♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,
ჩემში უამრავი სახე ისარკება.
ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,
როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალი
მთვარე და სიბნელე გადაიკარგება.

მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.

ფიქრში სანთელივით იწვის გარინდება,
ზოგჯერ შეცნობილი ვეღარ შემიცვნია.
სიხარულიც დარდით მიტომ შემიცვლია,
რადგან სხვათაებრი გაცლა - გარიდება
მე არ შემიძლია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთადერთი რამ მაკავშირებს შენთან - ოცნება,
და მიხარია რადგან ვერვინ წამართმევს ამას.
ერთი რამ მეტად გიხდებოდა შენ, გაოცება,
შენს სახელს კიდევ ამჩნევია და ესეც კმარა.

მხოლოდ ოცნებით შემიძლია ვიყო შენს გვერდით,
ვიმხიარულო და ვიცინო მეც შენთან ერთად.
მე ძლიერი ვარ, რადგან ვიცი ვერ შემელევი,
ვიცი გიყვარვარ ისევ ძლიერ და იმაზე მეტად.

გატყობ არ გინდა გამიმხილო შენ გრძნობები
და სევდიანი, დარდით სავსე დადიხარ მარტო.
მე კი ვზივარ და შენზე ფიქრში მოვთქვამ გოდებით,
ვერ ამიხსნია რად მიმატებ დარდს ასე რატომ.

თუ არ გამიმხელ რად დადიხარ ასე მდუმარი,
რისთვის მაწვალებ, რისთვის სტანჯავ საკუთარ თავსაც.
მე კი ოცნებით მაინცა ვარ შენს გულში მდგარი
იცოდე ჩემზე გაბრეცინებ უძირო თვალსა.

ეს კი იცოდე, რომ მიყვარხარ თავდავიწყებით
და შენგან ამას რომ მოვითხოვ სამაგიეროდ,
რომ არასოდეს, არასოდეს დამავიწყდებიი,
ოცნებით წადილს მაინც მივაღწევ საბედნიეროდ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ალეწილ მინდვრებს,ყვავილთა ფერში,
მზე ჩაუკოცნის მომწვანო თვალებს,
ქარი მოსტაცებს ხეს ლამაზ ფოთოლს,
გულში ჩაიკრავს,თავს ანაცვალებს.
გაფრენილ წუთებს მისდევს წამზომი
და ფიქრებს შენზე დარდი აწვალებს.
იქნებ მირჩიო რა ვუყო წამებს,
დროისგან დაფლეთილს,შენგან ნაწამებს.
შენ ხომ ტყვიისფერ ვარდზე გამცვალე
და რა ვუშველო გულის ნაპრალებს,
მთვრალი დღეების ბოდვაც მახარებს,
ცრემლი დაფარავს ჩუმად წამწამებს.
გუშინწინ შენი სახე მესიზმრა,
გუშინ ვთქვი: "ისევ გულით ვატარებ”...
დღეს კიდევ ერთხელ გადაგივიწყებ,
ხვალ კიდევ ერთხელ თავს შემაყვარებ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოჩვენებითი ლაღი ღიმილი,
მოჩვენებითი წვიმა,
მოჩვენებითი გულის ტირილი
და შენში ძველებურად ცივა...
დაშლილი ფიქრთა კრებული,
დაშლილი ოცნების გროვა,
დაშლილი სივრცის ჰაერი...
და მარტოობაც მოვა.
გაფრენილ დღეთა ხალისი,
გაფრენილ წამთა რწმენა,
გაფრენილ პეპელას ემსგავსა
პატარა გულის თმენა.
უფერულ სიტყვებს გაჰყვება
უფერულ აზრთა ჯარი,
უფერულ ფოთლებს მოიტანს
დღეს მარტის გიჟი ქარი.
გაქრება იის სურნელი,
გაქრება...წლებიც გავა...
გაქრება ყველა სურვილი
და სიყვარულიც წავა.
მარტო დარჩენილ თვალებში
სევდა შემორჩა ქართა,
მოუფერებელ ტუჩებს კი
ნაზად დასცდება:
" * * * * "






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გული გულსა სცემს, ბაგე კი ბაგეს,
არა თენდება წყეული ღამე.
ბორგვით ტანჯული ვეღარ ვოსვენებ
რა გაათენებს ამხელა ღამეს.

ფიქრი ფიქრსა სდევს, გონება ისევე,
დაძაბული მაქვს და შენსკენ იწევს.
ვეღარ ვიოკებ გრძნობათა ტალღებს,
ამ ტანჯულ ღამეს რა გადალახავს.

და იქნებ ისევ შენ შეძლო რამე,
რომ დამავიწყო წყეული ღამე.
ო, ღმერთო ჩემო! მიშველე რამე,
გადამავიწყე მტანჯველი ღამე.

ღამეა წყნარი, ღამეა მშვიდი
მე აღარაფრის აღარ მაქვს რიდი.
გავრბივარ უგზოდ, უკვალოდ ბნელა
და უკან მომდევს ვიღაცა ნელა.

უცებ გავჩერდი, ისევე ბნელა
და კვლვ ვიღაცა მოდის ნელ-ნელა.
შიშმა დამრია სხეულში ხელი.
წუთი - წუთს მხოლოდ სიკვდილსა ველი.

- ნუ გეშინია, არ ვარ მავნე.
უცებ ჩამეს ყურში და ავდექ
- ადამიანი დგას მხოლოდ ჩემს წინ,
გამოგზავნილი ღვთისაგან ერთი.

მითხრა გოგონამ და უცებ გაქრა,
გამოვიღვიძე შიშისგან კაცმა.
გონს რომ მოვედი ავდექი ნელა,
სარკმელთან მივედ, ისევე ბნელა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაიგვიანე...
გულს ვერ უბრძანებ, ის ხომ სხვისია.
სულ არ გახსოვდი...
ნუ დაიბრალებ, ეგ ცრემლი სხვისი ღირსია.
ვისთან დამტოვე?
ფურცლებად დაშლილ გრძნობაზე ნაზად მიაწერ: "ვისია?”
თვალებს არ დახრი, წარბს არ შეიხრი,
ხელიდან ხელში გადასულ სითბოს
გრილად მო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოგდომებია როსმე ტირილი?
როდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე,
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.

ღამე მთვარესთან გითენებია?
ზღვასთან თამაში თუ გყვარებია,
წვიმაში თმები დაგსველებია?
თვალები ცრემლით გისველებია?

თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია,
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერა მოგნატრებია?

თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში,
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია აცრემლებამდე?
ნამტირალევს თუ გაგღიმებია?

თუ გყვარებია წიგნი ოდესმე,
ოდესმე ლექსი თუ გყვარებია?


ქალი ხარ, თვალებში გიელავს სიბილწე,
თამაშობ ბედით და განგებით მარტივად.
ზეციდან თითებით ჩამოხსნი სიმშვიდეს,
თუმც რაში გარგია სიმშვიდე? - მარტი ხარ.

შენს ტუჩის კიდეზე დაყრდნობილ სიგარეტს
შიში აქვს დროის და შეხებას ნებდება,
ჯერ კიდევ ცხრამეტი ღერია კოლოფში
და ეს მარტოობაც სისხლივით დედდება.

ჰო, ასე გართობით თამამად მიიწევ,
შენ ერთადერთობა გარგუნა ცხოვრებამ,
და მიდის წუთები ტკივილად ნაჩენი
სადღაც კი განცდები იქცევა ცოდვებად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1291 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ გაწვიმდა...
ისევ აჩურჩულდნენ ტირიფის ტოტები...
მე უშენობით თვალები ხომ არასოდეს დამინამია.
ალბათ გამიგებ,
დავიღალე და მეც უკვე სხვისთვის ვცოცხლდები,
ნუ გამამტყუნებ,
თავად ხვდები – ყველაფერი შენი ბრალია...
თუ მოგენატრო,
ისე, როგორც ჯერ არავინ მოგნატრებია,
ლამაზ სიზმარში
იქნებ შენთან ერთხელ მაინც კიდევ მოვიდე.
თუ მოგელანდო...
ჩათვალე, რომ ყველაფერი დაგსიზმრებია
და ის ბავშვობაც
მხოლოდ ლანდად გაიყოლია აპრილობის თვემ.
ნუ დაღონდები,
მოვა დრო და ვიცი მაინც დაგავიწყდები,
შენი ცრემლებიც
გაზაფხულის წვიმასავით გადაივლიან...
და თუ ნაღვლიან
აპრილობის ღამეს ისევ დაგესიზმრები,
მაშინ მიხვდები,
რომ უჩემოდ არსებობა არ შეგიძლია...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გავარდისფერებულ ცხოვრებიდან აფრინდა გედი,
თითქოს ფოთლების მელოდია მოსტაცა ქარებს...
გალანდებული ეულეთის ასკეტი ბედი
დღესაც დაეძებს სადედოფლოდ დაკარგულ ქალღმერთს.
ბუნებამ უკვე ოცდაოთხჯერ იცვალა ფერი...
ოცდამეოთხედ შეეპარა სისოვლე თვალებს...
გაფერმკრთალებულ ბაგეებზე დამდნარი ცრემლი
ფოთოლცვენაში გადაკარგულს წვიმაში დაგდევს.
ქარების ლოცვით იფერფლება მტირალა ღამე,
დამანდილული, ნაღრუბლავი ისწორებს ფატას
და მონაჟური წვეთებიდან მოწყენილ მთვარეს
დღესაც გამოჰყავს საქორწინოდ პატარძლის კაბა...
და კვლავ დაეძებს სადედოფლოდ დაკარგულ ქალღმერთს,
გალანდებული ეულეთის ასკეტი ბედი...
თითქოს ფოთლების მელოდია მოსტაცეს ქარებს,
გავარდისფერებულ ცხოვრებიდან აფრინდა გედი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 211 212 213 214 215 ... 254 255 »
კვირა, 2024-12-29, 12:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024