მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენ სიბრალულის გრძნობა დაკარგე ნეტავ გაგაჩნდა ადრე?! შენ - სითამამეს გადააჭარბე ადრე არ იყავ ასე.
სულ დამივიწყე, აღარ მკითხულობ, არც გახსენდები ნეტა? უყურადღებობამ და გულის ტანჯვამ გადააჭარბა მეტად.
ნეტავ სინდისი სულ აღარ გქენჯნის. რომ მიმატოვო ასე?! დამნაშავედ კი გამომიყვანე, ნეტავ ვიცოდე რაზე.
ალბათ დამწამე ცილი, რომ ვითომ მოგწონებია მისი თვალები, იმიტომ აღარ ჩანხარ ქუჩაში რომ შენ მის გამო მე მემალები
შენ გაგიცვნია ლამაზი ბიჩი, მოგწონებია მისი თვალები, იმიტომ ახარ ჩანხარ ქუჩაში რომ შენ მის გამო მე მემალები.
ალბათ გეგონა ვერ გავიგებდი, არ მიამბობდნენ თქვენს ამბავს მალულს. ალბათ გეგონა გაპატიებდი, გააგრძელებდი სიყვარულს გარულს.
არა გსმენია თქვენზე ეშმაკი, რომ დაიბადა ამქვეეყნად ქალი! შენგან ბოდიშებს მე არ მივიხებ მალე წაიხებს შენს სიტყვებს ქარი.
მე კი მეგონა ოდესღაც მაინც შენთვის ვყოფილვარ პატივსაცემი თურმე ფარულად მტერი ყოფილხარ და ფარვით გულში ლახვარს მცემდი.
წადი ჩემგან შორს და არ ელოდო რომ განმეორდეს ოდესღაც ჟამი. იყავი წყეული ღმერთისგან მუდამ, არ შეგიცოდებს არც ერთი წამით...
|

არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა, დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო, შენს თვალებში სიყვარული დამრჩა, სული უკვე დეკემბერით გაივსო.
მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა, თან მომდევდა შეურყვნელი ქარი, აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა, აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი.
დედამიწა შეიფოთლა ვერხვით და ეს დილა გათენდება მკვდარი შენ არ მოხვალ ჩემს კარებთან ფერხთით, ვერ დაგხვდები ოცნებებით მთვრალი.
და ახალ ფეთქვას მოიტანს გული ასი წლის შემდეგ თეთრი ფიქრებით ნავსები სული გეძებდა დღემდე.
და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე, თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები, გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი...
ვერ მოედება ქარიშხალივით შენს კისერს კოცნა და ვერ მოვუსმენთ ერთმანეთის მაჯების ფეთქვას მე კი, ძვირფასო, გამაწამებს მტარვალი მოცდა მოცდა, რომელიც თან მოიტანს ღამეთა ხეთქვას.
არ შეირხევა იმ დღესავით მთვარე სარკმელში და არ მოიტანს ჩვენი ყოფა აგვისტოს ბინდებს მე გავიხსენებ ამ ოცნებებს სასუფეველში, როცა სიცოცხლე კვლავ დაიძინებს.
დღეს აგიზგიზდნენ ის კოცონები, შორით რომ ათბობდნენ ერთურთს, მე ვეღარ მოგწვდი ისე წახვედი და დაემსგავსე თეთნულდს.
იქნებ კვლავ ვცდები და შენ ის არ ხარ, ვისაც ვეძებდი თვით ჟამთა სვლაზე, შენ ჩემთვის მაინც დედამიწა ხარ,
...
Read More
|
მიყვარხარ.
მაგრამ ჩუ...
ჩუ......
არა
...
Read More
|

შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს
...
Read More
|
ვიცი , ამახამ გესტუმრები თეთრი მხედარი, თეთრი ვარდებით სავსე ღამეს გამატეხინებს, ვიცი, ამახამ გესტუმრება ეს ჩემი სული სული ნათელი და ლექს იის ფერს დამაწერინებს მერე წავა და რძის ფერ ნისლში დაიკარგეა.
|
სევდიანი წუთები
ნეტავ იმას ბედი ვისაც სწყალობს სატანისგან საერთოდ არ წვალობს გაწამებულ ცხოვრებისა გამო თავის - თავის გაჩენას არ ნანობს.
*****
ზოგს სიხარული ახებინებს კალამსა ხელში ზოგს რა თქმაუნდა ბოხმა სიმწარით მომდგარი ყელში მეე? - მე რა მეთქმის არჩევანი ორშია ერთი რადგან ამ ქვეყნად ჩემთვის ალბათ არ არის ხმერთი..
ოხ ბედო ჩემო ბედო ტიალო ასე როდემდის უნდა მატიალო?! ნეტავ შემეძლოს ბედის ბორბალი ისევ ხელ ახლა დავატრიალო..
|

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის, სიზმრის რაინდებზე დანიშნული, უაზროდ შეყვარებული ქალები, რომანის გმირების ასლები, გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, ალერსით დაღლილი წყვილები, უმისამართო ღიმილი, არამიწიერი სინაზე, კოცნამდე ახსნილი სიყვარული. სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი, ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები", ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები, საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები, უაზროდ ბედნიერები, სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი. მკერდდაკოცნილი ქალწულები, უშრომლად მდიდრები, ამპარტავანი თავმდაბლები, ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება, სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები, მარტოსულები ჩემი ჩათვლით, ძალის მოყვარული ცოლები, მორალის მქადაგებელი შინაბერები, მტერის მტერთან ძმადნაფიცები, ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები, ზარმაცი მეოცნებენი, უშეცდომო სიყვარული, ზამთრის სითბო, ზაფხულის სიცივე, წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი, მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი, ლხინის მეგობრები, სუფთად დაწერილი ლექსი, ფხიზლ
...
Read More
|
დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს, ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის, დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!..
|
მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას? მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას? მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს? მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს? მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა? მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა? მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს? მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს? მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე? მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე? მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე! მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს! მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე, მერე რაა,რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე. მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ, მერე რაა,რომ მეშინია…
|
კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა, შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული, _ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული, ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.
სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია, მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის.... კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს, გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.
და ვენერები მიაღწევენ ოდესმე ნაპირს.... (თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი). ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,
რომ დაატყვევონ და დაანთონ შავი კოცონი, და მცურავ გედებს _ ბნელ ვაჟებთან შესახვედრები, ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები.
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|