♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს.
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს.
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდით
მთავარს.
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს.
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1349 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!

ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!

ჩახმახზე მომართული კერტების,
ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის
და სამი წლის დაძველების
მერეც მახსოვსავით, რომ
ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი
სიბილა!

ყველა დაჟანგული კადრის
და გაბზარული ლავიწის
მერეც ვიცი,
დამტოვე სიბილა!

მენატრები, მენატრები, მენატრები
მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები
მიტევენ სიბილა!

(მიუწვდომელია გზები შენი უფალო...)

დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე
თავზე შენი ფეხები
გაპარსულ-გალაკული.
(ოღონდ დაბრუნდი)
გამშალე და შემაფარდე
ყველა შენ საყვარელს

შენეულ ცხრილზე
გადამამრავლე და ჩამყევი
ფეხით _ "ტრეტის”
დაცურებულ
საქანელასთან
ან უთუთო თუთებთან
ვერნერის ბაღში

გსუნთქავ სიბილა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?

მოგისმენია გრიალი ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია
დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია....



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1408 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები
არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ,
დამივიწყე, იქნებ შევძლო დაგივიწყო
არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ,
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის,
დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი
დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ
მაგ თვალები მაგიჟებენ მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჟი, წავალ... მაგარმ ღმერთი დაგსჟის,
ჩემი წასვლა იყოს შენი განაჩენი,
და უშენოდ მაინც დავრჩი გარიყული.
შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება,
არა, აზრი არ ჰქონია თურმე ლოდინს,
ყველა ასაკს ერთნაირი ფერით ვხატავ,
ბავშვობიდან სიჭაბუკეს შევნატროდი,
სიჭაბუკემ კვლავ ბავშვობა მომანატრა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენ რომ გვგონია ისინი არ ვართ,
გვჯერა ყველაფრის,არასწორია!..
ჩვენი ცხოვრება წააგავს თამაშს,
სიკვდილთან ყველა თანასწორია...

არის თეატრი,არის სპექტაკლი,
სხვადასხვა როლი გვერგო სულ ყველას.
ზოგი თამაშობს როგორც სულელი
და ეს პიესაც მალე სრულდება...

ბნელდება სცენა,ფარდა ეშვება,
ასე მთავრდება სიცოცხლის დრამა!!!
მერე დავტოვებთ დარბაზს ნელ-ნელა
და ყველა ერთი გზისაკენ წავალთ!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი რომ უკვე დაგავიწყდი,
აღარ მნახულობ.
შენ რომ ვერ გხედავ
გული მწყდება,
თითქოს ვმარხულობ.
რაღაც მაკლია, რაღაც მინდა,
რაღაც მაწუხებს.
თუმცა არ ვიცი, სად გავექცე
ახლა მარწუხებს.
...მეტი რა მექნა,
განაცვალე გული ჩემს წილად,
მიყვარხარ-მეთქი რომ გითხარი,
რატომ გეწყინა?
არა, არაფერს აღარ გეტყვი,
გული უტყვია...
ნეტავი როდის შევრიგდებით
ჩემო ბუტია?
ნეტავი როდის შევრიგდებით,
ნეკი-ნეკი და...
წუხელის რომ არ დამესიზმრე
გული მეტკინა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სთქვი რაზე ფიქრობ,
ჯერ არდეა შენთვის ნაღველი,
შენ ჯერ არც უნდა გაგეგონოს სევდის სახელი.
შენ რაზედ ფიქრობ, რომ შემეძლოს იმის წაკითხვა
მე გავიგებდი რაც ჩვენს შორის დღემდე არ ითქვა.

მე რომ მანდობდე - რასაც მხოლოდ სიჩუმეს ანდობ,
მე რომ მეტყოდე - რასაც მხოლოდ ფიქრებთან ამბობ,
მოვიტაცებდი შენი გულის პატარა ნაღველს!
და ჩემს დიდ სევდას დავარქმევდი შენს ლამაზ სახელს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმარივით გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა

არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს _ადექი და შემელიე,
მიკვირს _ უჩემობას გაუძელი...

ვაი _ შენ თორე მე რა მიჭირს _
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...

შენებრ გონიერი იმდე-ნიააა!..
ჩემებრ თავქარიანს სადა ნახავ?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს
გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად
ლექსი რომ უყვარს , კარგი ლექსი , კარგი ზღაპარი
და ჩუქურთმები სვეტიცხოვლის ,ზარზმის , საფარის.
ღამე რომ უყვარს , როცა ცაზე თეთრი ხომლია.
ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს
გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1370 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 213 214 215 216 217 ... 254 255 »
შაბათი, 2024-12-28, 9:19 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024