მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი... ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს... გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც და მარტო დამტოვეთ...
გარსონ! მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა... ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები! დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება! ვთვრები და ვთავდები...
ვმთავრდები... და სადღაც ფანტავენ ოქროზე ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას... მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე! დღესაც რა საოცრად სევდისფრად ღამდება...
|
რად მიყურებ აგრე კუშტად, გალეული ხარ ჯავრით, მე ვიცი რომ კლავენ მუშტით, ზოგჯერ კლავენ ხანჯლით.
კლავენ თოფით, კლავენ ცულით, კლავენ ჩანგლით, ფიწალით და ივსება მიწის გული, მერე ოთხი ფიცარით.
ბევრს ყუბბარა დააქვს ჯიბით, ბევრსაც შხამი გიურზის, ბევრი კვდება შურით, ჯიბრით ეწირება ლიმუზინს.
ახლა ჩემი ჯერიც დადგა, ვერსად დაგემალები, სხვა იარაღს არ ფლობ რადგან, მომკლავ ე მაგ თვალებით.
|
მაშინ,როცა მიმატოვე, სულ მის გვერდით იყავი, ახლა ისევ ჩემთან მოხველ მაგრამ კარგად იყავი. ჩემმა გულმა რომ მიგიღოს მე მაინც არ მიგიღებ თუმცა ჩუმად ამისათვის, ძალიან ბევრს ვიტირებ. გული ტირის მეც ვტირივარ, ლოყას მიწვავს ცხელი ცრემლი ნუთუ ისევ შემეყარა სიყვარულის მწველი ცეცხლი. ვაი რომ არ შემძლებია, თურმე შენი გამეტება, ვაი, რომ გულს შენთვის მხოლოდ სიყვარული ემეტება.
|
ისე მომენატრე; რომ ამ დიდ სურვილს ქარს გამოვატან და ის მოიტანს შენთან ამაღამ. ისე მომენატრე, სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს და გამოუთქმელ სიყვარულის ამ ტყვეობაში ჩემი სიტყვები ტანზე გცემდეს ზაფხულის წვიმად.
ისე მომენატრე, რომ არც კი ღირს ვიძინო ღამით, მინდა მოგიძღვნა უნაზესი გრძნობების განცდა, რომ არასოდეს აღარ იგრძნო სულ მარტოდ თავი და არასოდეს ჩამოუშვა ჩვენს შორის ფარდა.
ისე მომენატრე, ქუჩას მივდევ ფეხდამძიმებული და ფიქრი შენზე ლაბირინთს ხლართავს, რომ არასოდეს მივადგე ნაპირს და შენმა ცივმა ტალღებმა შთანმთქან.
მაგრამ მაინც.......... ისე მომენატრე, მონატრება რაა მასთან, უფრო ძლიერ მომენატრე, უფრო ღრმად და უფრო წმინდად... განა ესაა ისეთი მონატრება, რომელმაც იქნებ გაართოს ვიღაც?
და ბოლოს, ისე მომენატრე, სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს.
|
თვალცრემლიანი, ჩუმად ვდგავარ და საკუთარ გრძნობებს ვეთამაშები, ახლაღა ვხვდები, ჩემი ოცნება ხელოვნურად რომ იყო ნაშენი.
წადი, დამტოვე და გაპატიებ, დღეს მომავალი წარსულში ვცვალე, თვითონაც იცი, რომ პატიება, განაჩენია ყველაზე მწარე.
გზა, სიყვარულის გადასარჩენად, ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს, ნუღარ მისურვებ ბედნიერებას, ბედნიერება მე შენში დამრჩა.
|
არ მიძებნია, ისე გამიჩნდნენ მტრები,
არ ამინთია, ისე ჩამიქრეს კვარი, სულ თვალწინ მიდგას შენი შიშველი თმები, ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.
არ უწვიმია, ისე დავსველდი გუშინ, ყველა ვინც დადის, ახლა ჩემს გულზე დადის, შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში, შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.
გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც, გზები არა ჩანს, ხევებს მივყვები ქვიანს, შენ აღარა ხარ, ჩემი ბედია ესაც და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.
|
მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა, ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს, გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა, შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს, შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი, გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა, შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს. მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის, ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან, შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ, ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა, მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა, შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი, გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი, ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....
|
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი. მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
|
თუ გაკოცე, ვაი შენი ბრალი დავეცემი დავიმდაბლებ სულს თუ კივილი ჩამეხშება ხმაში, ქვენა გრძნობა დამეუფლა უცებ, თუ გაკოცე, ვაი შენი ბრალი! თვალის ხამხამს გაუცვითე ტუში, მსურს ავწაპნო ერთი ციდა სხივი, სამზერიდან აგაცალო ვნება ჩამოგყვები კონტურებად ვივლი. წლები თეთრად შემერია თმაში, ანემონებს გაუშლია კვირტი, აგონიას გაგიმძაფრებ ვფიცავ, თუ გაკოცე, ამ ამბორით შეგშლი. ბადაგივით შეგისრუტავ ხარბად, სამყაროში უმზეოდაც ვიწვი, გამირბიხარ,გაბრაზებას ვმალავ, შენ დაკემსილ ნაფეხურებს ვითვლი. ამ მიწაზე ერთი ფიქრი დამრჩა, სხვა მიზნები ჩავალაგე სკივრში, თუ გაკოცე,თუ გაკოცე...დედააააა... სულ მაგ ტუჩებგამოწვდილი ივლი.
|
შენი თვალები სადღაც მინახავს, შენი ხმა სადღაც გამიგონია ჩემო ძვირფასო, მთელი ცხოვრება შენთან ვიყავი ასე მგონია.... წინათგრძნობაა ,თუ მოჩვენება, ნაოცნებარი ,ანდა სიზმარი, მთელი ცხოვრება ვიღაც რომ მიყვარს,- იმას გავხარ და რა ვქნა მითხარი?!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|