♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია
და სულ ყველაფერი თითქმის იოლია,
როცა დარწმუნდები მწარედ გაყრუებენ
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება
ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია
და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს
მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია
და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ
სწორედ ამას ქვია ბედის ირონია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,

თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,

ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,

იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!

თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,

შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!

ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,

ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!

მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე,

და არ იცრუო სიტყვა არც ერთი,

მე კი გულწრფელად მინდა გისურვო

ჩემო სიცოცხლევ, გფარავდეს ღმერთი!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1177 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადა ხარ როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი-
ფიქრები,ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან-
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,როცა ღმერთიც შორია..
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა
ფიქრს რამოდენა ფერფლი ქონია!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1329 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი..ან როცა იგრძნობ, რომ გეტირება, დამიძახე. ვერ შეგპირდები რომ გაგაცინებ, მაგრამ
მეც ვიტირებ შენთან ერთად.
თუკი..ერთ დღეს გაქცევა მოგინდება, ნუ შეგეშინდება ჩემი დაძახების. ვერც იმას შეგპირდები, რომ შეგაჩერებ, მაგრამ შენთან ერთად მეც გავიქცევი.
როცა არ გექნება სურვილი ვინმეს მოუსმინო, დამიძახე, გპირდები რომ შენთვის იქვე გავჩნდები და იმასაც გპირდები, რომ ვიქნები ძალიან ჩუმად.
და თუ ერთ დღეს დამიძახებ, მაგრამ პასუხს ვერ გაიგონებ, უმალ წამოდი ჩემს სანახავად, იქნებ როგორ მჭირდები მაშინ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.


ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტაძარში შევედი,დიდების ტაძარში,
შენთვის სიყვარული უნდა შემეწირა
სანთელი ავანთე,წმინდა სანთელი
ჯერ ჩემი სათნოება მე ხელში მეჭირა.
და როცა იდუმალ ხმით გავესაუბრე,
როცა გავანდე მას გულის ნადები
ჰოი საოცრებავ,ეს რა დავინახე,
ცრემლად იღვრებოდა პატარა სანთელი.
ტირის სანთელი,ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს,
ოხრავს სანთელი,უთქმელობის სევდა აწამებს,
ბოლოს რომ ვეღარ აიტანა სევდა ამდენი,
ჩამოიღვარა,ჩაიფერფლა,მოკვდა სანთელი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1736 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანთელი იწვის,დნება,
ღმერთების სამეფო დუმს,
ღმერთებო ამისრულეთ თხოვნა,
ღმერთებო გაუგეთ გულს,
მაცოცხლეთ!!!...მაცოცხლეთ!!!....
მხოლოდ ერთი წელი,
იმასთან ვისთანაც მსურს,
და მერე მომკალით თუნდაც
ო!..რა თავისუფლად
დავტოვებ სულს.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1289 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ დაიჩოქებ,თორემ ძნელია წამოდგომა
შენი თუ არა დაგრჩენია,სხვისთვის ილოცე,

ნუ დაიჩოქებ,თორემ ძნელია წამოდგომა,
ერთი ბეწო სიხარულისთვის მაინც ილოცე.

თუ სახატეში კელაპტარი ჩაგიქრა ყველა,
სულ პაწაწინა სანთლის შუქზე მაინც ილოცე,

ოღონდ ნუ დასთმობ,ნუ დაიჩოქებ,
თორემ ძნელია წამოდგომა კარგად იცოდე....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეს ელვარე დღე შეუცვლია,
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით!! ყოფნა მაინც შუქია,
თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა??..
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ???? მე არ მაქვს ნება,
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება,
მაგრამ ამდენ ხნით???..მაგრამ ასეთი???
არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით..
ამ რევოლვერშიც არის ცხრა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ????..მე გთხოვთ მომკალით...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიმაქანებდა მატარებლის კივილი ბნელში,
ჩემს მკვდარ სიყვარულს
კვამლთან ერთად ჰფანტავდა ველად.
სევდა-ნაღველი გაჩრილიყო ბურთივით ყელში,
ანაზდად ხელი,ცხელი ხელი შემეხო მწველად,
დამწვდა უცნობი,ჩემი ხელი აიღო ხელში
და მე ვინანე, სინანული აღმოვთქვი ოხვრით,
_მოკლე ხარ ღამევ!!
გაგრძელდი და ნუ გათენდები,
რომ ვისხდეთ ასე,
მიყრდნობილნი ლოყაზე ლოყით.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 172 173 174 175 176 ... 254 255 »
კვირა, 2025-07-06, 7:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025