♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე..."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1474 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი
თავნება ქალი რომ მიწოდე
ქედმაღალი ვარ და ჭირვეული
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე

მზის ტყუპის ცალია ჩემი გული
მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს
ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ
ვეღარსად გაექცევი ხვიარებს

ამაყნი არიან სურვილები
ეშმაკის ცხენები გახედნეს
ვინც მათთან ჯირითი გაბედა
ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს

ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა
ქარივით გიჟია და ონავარი
სული ვერ იგუებს მორჩილებას
ამორძალებთან წილნაყარი

და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე
და თუნდაც თავნება მიწოდე
ძალიან ამაყი და ურჩი ვარ
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ფრთხილად!
ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულისძგერას,
თორემ ვფიცავ, არ დავინდობ შენს უმანკო ბედისწერას!
ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა
ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო მავიწყდება... ხსოვნის ფსკერზე დამარხული,
საიდუმლო, რომლის ტკივილს, განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ, გადმომღვარა სინანული,
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,
საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!
ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე,
და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე...
და ამოსწვა, სული, მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
თვით დაიწვა, და გარწმუნებ, არაფერი დღეს არ მახსოვს.
მე არც ვნანობ! მეტსაც ვიტყვი, თუ დამჭირდა თვით სიკვდილად
მოვაჩვენებ ვისმეს ჩემს ბედს... შენ კი ფრთხილად,
ფრთხილად,
ფრთხილად!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,

არ დავიხრჩობი, წადი. . .

ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა, წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ, წადი. . .

ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს, წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???
გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუგეგონება რომ ოდესმე დამავიწყდები,
ის არ იფიქრო თუ არ მოგწერ აღარ
მჭირდები,
მე შენ არასდროს,
არასდროს დამავიწყდები,
თუმცა კი ვიცი რომ
ოდესმე სხვისი იქნები,
შენს თავს ვერავინ დამავიწყებს
ამას გპირდები,
მე უშენობა გამაწამებს და გავგიჟდები, მომენატრები და მალულად რომ
ავტირდები,ვიღაც შემამჩნევს,
მკითხავს, ცრემლად რატომ იღვრები,
ცრემლებს მოვიწმენდ და
ბავშვივით მე დავიბნევი,
ვერ უპასუხებ და შეშლილი შორს
გავიქცევი.
და მე ამ გრძნობის ალბათ მონადგადავიქცევი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომა თრთოდა ქარში, ამთქნარებდა ღამე თითქოს,
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო...
შემომიშვებ? მკითხა-მოდი! შემოდგომაც მოჰყვა მერე,
მარტოობის თამადობით ყველა ელდა ვადღეგრძელეთ.
იქ ზარნი და ქარიშხალნი მიჰყიოდნენ ჟამთა თოვას
აქ ვუსხედით სუფრას სამნი, მე, წვიმა და შემოდგომა...
და როდესაც მარტო დავრჩო, ციმციმებდა ღამე თითქოს
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1570 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბოლო სიგიჟე ჩამადენინე. თუ არ ჩავიდენ მომკლავს მშვიდობა . . .
და მერე აღარ გამიჭირდება შენგან წასვლა და დამშვიდობება . . . 
ბოლო სიგიჟეს ჩაგადენინებ, განშორებისას რომ მოვბრუნდები . . . 
დაგიბრუნებენ ჩემი ხელები, შემოგეხვევი როგორც ხუნდები . . . 
ბოლო სიგიჟეს ჩავიდენთ ერთად , აღვსილი ვნებით კვლავ დავიცლებით . . .
მერე წახვალ და დამტოვებ კენტად , მე კი უშენოდ გარდავიცვლები . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარს ყველა ის წუთი და წამი
შენზედ ფიქრებში რომ გავატარე,
ჩემი ცრემლები და სიყვარული
შენთან ალიონს გამოვატანე.
ჩემს მონატრებას ბოლო არა აქვს
შენამდის სივრცე რარიგ შორია,
შენა ხარ ჩემი ტკივილი, დარდი
შენახარ ჩემი მელანქოლია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოდესმე,ცრემლი მოგნატრებია?

თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?

ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?

ღამე მთვარესთან თუ გძინებია?

წვიმაში თმები დაგსველებია?

ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?

თვალები ცრემლით გაგსველებია?

ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,

ალბათ სიმღერა მოგნატრებია?

თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?

თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?

თუ გიძებნია ყვავილი მისთვის,

ვინც ასე ძლიერ შეგყვარებია?

რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,

ამხელა გრძნობა თუ შეგძლებია...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვდუმვარ ხანდახან,მებუტება დაღლილი ბაგე,
"ეხლა სადა ხარ,
ვისი სულის სამყაროს აგებ?",
თვალნათლივ ვხედავ,
მეურჩება მაინც გონება,
ვერაფერს გბედავ,
მავსებს ეჭვი და დაღონება.
არადა ვიცი,მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს,
არ მჯერა ფიცი,
კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი.
"იქნებ ერთი ხარ?!"-
არ მგონია,ყველა ერთია,
"ვითომ ღმერთი ხარ?!"-
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია.
ვდუმვარ ხანდახან,
გავუყუჩდე სიყვარულს უნდა,
"ეხლა სადა ხარ? "-
ჩემს დუმილში მომეხმე,მსურდა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 210 211 212 213 214 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-01, 7:36 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025