრალოდ მეცეკვე მუსიკა წართმეულ სიტყვებზე. არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა ღაწვი და გალუმპა წამწამნი წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი? -დილამდე როგორმე გასწავლი. აღარ ღირს წუხილი იმაზე რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი...
|
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე.
|
ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს, მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას.. მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში, როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს, თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას.. მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს.. მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს..
|
მე მომწონს ის, რომ თქვენ არ გიყვარვართ, არც მე მიყვარხართ და ესეც მხიბლავს, და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას. მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია, თბილი სიტყვებით არ გეფერებით, და არ ვწითლდები თუკი შემთხვევით შემეხებიან თქვენი ხელები. მომწონს, როდესაც გინდათ მაჩვენოთ როგორ ჩაიკრავთ ვიღაცას გულში, და არ გაღელვებთ, თუკი გაიგეთ, რომ გამოვუტყდი სხვას სიყვარულში. ღამით, ძილის წინ არ გენატრებით, არ გეღვიძებათ ჩემზე ფიქრებით, არცერთ ტაძარში არ დავდებთ ფიცს, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. მადლობას გიხდით რომ არსებობთ და ისე გიყვარვართ, თვითონ არ იცით გმადლობთ ხანმოკლე შეხვედრებისთვის, გმადლობთ ყოველი მშვიდი ღამისთვის. იმისთვის, მზე რომ ერთად არ გვათბობს, ღამით ვერ ვხედავთ მთვარის ავსებას, რა მოხდებოდა გყვარებოდით და მეც მხოლოდ თქვენთვის რომ მეარსება ..
|
ქარი-არ კეთილი...კარი-დაკეტილი ჰგოდებს ვიოლინო სასოწარკვეთილი, თავზე როგორც ძაძა ღამე მაფარია, ღამე ჩემი სულის ჩუმი საფარია. მიხმობს ბედისწერა თვალებანთებული მევე, ჩემი კუბო მხარზე გადებული უსამართლობისთვის გამიმეტებია, ცრემლი არ იქნება, წვიმის წვეთებია ღაწვებს რომ მიკოცნის სურვილგაცვეთილი... ზენამ დაასრულა, მწუხრის გაკვეთილი, სეზამ გამიღეო კარი დაკეტილი, ჰგოდებს ვიოლინო სასოწარკვეთილი...
|
მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა
შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი
ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა ნუთუ დააკლდათ ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით..
|
უცხო გამვლელი შენ მგონიხარ ქუჩაში ზოგჯერ, ქარვისფერი თმით, სიარულით და სუსტი მხრებით... მოვარღვევ ქუჩას, მდევარივით ფეხდაფეხ მოგდევ, მაგრამ სულ მალე ჩემს ოცნებას ემსხვრევა ფრთები. მაინც არ ვნანობ... იმ ვიღაცას მადლობას ვუთვლი, ღმერთმა ქნას, ასე განმეორდეს კიდევ და კიდევ, რადგანაც ჩემთვის ბედნიერად ითვლება წუთიც, როცა შეცდომით შენს მაგივრად ვიღაცას მივდევ!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|