მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მორჩა! დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი, სისხლიან თვალებში წვება შებინდება. სიკვდილში არის ისეთი ინტიმი, სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება. თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება. ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება. არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები, გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა, ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება. სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან, გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით. ჩამოგსვამ! თუ გინდა მელნად რვეულიდან, და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით. მოგვდევენ! ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით. გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია, ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები. მორჩა! დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი, სისხლიან თვალებში წვება შებინდება. სიკვდილში არის ისეთი ინტიმი, სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
|
იცი? ეს ჩემი ლექსია, არავის უთხრა სხვას. ბოლო ფურცელზე მინაწერი სხვა ყველა ფურცელს წვავს. ეს სიყვარულის ფურცელია, წყლის ანარეკლის სიციმციმე, მთვარეს რომ დავეძებ ყველა გუბეში ნეტავ შენს გარდა იცის ვინმემ? ქარი მოგიტანს სუსხიან ზამთარს, წაგართმევს ყველა სათუთ ოცნებას, თოვლით დაფარულ გულს მოგიყინავს, გაგიცამტვერებს ყველა ოცნებას. უცხო მუსიკის ნოტებს დაეძებ, უცხო ქალაქს და უცხო ქვეყანას, ვისაც დაეძებ ის კვლავ აქ არის და ვერც მიხვდები კარგო შენ ამას. ფოთოლცვენის გზა მუდამ დაგიცდის, სკამიც დაგიცდის ნაპირთან მდგომი, ვერ შეელევი შენ მის ნაკვალევს და ნამთვრალევი ფიქრების ომი დუელში გიწვევს მწარე ღიმილით... იქ სეკუნდანტი შენი ცრემლები ჩუმად წაშლიან მის მონატრებას და შენც ნებდები... წუთით ჩერდები... იცი რომ გტკივა, იქ, სადღაც გულში, მაგრამ არ გინდა, ხელს ნუ შეახებ, გრძნობაგამოცლილს ფეთქვაც კი უჭირს და სიცივისგან თვალებს ვერ ახელს. დიდ წითელ ლაქას უთეთრეს თოვლზე ნუ უცქერ ისე – როგორც აჩრდილი, მიუალერსე, ის ხომ ჩვენ ორის სიყვარულია სისხლით დაცლილი! იცი? ეს ჩვენი ლექსია, არავის ვეტყვი სხვას. ბოლო ფურცელზე მინაწერი სხვა ყველა ფურცელს წვავს...
|
თვალებით გაგიცანი, თვალებით მიგეჩვიე თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად. თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე და მისით შემიყვარდი უმალ. გავიდა დილა და გავიდა საღამო. გავიდა დღე-ღამე გრძელი. მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ. და შენს დაბრუნებას ველი, თვალებს ენატრები, თვალებს ეყვარები, ასევე იქნება მუდამ, თვალებით გამაკვირვე, თვალებით გამაოცე, თვალებით ვიცრემლები ჩუმად..
|
ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო: ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა, ალბათ... ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი: "უზრდელი ხარო”–მომახალა, არც ისე წყნარად. ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს გაუგებრობა... ჩემი ბრალი არ იყო მართლაც, ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს და იმის შემდეგ არ მინახავს, გამქრალა სადღაც.
ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი, ეს იყო ცივი შიში... და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.
ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი), მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.
ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?! და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.
ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.
ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით ყინული, ქარი... ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.
ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე, სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.
ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:” ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია, როცა გაგიღიმებს ცალყბად.
ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ, როცა ამერია გზები: როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე, ანგელოზს მოვტეხე ფრთები.
როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა, თვალები–სავსე ცრემლით, როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა სისხლი მოტ
...
Read More
|
უფროა გრძნობა, უფრო ანთება, ისევ აპრილის დღეა მზიანი, გაზაფხულია, ნელა ღამდება და სადღაც ტირის ადამიანი.
მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე, ისევ აპრილის დღეა მზიანი. სადღაც ლანდივით დადის მიწაზე, ვიღაც მწუხარე ადამიანი.
მე ისევ მინდა გავექცე იღბალს, ისევ აპრილის დღეა მზიანი. ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც, ლოცულობს ვიღაც ადამიანი..
|
სევდა ტალღებად მეხლება თითქოს... ჩვენ ორნი ვდგავართ ზღვასთან და ისევ... მე ვერ გავუძლებ ტალღების სითბოს... ორივეს გულებს ასე, რომ გვივსებს...
და კიდევ უფრო, დიდ ტალღებს ველი... და ზამთრის სუსხი ნაპირებს არწევს... უჩუმრად, ისევ მოგხვიე ხელი... და შენი სითბო ჩემამდე აღწევს...
ნაპირთან დგახარ და ისევ მელი... გრძნობებმა ზღვასთან გააბა ფიქრი... ვიცი, მომელის მე ბრძოლა ძნელი... ნაპირზე ვდაგვარ და სადღაც მივქრი...
თმაგაწეწილი შენ გავხარ ტალღას... აბობოქრებულ შეშლილ ფერიას... დავდივარ ასე, არ ვიცი დაღლა... და ოცნებებიც არაფერია...
გახსოვს, ზღვა როგორ გვარწევდა მაშინ... რა კარგი იყო, დუმილი იმ დროს... ვიდექით ქარში, მერე წვიმაში... და სიყვარული გვახრჩობდა თითქოს...
|
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...
და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი ვარ ოცნებით, სადღაა ნამუსი... შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი... ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...
და გარწევ, დილამდე ჯერ კიდევ შორია... და შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ... თითებით გეხები და ასე მგონია... წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...
მთელი გზა, ისევე შენს ფიქრებს მივანდე... და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში... მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე... და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....
|
შენ გიჟი ხარ... როცა გხედავ მეც მაგიჟებ... შენთან რომ ვარ, სისხლი გულში კოცონს მინთებს... როცა ველი შენს მოსვლას და შენს ნაბიჯებს... ვფიქრობ, როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...
მეც გიჟი ვარ... და უშენოდ როგორ გავძლო... მინდა, ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც... ეს ცხოვრება, მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო... მე ხომ, მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...
ჩვენ გიჟი ვართ... და სიგიჟეს თავის დრო აქვს... არ გვჭირდება, უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი... შენ რომ ფიქრობ, ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს... ქარს მოჰყვები, გამაგიჟებ ისევ, ვიცი...
|
როგორ მინდოდა, როგორ მომინდა... შენი ღიმილი მენახა ახლა... ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან, შენი თვალების ხელახლა ნახვა...
ისევ დავეძებ, წყალზე ნაბიჯებს... ისევ ვიშუშებ ახლა იარებს, ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს... და მონატრება ამაღრიალებს...
ეხლა შორსა ხარ... და ვეღარ გხედავ... დღეც ისევ ცრემლებმორეულია, შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ.. და შენზე ფიქრიც შორეულია...
მიყვარხარ ახლა, როგორც არასდროს... მაინც გეძახი, თუცა შორიდან... შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს... არადა, შენი კოცნა მომინდა...
არ ვარ უგულო... და არ ვარ მკაცრი... და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ... თუ სიყვარული გაფრენას მაცლის... ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...
შენზე ფიქრები სევდას ასველებს... ისევ დაიწყო დილა მორიგი... შენი ტუჩები კოცნას მახსენებს, ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...
|
მე კოცნა არ ვიცი.. _ გასწავლი, პატარა.. ტუჩები გახსენი, იგრძენი სისველე, მერე გადმოწურე მზით სავსე მათარა, ღვინისფრად დაფერე, იერი იცვალე.. მომე-ბაგე-კარი მჭიდროდ და ფაქიზად, თვალები მილულე ჩამავალ მზესავით, მე გადავიქცევი ვნებების მარკიზად, გულს გადმოგიწილებ, დავწურავ რძესავით და ისე მოგართმევ, რომ ბაგე გისველო, ეგ შენი ღაწვები გრძნობების ქარია.. მე ყინვა წამლეკავს, შენ უნდა მიშველო, ხარბად ამამღერო სიგიჟის არია.. _ მე კოცნა არ ვიცი.. _ გასწავლი, პატარა.. ტუჩები გახსენი, ვნებები დაცალე.. შენ ჩემმა სურვილმა გრიგალს შეგადარა ყველაფერს გასწავლი.. სულ ცოტა მაცალე..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|