მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მთარგმნე თითებით დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები, სავსე სიშიშვლით
პარიზულია ეს წვიმები და არომატიც მოფრანგულო დაჰკრავს ხასიათს, ამინდებივით იზმორება ვნება სიბილწის სისხლში, მოდი და ამომაშრე სანამ სხვა გვერდზე, ლონდონურ ჯანღში დაგეკარგოს ჩემი სურვილი.
კოცნით დაკაწრე გამომშრალი თხელი ტუჩები, უდაბნოს ცხელი ნაქარევით რომ შეილესა და მარტოობით უწყლოობა სჭირდა სასჯელად.
ლაყუჩებიდან ცხელი სუნთქვით ამაცალე სულყველა ვნება, სულყველა სიტყვა შენს სუნთქვასთან ნამუსაყრილი ჩემში გველივით რომ იზლაზნება, და ყველა კვნესა თავდაკარგული ფილტვებიდან ნაწილ-ნაწილ რომ იბოლქვება.
მთარგმნე თითებით დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები, სანამ მომბერზდი ესპანური ტემპერამნენტით... სანამ შენი ვარ
მთარგმნე თითებით..
|
მოდი...ხელისგულზე წავიკითხო შენი ხაზები... მოდი...წავშალო ,გადავწერო ფიქრის ფრაზები... მოდი,უბრალოდ გაგაღიმო მარტის სამოსთან... რით გიმსახურებ ასეთ თბილს და ასეთ საოცარს?! მოდი,დილამდე გაგიყვანო გაღმა ნაპირზე, მგონი ამინდიც აირია, წვიმას აპირებს... გუბე-გუბეებს გამოვტაცო შენი ნარეკლი... და დაგამსგავსო მჭადს, კეციდან ახლადარეკილს... მოდი უბრალოდ დაგიწერო ლექსი მარტივი... გადამერიო მერე, მინდა, გიჟი მარტივით!
|
ისევ წვიმაა… მგონი კედეც ვგავართ ერთმანეთს მე და წვეთები, მე და სიჩუმე თუ მე და სევდა… ერთნაირი გვაქვს- გამჭირვალე- სული თუ ელდა… მოწყენაც თითქოს ერთნაირი ვისწავლეთ, ხედავ? ის ტირის ახლა მეც თვალებზე მადგება ცრემლი და ამ დამქანცველ, უსაგნო გლოვას ვერაფრით ვშველი… მაინც ვაგროვებ ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით, მერე მეც წვიმად ვიქცევი და ციდან ვეშვები. და შენთან მოვა მ ხ ო ლ ო დ ე რ თ ხ ე ლ ფერადი თქეში, ჩაგისახლდება სულში, გულში, თვალებში, თმებში… მწვანე წვეთები-(ჩემი მზერა) შენს ხელებს შეშლის… მოგეფერები მხოლოდ ასე, წვიმად ქცეული და ჩემი ბინა დღეს იქნება შენი სხეული… გაოგნებული, დარდიანი და დაბნეული…
|
ვერცხლისწყალი ვარ შენს ხელისგულზე... თავს ირთობ როგორც კრიალოსანზე... მშლი...მკრიბავ... მშლი...მკრიბავ... მეც ვლივლივებ, მიხარია... შენთვის ვიშლები და ვიკრიბები... ჩამოგეძინა... ხელი დაგეშვა... ჩამოგიცურდი და დავიფანტე... წვრილ-წვრილ წვეთებად... ცალ-ცალკე ყრია ჩემი გრძნობები... ხელ-ფეხი... სული... სხეული... გული... გთხოვ გამოფხიზლდი... შემეხე ისევ... შემკრიბე შენში... გ ა მ ა მ თ ლ ი ა ნ ე...
|
ხვალ სპეკტაკლია, ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს. დილიდან ისევ უცხო კაცის ტყავში შევძვრები. ეს ცხოვრებაც ხომ სპეკტაკლია უსათაურო. ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ, ნურც შეეცდები.
ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ, ნურც შეეცდები, რადგან რეჟისორს დაავიწყდა განაწილება. გამნათებელი: მზე და მთვარე, რადისტი: არ გვყავს. ანტრაქტი: ძილი, დილით ფარდა ისევ იღება.
მე ჩემს თეატრში კულისები დავანგრევინე. რაც სცენაზე ჩანს მხოლოდ ის ვარ სხვა სახე არ მაქვს. და პარტერიდან წამოსროლილ მე თქვენს რემარკებს. ძაღლად არ ვაგდებ, თუმც ვინახავ და მოღმად დამაქვს.
მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც არ უყვართ. რადგან ეს ხმები, პარტერიდან სურვილს მიკლავენ. მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც სულ ბნელა. და სცენის ბოლოს, გამოსვლებში ტაშს არ მიკრავენ.
სხვისი გრძნობებით მე ცხოვრება ღმერთმა მომკითხოს. ხვალ გათენდება? ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს...
|
ღამემ ჩაიწერა შავი კლავიშებით, სიზმარგათელილი ხედვა აგონიის, ჩემში დაბეტონდა ფესვი მოწყვეტილი, რაფას შეყუჟული ხმელი ბეგონიის. კარი შემოლეწა სულში შემოდგომამ, ქარი ფოთლებისგან საგზურს გამომიწერს, იქით გამაქანებს, სადაც ქაოსია, სადაც ქარაშოტი დუელეს გამოიწვევს... ხომ არ მეჩვენება,ვხედავ გადაყვითლდა, ლექსებს მოყოლილი მძაფრი შეგრდძნებები, სივცრე დაემსგავსა მდიდრულ ზარაფხანას, მე კი მაინც ვტირი ,წარსულს ვერ ველევი. ძალა აღარ შემრჩა სულში ავამღერო შენი მონატრების მშვიდი სიმფონია, ისე მიერთგულე როგორც ბებრის კოჟრი, მგონი ბავშვურობა ჩვენი სინდრომია...
|
მოდი, ამ საღამოს თითიც არ შემახო. ზურგით მოგეყრდნობი გულის საპირესთან. ხმა არ ამოვიღოთ, სიტყვა არ ვიწამლოთ, ბუხარს შევუკეთოთ ფუჭი დაპირება.
ყველა დამუხტული ბგერის ვიბრაცია, ცივი კონიაკის ლაციცს შევუხამოთ, ჭიქას ჩავაწუროთ ჩვენი სურვილი და ყალბი გულგრილობის კედელს მივახალოთ!..
კედელს მივახალოთ, წელში გადავტეხოთ, ყველა შეხება და ვნების გაფიქრება, ჩუმად დავინანოთ უხმო დიალოგის სევდაშეპარული კერპი ახირება.
ხუთი გრძნობა მაინც დუმილს ვანაცვალოთ... (ვიცი,ხვალ მოგელის სულ სხვა ზიარება). მოდი, შენი დარდი თმებში ჩამაბნიე, ეკლად მომახვიე გულის იარები...
მერე, კანს ატკეცილს, დავაბრალებ სიცხეს, სურვილს გავაპარებ ბნელი ფარეხებით... ისე მოგიყვები - ხმას არ ამოვიღებ. ისე მოგიფერებ - არც კი შეგეხები.
|
მე ვიზოგავდი შენს თავს, როგორც ძვირფას სუნამოს, შენი სურნელი - შერჩენილი კაბას შლეიფი, შენი სიტყვები- მოხვეული ყელზე სურვილი შუამავალმა თებერვალმა ისე შეიშნო, რომ ვერ გავიგე, როგორ გალხვა ყინული ხმაში, რომ ვერ შევნიშნე,სად დამთავრდა ზამთრის სავალი, შემომეფოთლა შემპარავად თამაში ტანზე, და დარჩენილი ყველა შიში ისე დამალა, რომ დაეჭვება აღარ ღირდა უკვე წვალებად, თუმც მერყეობას არომატი ჰქონდა მენთოლის... მე ყოველ ღამით გჭირდებოდი ისევ თავიდან და ყოველ დილას ჰაერივით არ გეთმობოდი, როცა შენს ალერსს, როგორც ძვირფას ფრანგულ სუნამოს, ყურის ძირებთან ვიპკურებდი უკვე თამამად, თუმცა მჯეროდა, წვეთ-წვეთობით ზღვაც დაილევა, მაინც ჯიუტად ვერ ვამჩნევდი, რომ ამ თამაშმაც, უკვე წააგო მომავალთან ყველა კამათი და სინანულით ჩამობარდნილ ეზოებს მოჰგავს, სადაც ტკივილი მწევარივით ჩამდგარა კვალში და ახლა უკვე წამალივით შენს თავს მიზოგავს
|
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო.. ასკინკილათი ნარბენი სიხარულები გავხედნოთ, ოცნების ეტლში შევაბათ უდარდელობის რაშები, ისე ხმამაღლა ვიცინოთ, შვილებმა მკითხონ: რას შვები? ჩამო! ფოთლებში ვიპოვოთ თაფლივით ტკბილი თუთები და სადარბაზოს კუთხეში კოცნით გავცვითოთ ტუჩები. ჩამო! უგონოდ მთვრალებმა ლექსები ვუთხრათ სახურავს, მერე ერთმანეთს ვუამბოთ ცა ქუდად როგორ გვახურავს. ჩამო! ჩინური კეტები გრაციოზულად ვატაროთ, მუჭში გაცრილი კანაფი სხვენზე წრედ შემოვატაროთ ჩამო! მინდა რომ ვიღაცამ ისევ ჩამთვალოს სულელად ჩამო! ერთმანეთს ვახალოთ გრძნობითგამსკდარი გულები ჩამო! დილამდე ვიცეკვოთ ჩამო! მოვიქცეთ ჯაზურად ჩამო! შენ მინდა შეგჩივლო ეს, რამდენი დრო გასულა. ჩამო! წარსულის შუკებში იქნებ მივაგნოთ მეგობრებს... მ ა გ რ ა მ, შენ თურმე წ ა ს უ ლ ხ ა რ, მე რომ ... ეზოში მეგონე.
|
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს, რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების... რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს, რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა. ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს, იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.
დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს, დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს, ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს, ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|