♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაინც რა იყო!
იყო ბაღი დაუკრეფავი,
დაუკრეფავში -
- ერთი პატარა ფარისეველი.
მას არეული
და
ფარული ედო
სავალი.
დაღლამ დასცა
და
გარეულმა ლეღვმაც
დასცადა.

შენ შეიფარე
თვალებსველი,
ფერმილეული
და ფურისულად
გადაგექცა
ფარისეველი.

როგორ უარე,
როგორ ეფერე,
მაგრამ არ იყო
შენი საფერი
და ის წავიდა
და ყველაფერი
დამთავრდა,
ვითომც აქ არაფერი.

შენ რა იცოდი,
რომ
დაბადებით დაბზარული
ასე ვიცლები.
გადის წლები და
მე
განსაცდელში
ამრევია
გამონაცადი.
ჩემში
ყოველი მომავალი
მიმავალია,
მაგრამ ისეთი
სულწასული
ვარ,
ისე ველი...

ნუ დამივიწყებ,
არც დამძრახო,
არც შემიცოდო,
მშვიდობით!

შენი ფურისულა-ფარისეველი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ არ გიყვარვარ, შენ ნუ მეტყვი, თავად მივხვდები,
ნურაფერს მეტყვი სატრფიალო სიტყვების გარდა,
ექიმებიც ხომ უმალავენ ავადმყოფს სიკვდილს
და კარგად ყოფნას უსურვებენ სიკვდილის კართან.
გემუდარები ჩემს საფლავზე დარგე ტირიფი,
თავჩაქინდრული, დარდიანი, ტოტებგაშლილი
და მაშინ მაინც მიუალერსე,
როდესაც ტანში გაუჯდება ფოთოლივით მწვანე აპრილი...
არ დაგავიწყდეს იაც მიყვარს, იასამანიც,
იორდები, ვარდები და ქრიზანთემები,
სხას ნუ ენდობი, ყვავილების ვიცი რომ გესმის,
მიუალერსე ისე თითქოს მე მეფერები.
როდესაც ხელში მოგაწვდიან ღვინის ფიალას
და შენ კი ცრემლი მოგადგება ლამაზ თვალებზე,
უხმოდ დალიე, ნურვის ეტყვი შენს მწუხარებას,
სხვის დასანახად ნუ მიტირებ, ჩემს თავს გაფიცებ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეები აჰყოლია წვიმის
ნატუჩარი ბაგეების გნიასს...
მოგონებით იყუჩებენ ტკივილს
და ეული ოცნებების ტრიალს.
ფოთოლცვენის მელოდია მოვა,
სიზმარივით ჩაიქროლებს წლები...
და რატომღაც ყოველ შემოდგომას,
უწინდელზე მეტად მენატრები.
ვიცი ცრემლებს ჩამორეცხავს წვიმა,
ის ხომ გიჟი ვნებოვნებით მათრობს,
შენ ვერასდროს მიმიხვდები...მცივა...
შემოდგომით მიტოვებულს მარტო.
გარეთ ისევ ფოთოლცვენა მოდის,
ქუჩებს ისევ სევდიანად აწვიმს...
და ცრემლებში იგუდება თრთოლვით
ნატუჩარი სურნელება ბაგის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამდნარი ღამე შერეოდა აპრილის ლანდებს
და მარტის ბოლო ამოსუნთქვას სული ხდებოდა,
წვიმა არხევდა მათრობელა ვარდისფერ ვარდებს
და აპრილობის მოციქულებს კოცნით ხვდებოდა.
ვარ ისევ მარტო...თუმც არა...ვართ მე და ღამე,
კვლავ მე და ღამე ჩვენს "ნეტას” ვახვევთ ოცნების მანდილს,
ფანტაზიები იტაცებენ მტირალა წამებს
და ეულეთის აგონიას სონატა აწვიმს.
მეწყვილე უნდოდ იფერფლება, ნათევი თეთრად,
ცისფერ ლაგუნას ცრემლით უვსებს გალუმპულ კალთებს
და ამ ნაღვლიან ღამეს მაინც ვიქნებით ერთად
თუნდაც ოცნებით... დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მერე კი წვიმა გამიყოლებს აპრილის კვალში,
რადგან თვით მარტმაც ბოლო სუნთქვა ცრემლით მოხატა,
ვიქნებით მარტო მე და ღამე... და იქნებ მაშინ
შევიგრძნო წვიმის მოწყენილი "მთვარის სონატა”...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1286 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები,
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება -
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით.
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს
ახალი წლის ღამე რომ თენდება,
თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას,
მოდი, ვარსკვლავები დავითვალო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და,რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1296 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.

მას სდევდა მუდამ უბედურება
მან არ იცოდა რაა სიცილი,
სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ
უბედურება,სისხლი,სიკვდილი.

თავის სიცოცხლეც არად უღირდა
მისი შეჩერება იყო ამაო,
ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს
გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.



მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი"
ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი,
აუკანკალდა მარჯვენა ხელი
სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.

ფული არა მაქვს შვილო არა მე
თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას,
მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ
არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.

მე არ ვიციო ვინ არს უფალი
და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს,
წიგნი დავარდა,გადაიშალა
მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.

იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ
და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს,
მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად
და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.

წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა
ის დაიხარა წიგნი აიღო,
მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
უფლის შესახებ ბევრი გაიგო.


საღვთო წერილი მას მოუთხრობდა
როგორ სწირავდ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1009 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო
ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას,
მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო
მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას.

ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის
მინდოდა გული მქონოდა სუფთა,
მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის
ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა.

მე არ მინდოდა ჯოჯოხეთის გზას
რომ დავდგომოდი ეული მარტო,
მხოლოდ მინდოდა სამოთხის გზაზე
წავსულიყავი წმინდა და სათნო.

მაგრამ უნდოა წუთისოფელი
მე ვერ შევძელი ცოდვის აცდენა,
თუმცა ძილშიც კი მიფიქრია
ღმერთისკენ მავალ გზიდან გაცდენა.

მხოლოდ ერთსა გთხოვ უფალო ღმერთო
გზა გამინათე შენსკენ მონავალს,
უნეტარესო და ერთადერთო
მე შენ გაბარებ ჩემსვე მომავალს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 208 209 210 211 212 ... 254 255 »
შაბათი, 2025-01-04, 3:01 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025