მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
სახლმა, რომელშიც დაიბადე, დაკარგა ექო, დაყრუვდა სახლი, გაქრა, რაც კი ოდესმე უთქვამთ, შენ თქვი: არ არის ჰაერი, რომ სუყველას გვეყოს, მიეცი ბავშვებს შენი წილი ჯანსაღი სუნთქვა.
სახლის ფერმკრთალი არტერიის, ბზარების თვლაში, ცხვირიდან წაგსკდა თბილი ლექსი - შენსას არ იშლი: ლექსი ამბობდა, მაგ ცრემლებით სველი და მლაშე, გაგუდვას როგორ გიპირებდა ყველა ბალიში.
მე ვერ გითხარი, რომ ბავშვები ორი დღის წინათ მიწის ქვეშ ისე დამემალნენ, რომ ვერ ვიპოვე, შენ სიცხე გქონდა, გემსხვრეოდა თვალებში მინა, და მათი წასვლა მე უშენოდ გამოვიგლოვე.
შენ ავადა ხარ და არ ვიცი, რა უნდა გითხრა გიქრება მზერა, რა ხანია, არ გძინებია, ბავშვები უკვე დაიხოცნენ! ნურაფერს მკითხავ, ესენი მხოლოდ დამტვრეული თოჯინებია.
|
როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე.. როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს! ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს. კვლავ შეიფარე ვნებარე გულით, თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა! რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე!
|
აღარასოდეს აღარ შემხვდები, ჩემი გზა ახლა აღარ არსებობს, შენ არ მოხვიდე ჩემს სამყოფელთან, გულზე ყვავილი არ დამასვენო... ვიცი, მარტო ვარ... ვიცი, მარტო ვარ აქაც და იქაც მარტო ვიქნები... ოო, იმ მიწაზე არ დადნებიან, არ გაქრებიან თოვლის ფიფქები. როდემდე უნდა ვიყო მ ა რ თ ა ლ ი და საკუთარი ფერფლით ვთბებოდე? დავივიწყებდი, ალბათ, ყველაფერს, ვინმე გზაზე რომ მეგულებოდეს. ო, როგორ მტკივა სულიც, სხეულიც და მენატრება ძველი სიმშვიდე... ვხეტიალობდე ნაწვიმარ ველზე და თმას ნოემბრის ქარი მიშლიდეს... ან მივყვებოდე ნაცნობ ქვაფენილს, ან სადმე ვინმე მელოდებოდეს, თუ მეტირება, - არ ვიცინოდე, სიმწრით კი არა, ლხენით ვმღეროდე... აღარაფერი აღარ იქნება!... ის, რაც მინდოდა, აღარ არსებობს!... შენ არ მოხვიდე... შ ე ნ არ მოხვიდე, - გულზე ყვავილი არ დამასვენო...
|
კმარა,ცრემლები ნუღა გერევა, წუხილი ნუღა გიდგას თვალებში. ხუმრობა იყო ის მოფერება, გართობა იყო მისი ალერსი. ახოვანი და კოხტა ვაჟები, საქართველოში ცოტა როდია! შავი თვალებით და ულვაშებით მათ ბევრის გული დაუკოდიათ. დიდებაზე და სახელზე ფიქრით გადმოხვეწილა იგი შორიდან. სახელს და ხიფათს დაეძებს იგი და აბა შენთან რას იპოვიდა? თუმცა წავიდა,დაგტოვა ბოლოს- შენ ერთს გფიცავდა მთელ ქვეყანაზე. ის აფასებდა შენს ალერსს მხოლოდ, მაგრამ შენს ცრემლებს ვერ დააფასებს.
|
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი... მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან, ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო, როგორც ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია, და იმ დღეს ხმალი არ ამელესა.
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვრიე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.
მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა,
მოდი... მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები, როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები.
მოდი... გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი არი, და დრო ახალი პაემანისა.
|
როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვედით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე, თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ. ვიფიქრე შენგან არა მინდა რა! მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება, შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება? რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე როცა წახვედი ლამის ვიტირე. ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ..
|

რაც მოხდა, მოხდა! კარგო, განა ჩემი ბრალია, ნურც გამამტყუნებ, ნურც ინაღვლებ განალაღები. მე დავასწარი, განაჩენი გამოვუტანე და დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები, რათა მრავალი მორეოდა ტყვია, იარა, არეულიყო დანაკოდი და დანასერი. ცოდვას ვერ ვიტყვი, უკან არვის დაუხევია და როგორც იქნა,
მოკვდა ნინო დარბაისელი.
არ დაინანო, თვალი ცრემლით არ დაისველო! განა რაც მჭირდა ყველაფერი მისგან არ იყო?! რად აიჩემა სიყრმითგანვე, პოეტი ვარო, სათქმელი მაქვსო... რა სათქმელი, რისი სათქმელი! მთელ წელიწადში ერთი ლექსი ეწერებოდა, ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა ხელისფათურით. ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა, იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.
სულმოუთქმელად განსაცდელში მიმაქანებდა ვერ მოვერიე, არ იქნა და არ მოიშალა სხვის შესაქცევად თავის გვემა, ცრემლი მდუღარე. ვერ შევასმინე, რომ არავის არ სჭირდებოდა, დევნა-მალვაში დავბერდი და გადავიღალე.
დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ, სხვებმა დააცხრონ სიტყვა-თქმათა აურზაური, ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი, ხმაურში - ჟღერა, უმბარ ამბარში უებარი იცნონ სურნელი, უსინჯონ სიტყვას მიმოხვრა და სახეცვლილება ზომონ და წონონ, გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!
მე კი წავალ და "მაი სფეისში”
...
Read More
|

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
...
Read More
|

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს
...
Read More
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|