მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი... იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი... იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი... იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.. იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან.... იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?! იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ.. იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?! იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი... იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი.. იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?! ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ... არა არაფერიც არ იცი...
|
*** საღამო იყო, გარეთ წვიმდა და თან ციოდა... ვიჯექი მარტო ფანჯარასთან, გული მტკიოდა, ჩემს მოგონებებს გავეცალე ცრემლი მდიოდა და მე ვხედავდი ჩემთან ერთად ცაც რომ ტიროდა. ვაკვირდებოდი წვიმის წვეთებს როგორ ცვიოდა და მეც ცრემლები წვიმასავით ნაზად მდიოდა...
*** შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, მე რომ გეძებდი, ვიცი! გენატრებოდი? - არ მახსოვს... მენატრებოდი ვიცი! შენ თუ ტიროდი არ მახსოვს, მე რომ ვტიროდი ვიცი! მართლა გიყვარდი? არ მახსოვს...
მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი
*** მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო, მაგრამ ხელი მიკანკალებს, სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე... თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ და ტირილი მინდება .... მაგრამ მე არ ვიტირებ, რადგან ვიცი რომ შენ არ ტირი... მე ვიქნები ბედნიერი, რადგან ვიცი რომ შენ ბედნიერი ხარ.... მეყვარები... თუნდაც ვიცოდე რომ შენ არ გიყვარვარ....
*** ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით იქნებ დაგვეწყო თავიდან ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა მაგრამ ამასაც ავიტან გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა მაგრამ ამასაც ავიტან მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა: იქნებ დაგვეწყო თავიდან თავი გამ
...
Read More
|
როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს. როდესაც მცია, ბრმავდება სამყარო და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში, ჩემი ხელები კი იზრდებიან, სცივათ და იზრდებიან, იტოტებიან, როგორც ქუჩები, ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას და თოვს.
როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში, სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა, და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი, როცა მე მცივა, და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით, დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა, რომელსაც სციოდა და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები. შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები, რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან, ედებიან მთელ დედამიწას, რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს, და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი, ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ, თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ, რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას, კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.
კარგად ვარ – გეუბნებოდი მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები
...
Read More
|
კარი შემოიღო დღის სინათლის სხივზე, თითქოს გულის პატრონს არც კი ჩაეკეტოს... გრძნობა შემოიჭრა უცხო სტუმარივით, რაღაც უცნაური მოლოდინის ექოდ...
ეს არ არის განცდა, რასც ტრამპლინიდან ცად ატყორცნილ ვნებას შეიძლება მოჰყვეს, ეს არც გატაცების ბავშვურ სურვილს ჰგავს და არც რაიმე ჯიბრით ამოჩორკნილ მორევს...
სევდანარევია.. მის ლურჯ სამოსელზე მზერამ შენი სახის ნაკვთებს შემაფეთა, წვიმის წვეთების სუნს ციდან მოჰყოლია ჩუმი ნაბიჯები შენს სუნთქვასთან ერთად...
მომეჩვენა, თითქოს ზეცა მოიდრიკა, თითქოს მთვარე ჩაწვა ღამის სასთუმალთან... სუსტად კრთოდა სულში გრძნობა მორეული, როგორც შუქნიშანი ბჟუტავს ბნელ ქუჩასთან...
განა მახსოვდი, რომ ვეღარ დაგივიწყე, განა ოცნებებმა სიამაყეს სძლია? იქნებ, სძლია კიდეც, რადგან ოცნებებში მე ხომ უხილავი ნატვრა შემიძლია...
უსასრულო სიზმარს მინდობილი ფიქრი ყარიბს ემსგავსება მარტოდ გაჭრილს ველად... ბოლოს, როგორც ცაზე წვრილი ვარსკვლავები, ისიც დაიბნევა ბროლის ნამსხვრევებად...
შიშველ კლდესთან მოაქვთ აზვირთებულ ტალღებს მოსმენილი კვნესა ამღვრეული წყლების... მათებრ მოქანცული ფიქრის კიდეებში მე შენს სახეს ვხედავ, მე შენს თვალებს ვხვდები...
არ დაგეძებ, მუდამ ჰორიზონტზე ჩანხარ, ვგრძნობ, რაც უფრო ვილტვი, მით გშორდები მეტად... გულში გაძლევ ბინას, მყუდრო თავშესაფარ
...
Read More
|
მონატრების მელოდია ჩუმი... შემოდიხარ... მავსებ ნაზი ბგერებით... გულის ფეთქვა ახმოვანებს დუმილს... გხატავ... გხატავ ჯადოსნური ფერებით!.. ფუნჯი ისე ჩაკონვია ტილოს, ვიოლონოს სიმებს როგორც ხემი!.. ღმერთო, ცოდვა როგორ ავიცილო?! ხარ სასჯელი- სიყვარული ჩემი!.
|
დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი, სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი! ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს, მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას. სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს, ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?! მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას. მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს, ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს, ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას. მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს, მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს, მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას. უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს, ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას. გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას: ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!
|
მწვანე თვალებზე ამოტვიფრულ სევდას, სახის ნაკვთებზე დანალექ ცრემლებს, გაუძლებს ვინმე შენივე ელვას?! ვინ გაგისწორებს ნეტავ დალალებს... იქნებ სამოთხის ანგელოზს გავხარ, ჩუმად მომღიმარს სადღაც კუთხეში... ან იქნებ სულაც ამორძალი ხარ, მოხეტიალე მრუდე ქუჩებში. ხელს კი ვარდები გიმშვენებს მუდამ, შეგწითლებია თურმე ღაწვებიც... ალბათ შენ ზამთრის სიცივე გსუსხავს, შეგყვარებია თოვლის ნამქერიც. და იმ გაყინულ მეწამულ ტუჩებს, ასე, რომ კრთიან ამ სიცივეში, ჩემი თვალები ასე, რომ უმზერს, გადამალული ჩუმ სიბნელეში. ალბათ შენ ისევ გაიფურჩქნები გამოამჟღავნებ მზის მხურვალებას, უწყვეტ წვიმაში გაილუმპები ვეღარ გავუძლებთ შენს მცხუნვარებას..
|
შეიძლება გაგიცნოთ? _სალი... _მე იკა _რომელ კურსზე ხართ? _პირველზე _თუ ნებას დამრთავთ ხშირად გინახულებთ _თქვენი ნებაა * * * დრო გადიოდა...ნინო წმინდა სიყვარულისაგან სანთელივით იწვოდა და იღვენთებოდა... _იკა მე... _რა გინდა, მითხარი?! მითხარი სალ... _იკა მე...ძა-ლი-ან მიყ-ვარ-ხარ. _ჰმ! მართლა?!...შენ თუ იცი,რომ ჩემი გული დაკავებულია, ჩემი გული სხვას ეკუთვნის?!... სალის ცრემლებმა დაუნამეს ლამაზი, თოვლის ქულასავით ქათქათა სახე... * * * რა ამბავია, რა მოხდა? _ეჰ, ცხრამეტი წლის გოგო ვიღაცამ იმსხვერპლა, ავარიაა ბატონო, ავარია! _გზა,გზა_რა ხდება? ჩემი ლამაზ თვალება, ჩემი მოსიყვარულე გოგო... ვინ...ვინ ჩაკლა სიცოცხლით გაუმაძღარ სხეულში ლამაზი, ბავშვური სული?!... ხალხი შეჩოჩქოლდა გაოგნებულ ხმაზე... ბრბო გარღვეულიყო და მომაკვდავ გოგონასთან თავდახრილი იკა იდგა. _სალლლლ, ჩემო ცხოვრების საწყისო, ჩემო საფიცარო, ჩემი გული შენ, მხოლოდ შენ გეკუთვნოდა, მხოლოდ შენ გეკუთვნის ახლაც . . . ხმა . . . ხმა გამეცი სალი. . . _მიყ-ვარ-ხარ . . . იკა . . .
აღმოხდა ქალღმერთ სალის და მიატოვა იკა სამარადჟამოდ
|
იცი რა არის სიყვარული? არა, არ იცი. შენ ხომ არავინ გყვარებია, და არც განიცდი. იცი რა არის სილამაზე? არც ეს არ იცი. შენ სილამაზე არ გინახავს, როგორ არ ვიცი. იცი რა არის მონატრება? როგორ? არ იცი? ნუთუ არავინ გენატრება? ხომ არ გაგიჟდი? იცი რა არის სიამაყე? ეგ კარგად იცი. შენ სიამაყით ამაყობდი, და ახლაც, ვიცი... და შენ თუ იცი აზრი ნეტავ ჩვენი ცხოვრების? ალბათ არ იცი ან სხვა პასუხს რატომ მოველი ყველა გრძნობას აქვს თავის ახსნა ყველას გონებით და ჩვენ ამ გრძნობებს მოვუფრთხილდეთ ჩვენი ცხოვრებით.
|
ნაძირალებო და ტირანებო მე მეზიზღებით და მიჩუქნია ეგ ზიზღი თქვენთვის კახპებო და ლოთებო მე მებრალებით და მიჩუქნია ეგ სიბრალული თქვენთვის
დიდსულოვნებო და გმირებო მე თქვენ მიყვარხართ და მიჩუქნია ეგ სიყვარული თქვენთვის ჩემო სამსობლო მე უკვდავი ვარ და მიჩუქნია ეგ უკვდავება შენთვის....
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|