♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

რადგან დამტოვე, სთქვი ჰქონდა-თქო დანაშაული
და მეც ვიცრუებ რომ დავკარგე ტრფობის უნარი.
სთვი კოჭლია და კოჭლობით ქუჩას ჩავივლი,
რომ ყველასათვის დარჩე მარად გაუმტყუნარი.
ძვირფასო, შენი ორგულობის გასამართლებლად
მევე მომანდე შეგინება ჩემივ კაცობის.
გაგეცლები და გრძნობაც გულში დასამარდება
სატრფო კი არა არ გერქმევა ჩემი ნაცნობიც,
არ წამოსცდება ბაგეს ჩემსას შენი სახელი,
გადვიკარგები და სიცოცხლეს შხამით ამივსებ.
ვეღარასოდეს ვერ მიხვდება ჩვენი მნახველი
შენი არსება რომ ოდესღაც გავითავისე.
ჩემივე მიმართ სული ჩემი ზიზღით ივსება,
ვინც შენ შეგძულდა ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვარ არავინ, შენ ნეტავ ვინ ხარ?
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, _
ყველა არავინ იმქვეყნად მიჰყავთ.
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად.
კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ
როგორ ადვილად ავცდით ორივე
აურზაურს და დავიდარაბას...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე სულ მაოცებს, 
რამდენნაირი სიყვარული არსებობს:
სიყვარული _ თავგანწირვა, თაყვანისცემა,
სიყვარული _ ამაღლება, განწმენდა,
სიყვარული _ სიბრმავე,
სიყვარული _ ნათელხილვა,
სიყვარული _ სიხარული,
სიყვარული _ ტკივილი,
სიყვარული _ აღმაფრენა,
სიყვარული _ ბორკილი,
სიყვარული _ თავდავიწყება,
სიყვარული _ გამოფხიზლება,
სიყვარული _ მსხვერპლის გაღება,
სიყვარული _ მსხვერპლის მიღება,
სიყვარული _ როცა იცი, რატომ გიყვარს,
სიყვარული _ როცა არ იცი, რატომ გიყვარს...
იმდენნაირი სიყვარული არსებობს,
რამდენი ადამიანიცაა,
რამდენჯერაც გიყვარს,
რამდენჯერაც შეიცვლები.
ან, იქნებ, სიყვარული ერთი მთელია
და ჩვენ ვშლით 
სიბრმავედ და ნათელხილვად,
თავდავიწყებად და გამოფხიზლებად,
სიხარულად და ტკივილად...
თეთრი სინათლეც ხომ იშლება 
სპექტრის ფერებად 
და ჩვენ საგნებს სხვადასხვა ფერად ვხედავთ
იმის მიხედვით, თუ სპექტრის რომელ ნაწილს
შთანთქავენ, აირეკლავენ, გაატარებენ...
ადამიანებიც ასევე ექცევიან სიყვარულს:
ყველას უნდა, მისი სიყვარული 
სხვისას არ ჰგავდეს
და ავიწყდებათ, რომ თუ სპექტრს
ერთი ნაწილიც მოაკელი,
უკვე აღარ გექნება ის სინათლე.
ამიტომაც ჯერ არავის უნახავს 
სიყვარული ნამდვილი სახით.
იქნებ, არცაა ეს საჭირო? ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 930 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ
მძინარეს,მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის
დამცველად მოვევლინე.რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ
სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ
მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე
ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა.
რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ",
თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
 რომ არ შევიშალო თანდათან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეინარჩუნე სიყვარული მშვენიერი!
შეინარჩუნე სიხარული ბედნიერი!
თავი დახარე, დაუფიქრდი შენს ლამაზ წარსულს,
ვერ დაიბრუნებ ვერასოდეს იმ დროს გარდასულს.

ნუღარ ეცდები დაიბრუნო გასული წლები!
ვეღარ გაუძლებ, რომ მოგძახოდნენ ის ძველი ხმები.
ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რომ გული დაგწყდე,
რომ ჩვენს გულებში გადაბმული ჯაჭვი არ ჩაწყდეს!

გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები.
კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები!
ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის,
არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 978 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,

ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)

მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი,
ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 205 206 207 208 209 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-06, 4:04 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025