♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

შენი მონატრება ჩემს გულს აწერია,
როგორ მომენატრე, ცრემლიც ამდენია.
უშენო წამიც კი ჩემთვის თვეებია
დრო გადის თვალები აღარ ჩერდებიან.
წარსულს ისევ მოაქვს ჩემთვის მონატრება,
და არც შენს თვალებში არ ჩანს სინანული.
ნეტავ გრძნობდე მაინც შენ ჩემს მონატრებას.
ნეტავ გრძნობდე მაინც რა არს სიყვარული.
და თუ შენ მიხვდები ტკივილს მონატრების,
მოდი ეს ტკივილი ცოტა გამიქარვე.
იქნებ მაშინ მივხვდე რომ ცხოვრებას ააქვს,
ცოტა სიხარული, ცოტაც სილამაზე.
და თუ ამას მივხვდი მაშინ დაგპირდები,
რომ არასდროს წავალ, და არც დავიღლები.
მუდამ გჯეროდეს რომ არსად გავიქცევი
და არც მიგატოვებ შენს თავს გეფიცები.
მე შენს მონატრებას ვერსად გავექეცი,
და ვერც დავემალე შენგან მოსულ ფიქრებს.
შენ რომ გრძნობდე, ახლა როგორ მენატრები,
ალბათ მოხვიდოდი და დარჩები კიდეც.
წლებმა გაიარა და შენს მოლოდინში,
ისევ მარტოობამ ტირილს შემაჩვია.
ჩემ გულს აწერია შენი მონატრება,
გარეთ გაიხედე თოვლიც რამდენია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჟემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა
ყველა ამირიე, დამიშალე.
შენი გაღიმება შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
მაინც არაფრით არ შემიბრალე.
შენი სიყვარული მიხაროდა
ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე.
შენი დავიწყება მაიძულე,
მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-დამხატე
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი
დახატე მკვეთრად ჩემი სახე
ჩემი სიცილი

-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ
ვიდრე ბავშვი ვარ
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე
კენტად დავდივარ.

-დამხატე...
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები

-დამხატე!
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები.
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები

-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან
ყანწით გილოცავს
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...

-დამხატე, ტილოს მოუხდება
ჩემი სიცილი
დამხატე მასზე მხიარული
ვიდრე ვიცინი....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე,
ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით,
მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე,
მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...

გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია,
ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება,
ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია,
ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...

გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა
თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა,
გემახსოვრებათ ჩვენი იუდა,
-ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...

-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით?
-მინდორზე წოლა, თავდავიწყებით?
მე საუკუნო ძმობას შეგპირდით,
მე არასოდეს დამავიწყდებით!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თუ სიყვარული ტკივილია ტკივილი რაა?
იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული..
თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა?
იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული..
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვიტონ?
მიხვდებით ალბათ სიყვარულზე შეყვარებული...
თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?
არარაობა სიძულვილით დამშვენებული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1019 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც!

მიიწურება თვე ფერიცვალების...
გარდავიცვლებით...
მე და დედამიწა.

როდესაც!

ჩემი სხეული
მარტივ მამრავლებად დაიშლება
და მე უსასრულობამდე გავიფანტები.
მაშინ აღარ იარსებებს დასასრული!
არც კოეფიციენტი.
თუნდაც გუშინდელივით
უჩვეულოდ, თითქოს მზის
უკანასკნელი ამონათების.

როდესაც!

კედელზე სამგლოვიარო სცენებს
დავხატავ, განწყობისთვის.

-მერე, მერე რას იზამ?

კიდევ ერთხელ დაგივიწყებ!
კიდევ ერთხელ შევავსებ, ცარიელ ფურცლებს,
რომ გაგიხსენო და გამოვედევნო ფერიცვალებას.
მომდევნო შეხვედრაზე თვალებით
ისევ მიწას მივაჩერდები,
სცენა, რომ შეავსონ მოჩვენებებმა...

...ცარიელ სკამებს დაეხეთქა,
და ტირის,
უსინათლო მზე...
მე შენი თითებით
ჩავასვენე სასახლის ბუტაფორიაში,
ფერიცვალების თვე
და წავედი...

უკვე აღარ მახსოვს,
მერამდენედ მოვატყუე სიკვდილი....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე აგაღელვეთ ქალბატონო, ჰო აგაღელვეთ,
ახლა თვალებს ხრით, შეხვედრისას, თუნდაც ქუჩაში
დახრილ თვალებშიც, კარგად ვხედავ, მზე ავაფეთქე
და პაწაწუნა აღელვებას, გამჩნევთ სუნთქვაშიც.

მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით,
რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე,
მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი
სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.

დგახართ და ხელით, იმ პატარა მაჯას აწვალებთ,
რომელზეც ჩანთის ყური ხტის და გეამბორებათ,
თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს
უფასურდება, ყველაფერი თქვენს წინ ფერხდება.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის აღარ არის, რაც იყო წინათ_
დღეს გულში მხოლოდ სინანულს ბადებს
გრძნობა რომლესაც ბორკილად ადევს
ოქროს ბეჭედი და მწარეგ გმინავს

ერთში უცვლელი გვრჩება ბუნება-
ვცოდავთ და მერე შენდობას ვითხოვთ,
მონანიებით შეგვეძლოს თითქოს
ოქროს თვისების შენარჩუნება .

და ვტირით ცრემლი გვანიჭებს შვებას
გულწრფელად ვტირით როცა ვერკვევით,
რომ ყველაფერი არის მერყევი
და მხოლოდ ოქრო ოქორდვე რჩება

ჩვენ უკვე მძევლად ვყავართ მირაჟებს
და სულს გვიშფოთებს კუბოს კარამდის
ნიშნობის ბეჭდის კრთომა მარადი
უკვალოდ გამქრალ გრძნობის წინაშე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 206 207 208 209 210 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-06, 4:49 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025